,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№836
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 11/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №836

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2339) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებებისა;

მ) საქონლის გარეშე გადაადგილებულ სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა;“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) იმ შემთხვე ვისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზ აშ ი ინფორმაციის ასახვი ს წესის“შესაბამისად, საქ ართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაცი ის ასახვით ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი – 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის 11–2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 45 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდარული დღით.

11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში მიტანის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 45-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზ ე ბულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) – 90 კალენდარულ დღეს, თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალება შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალება შემოტანილია სხვა გზით.“;

გ) მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.    

5. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ით დეკლარირებული ან აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან.

6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (საქონლის გარეშე, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის გარეშე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.

4. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული, თავისი სვლით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზ აშ ი ინფორმაციის ასახვი თ.“.

 5. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                        კ. ბაინდურაშვილი