`საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№841
სარეგისტრაციო კოდი
230090000.22.033.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 11/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №841

2010 წ ლის  11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის 61 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)“ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება 20 კალენდარული დღით, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი