რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

   საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №753

1996 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

 

1996 წლის 14 მარტს რკინიგზის სადგურ „ქუთაისი-2“-ის საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული რადიაციული გამოსხივების მძლავრი კერის მინიმალურ დროში ლიკვიდაციისათვის, თავგანწირვისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილენი დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

 

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

 

არჩილ ნადირაშვილი - ქ.ქუთაისის მერის სამხედრო მრჩეველი

გარი სიჭინავა - ვიცე-პოლკოვნიკი, სამოქალაქო თავდაცვის ქუთაისის განყოფილების უფროსი

ბონდო ქამუშაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის განყოფილების უფროსი.

 

ღირსების ორდენით:

 

შუქრი აბრამიძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი

ნოე ქათამაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

 

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:

 

მიხეილ ბოტმანი - მაიორი, საქართველო თავდაცვის სამინისტროს 10147-ე სამხედრო ნაწილის ქიმიური სამსახრურის უფროსი

მირზა გვენეტაძე - რიგითი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10144-ე სამხედრო ნაწილის შტაბის დაცვის ასეულის მძღოლი

ზურაბ მეფარიშვილი - გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

 

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/109084/