„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის29 ოქტომბერი
ქ.წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის სათაური განისაზღვროს შემდეგნაირად:
„გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური;
დ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ე) ზედამხედველობის სამსახური;
ვ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
თ) შრომის, საზ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახური.“.
3. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური – მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.“.
4. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ზედამხედველობის სამსახური – კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; კონტროლი მშენებარე შენობა -ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.“.
5. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ პუნქტი – შემდეგი რედაქციით:
„ვ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის – მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.“.
6. დებულების VI თავს ეწოდოს „გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 21. გარდამავალი დებულებანი
2011 წლის 1 იანვრამდე გამგეობის სტრუქტურული ერთეულები ფუნქციონირებს შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
დ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ე) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ვ) შრომის, საზ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახური.“.
მუხლი 22. გამგეობის რეორგანიზაცია
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით .
მუხლი 23. გამგეობის დებულებაში ცვლილებებისა და დამტებების შეტანა
1. გამგეობის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
2.დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა 1-ლი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა , ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.?
- „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მიღებულია 29.10.2010. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.104.016012.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე., №23, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1090901/