წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 29/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,156 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
05.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26  2010 წლის 29 ოქტომბერი ქ. წალენჯიხა   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი 4 ფურცელზე). 2.  დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.   საკრებულოს თავმჯდომარე                კ. ციმინტია     დანართი        წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი   მუხლი 1🔗. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური   1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.   2. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.   3. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.   4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.   მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები   1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.   2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. თავი II სამსახურის ძირითადი ფუნქციები     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის  შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნების მომზადება;    ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა – მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების) და ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახლად აშენებული რეკონსტრუქციული ობიექტებისა და რეკულტივირებული მიწების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედამხედველობა და კონტროლი სანიტარიული დასუფთავების საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე; კ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლი;    ლ) წარადგინოს წინადადებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.       თავი III სამსახურის სტრუქტურა, მართვა და სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი        მუხლი 4🔗. სამსახურის შემადგენლობა   სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მთავარი სპეციალისტებისაგან.      მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ. 2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების  მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ზ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე. 2. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მთ. სპეციალისტი.      მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:      ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო  ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების მიღება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებების და დამტებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.