⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.104.016018
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 29/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 935 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
01.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 19.3pt 56.7pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29  2010 წლის 29 ოქტომბერი ქ. წალენჯიხა   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად, ( დანართი 3 ფურცელზე). 2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 31 ოქტომბრის № 21 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.           საკრებულოს თა ვმჯდომარე        კ. ციმინტია       დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის                    დებულება    მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების სფეროში შექმნილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელ მძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართვლოს კანონით „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება  სამსახური: ა) უზრუნველყოფს და ორგანიზაციას უწევს ხანძრის პროფილაქტიკასა და სახანძრო ზედამხვედველობის განხორციელებას, ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების სფეროში; გ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და დადგენილი წესით შესრულებას, ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას; დ) ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო  (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; ე) სახანძრო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ვ) აანალიზებს ხანძრებზე და სამაშველო სამუშაოებზე სამსახურის დანაყოფების მუშაობას,ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის; ზ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში და სამაშველო სამუშაოებზე მონაწილე ყველა ფორმირებ ის ოპერატიულ მართვას; თ) მიწისძვრის, წყალდიდობისას და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს; ი) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; კ) ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე; ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს გამგეობას ხარჯთაღრიცხვის პროექტებს. ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად; მ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას; ნ) სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.      მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) წალენჯიხის სახანძრო განყოფილება; ბ) ჯვარის სახანძრო განყოფილება; გ) სამაშველო განყოფილება; 3. სამსახურს ხემძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი; 4. სამსახურის უფროსი:  ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.  ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის.  გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.     მუხლი 4🔗. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი   სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად.       მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი                   სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.    მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლებები   სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ)მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის  შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომელთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციონალური ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.       მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად