წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016021
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 29/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.11.2017
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
32
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (
დანართი 7 ფურცელზე).
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აპრილის №
38 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თა
ვმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმ
მართველობის ორგანოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, იურიდიულ პირებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე ახორციელებს გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. ადმინისტრაციული სამსახური არ არის იურიდიული პირი. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია მოქმედი კანონმდებლობა, გამგეობის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სამსახურის ადგილსამყოფელია:
ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №
5.
თავი II. სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობაში შემოსული კორესპონ
დენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) მიღებული კორესპონ
დენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;
გ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების მომზადებას;
ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ვ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის; გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ი) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
კ) მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა მომსახურებას;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
მ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ნ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ო) ოფიციალური დელეგაციების მიღებას. მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
პ) გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ჟ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
რ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ს) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ტ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
უ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვას;
ფ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
ქ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ღ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ყ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
შ) მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ჩ) თვითმმართველობის, მუნიციპალური სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-
ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-
საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;
ც) თვითმართველობის ორგანოს, გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით;
ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი III. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) გამგებლის თანაშემწე
ბ) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება;
გ) იურიდიული განყოფილება;
დ) საინფორმაციო, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება;
ე) მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;
ვ) წამყვანი სპე
ციალისტი –
მისაღების მდივანი.
2. ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ა) უძღვება ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) ახორციელებს გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობებს, გამგებლის დავალებით,
ასრულებს ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი.
7. სამსახურის ქვედანაყოფი-განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან.
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით.
9. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.
თავი IV. ქვედანაყოფების-განყოფილებების ძირითადი ფუნქციები
მუხლი 5🔗. საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილების ფუნქციები
საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ერთიან საქმისწარმოებას, სამსახურებრივი დოკუმენტების წარმოებას, შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების შედგენას და დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
დ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ვ) გამგებლის დავალებით სტრუქტურული დანაყოფის მიერ მომზადებული და ვიზირებული პროექტების (დოკუმენტების) ხელმოსაწერად გადაცემას ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის და დოკუმენტების სწორად გაფორმებას;
ზ) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
თ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა და ტერიტორიულ ორგანოთა ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელშეწყობას საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შედგენას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს;
ლ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღიცხვა-წარმოებას;
მ) მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
ნ) შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობების დაცვაზე;
ო) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
პ) მოსამსახურეთა დისციპლინურ
ი გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინურ
ი ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ჟ) კონტროლს მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;
რ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
ს) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზების ჩატარების ორგანიზებას;
ტ) მუნიციპალიტეტში დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭებაზე საკითხების მომზადებას; მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;
უ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;
ფ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; კონტროლს მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე;
ქ) წინადადების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;
ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილების ფუნქციები
იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის, მუნიციპალური სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
გ) გამგეობის ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) გამგეობის ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. საინფორმაციო, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციები
საინფორმაციო, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
დ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;
ე) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის საკომუნიკაციო ურთიერთობების ორგანიზებას;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ზ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
თ) მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მეშვეობით,
„ერთი ფანჯრის პრინციპის“ დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ი) ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში;
კ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ლ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და ამ ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗. გამგებლის თანაშემწე
გამგებლის თანაშემწე:
ა) ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს გამგებლის საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) აწარმოებს გამგებლის სახელზე შემოსული კორესპონ
დენციის ანალიზს, სისტემატიზაციას და ამზადებს განსახილველად;
გ) ახორციელებს კონტროლს გამგებლის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;
დ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 9🔗. მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა) ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მატერიალურ-
ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობების შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლოატაციას;
გ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ,
სატრანსპორტო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას;
დ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას.
ე) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვასა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას, უზრუნველყოფს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას;
ზ) უზრუნველყოფს თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის განთავსებასა და გამართულ ფუნქციონირებას;
თ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 10🔗. წამყვანი სპეციალისტი (მისაღების მდივანი)
წამყვანი სპეციალისტი (მისაღების მდივანი):
ა) უზრუნველყოფს გამგებელთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას;
ბ) აღრიცხავს მიღებაზე მოსულ მოქალაქეთა მიერ დაყენებულ საკითხებს და გადასცემს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის.
გ) ასრულებს გამგებლის სხვა დავალებებს.
თავი V. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 14🔗. საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციონალური ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
თავი VI. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1.
ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად