„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.104.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 29/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

    „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დებულების (რეგლამენტის)  დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                      24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1

     „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,        „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

    საკრებულოს წევრი, საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე, შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და  საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები:

ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის;

ბ) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის;

გ) კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის, საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისათვის;

დ) სამივლინებო ხარჯები.”.

79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „(მერის)“.

116-ე მუხლს შეეცვალოს სათაური, ამოღებულ იქნეს 1-ლი პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი

    საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ– გაზეთში  „ეგრისი“,  აგრეთვე საკრებულოს ვებგვერდზე.“.

  მუხლი2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვ ე ყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე                        კ.ციმინტია