"უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერდი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.104.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 29/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

 „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერდი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის                           №4  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის №4დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით (გაჭირვებულ ოჯახთა მკურნალობა და ერთჯერადი დახმარებები, ვეტერანთა, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა ერთჯერადი დახმარებები, უფასო სასადილოები) განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ – კომისია).

 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისიას ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ ი სამართლებრივი აქტით–  ბრძანებით.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

 1. ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე განისაზღვროს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) და არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა, განსაკუთრებულ (ექსტრემალურ) შემთხვევაში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, რწმუნებულის ან /და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, 500 ლარს ზემოთ – მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 2. დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანთა და გარდაცვლილ ლტოლვილთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები გაიცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად 250 (ორას ორმოცდაათი) და 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების/ვეტერანთა და ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.

 4. ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით (განსაკუთრებულ შემთხვევაში) ან საშენი მასალით უზრუნველყოფა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლით.

5. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიის მოვლენების შედეგების შემფასებელი კომისიისა და სპეციალისტების დასკვნა კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.

6. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე.“.

3. მე-6 მუხლი – შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

 1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ, ხოლო სტიქიის შემთხვევაში საჭიროებისამებრ.

 2. კომისია კვარტალში ერთხელ შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას და ბენეფიცია რ თა კატეგორიის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.

 3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.“.

4. ამოღებულიქნეს მე-7 მუხლი.

    მუხლი2.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვ ე ყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია