საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.023.016015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 16/11/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| b.a. | b.a. |
| № | დისციპლინური გადაცდომის ზომა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №53
2010 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წარდგინების ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეთა ნამსახურების ნუსხა“ დანართი №3-ის შესაბამისად.
4. დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციაში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები“ დანართი №4-ის შესაბამისად.
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად სპეციალური წოდების მინიჭების მოთხოვნებს, შესაბამისი წოდება ენიჭებათ ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. ხაჩიძე
დანართი №1
დებულება
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – გარემოს დაცვის ინსპექციის) საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური წოდებების მინიჭების და ჩამორთმევის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები
გარემოს დაცვის ინსპექციის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) საშუალო სპეციალური წოდება;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება.
მუხლი 3🔗. სპეციალური წოდებები
1. გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – ინსპექტორი, წამყვანი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი.
2. მოხელეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება გარემოს დაცვის ინსპექციის სახელწოდება.
მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდება ენიჭება მოხელეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის სისტემის საჯარო მოხელეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ თანამდებობაზე, რომლისთვისაც ამ დებულების მიხედვით გათვალისწინებულია შესაბამისი საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდება და:
ა) გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ენიჭებათ გარემოს დაცვის ინსპექციაში არსებული შესაბამისი სპეციალური წოდება;
ბ) არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, მათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ინსპექტორი“ მიენიჭებათ გარემოს დაცვის ინსპექციაში დანიშვნიდან ერთი წლის საჯარო სამსახურის გავლის შემდეგ, ხოლო ამ დებულების ძალაში შესვლის პერიოდში მოქმედ თანამშრომლებს დებულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის საჯარო სამსახურის გავლის შემდეგ, ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა მოხელეს სპეციალური წოდება მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად დადგენილი წესის შესაბამისად.
5. გარემოს დაცვის ინსპექციის მოხელეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
6. ყოფილი მოხელე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
7. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსს პირველ და მორიგ სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.
8. მოხელეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის, თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ მინიჭებული სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს მთავარი ინსპექტორისა.
9. მოხელეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
10. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად მოხელე წარდგენილ უნდა იქნეს ინსპექციის უფროსის მიერ.
11. პირველი და მორიგი (ასევე ვადამდელი) სპეციალური წოდების მისანიჭებლად ინსპექციის ადმინისტრაციის მიერ ივსება სპეციალური წარდგინება (დანართი №1) მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მაინც და წარედგინება მის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს.
12. სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ წარდგინება, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის შემდეგ, სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან (რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე, თანხმდება სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან, ხოლო ნომენკლატურის ფარგლებში – ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან) ერთად წარედგინება სპეციალური წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილ პირს.
მუხლი 5🔗. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა
1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით.
2. საჯარო მოხელეებს მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭებათ წოდებით, წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელთათვის ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება დანართი №4-ით.
მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები
1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელთათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებისათვის დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი;
ბ) III კლასის ინსპექტორი – 2 წელი;
გ) II კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
დ) I კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
ე) ინსპექტორი – 4 წელი;
ვ) წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი;
ზ) მთავარი ინსპექტორი – 5 წელი.
2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება ამ წოდების მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან.
მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოხელეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. ინსპექციის მოხელეებს საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებას ვადამდე ანიჭებს მინისტრი, გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის წარდგინების საფუძველზე, ხოლო გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსს კი საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებას ვადამდე ანიჭებს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 8🔗. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოხელეთათვის წოდების მინიჭება
1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოხელეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, დადგენილი წესით.
2. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა გარემოს დაცვის ინსპექციის სისტემაში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა, ენიჭება გარემოს დაცვის ინსპექციის სისტემაში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება გარემოს დაცვის ინსპექციის სისტემაში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი
1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, უფლება აქვს მინისტრს.
2. მინისტრს უფლება აქვს, ჩამორთმეული სპეციალური წოდება ჩამორთმევიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მიანიჭოს შესაბამის საჯარო მოხელეს ინსპექციის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
მუხლი 10🔗. კონტროლი სპეციალური წოდების მინიჭებაზე
სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს ინსპექციის ადმინისტრაცია.
მუხლი 11🔗. მინიჭებული სპეციალური წოდების აღრიცხვა, ნამსახურობის ნუსხა
1. გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეებზე დგება ნამსახურობის ნუსხა (დანართი 3), სადაც ხორციელდება მინიჭებული სპეციალური წოდებების აღრიცხვა, ნამსახურობის ნუსხაში ასევე მითითებულია:
ა) მოხელის სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი, ადგილი;
გ) ოჯახური მდგომარეობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის მისამართი (რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);
ე) განათლება და სპეციალობა;
ვ) სამსახურის საერთო სტაჟი, საჯარო სამსახურში სტაჟი, გარემოს დაცვის ინსპექციაში სამსახურის სტაჟი;
ზ) დაკავებული თანამდებობები, ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და თარიღი;
თ) ინფორმაცია სახელმწიფო სპეციალური ან სხვა წოდების შესახებ;
ი) წახალისებები;
კ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება და მისი მოხსნა.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელეთა სხვა სამსახურში გადასვლისას ნამსახურობის ნუსხა მათი მოთხოვნის საფუძველზე იგზავნება ახალი სამსახურის ადგილზე. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს მისი სურვილით ეძლევა ნამსახურობის ნუსხა.
3. ნამსახურობის ნუსხას ავსებს ინსპექციის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების შესაბამისი სამსახური და ხელმოწერით ადასტურებს მისი ხელმძღვანელი პირი.
მუხლი 12🔗. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში საჯარო მოხელეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
დანართი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის
საჯარო მოხელეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების
მინიჭების წარდგინების ფორმა
წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი,)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაკავებული თანამდებობა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მოქმედი სპეციალური ან სხვა წოდება)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეც. წოდება)
წ ა რ დ გ ე ნ ი ლ ი ა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სპეციალური წოდების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პირველადი, მორიგი, ვადამდელი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისანიჭებლად
წოდების (ვადამდე) მინიჭების საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელმწიფო სპეციალური წოდების
მინიჭების წარდგინებაზე
უფლებამოსილი პირი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
„–––––” „––––––––––––” 20––––––წ.
დანართი 3
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის საჯარო მოხელის ნამსახურების ნუსხა
ფოტოსურათის
ადგილი
1. სახელი და გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. დაბადების თარიღი და ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
b.a.
3. ოჯახური მდგომარეობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. განათლება და სპეციალობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. საცხოვრებელი ადგილის მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამსახურის გავლა
6. საერთო სტაჟი –––– წ. მ.შ. საჯარო სამსახურში ––––წ. მ.შ.გარემოს დაცვის ინსპექციაში –––წ.
№
ორგანიზაციის დასახელება
და მისამართი
თანამდებობა
დანიშვნის თარიღი და საფუძველი
გათავისუფლების თარიღი და საფუძველი
7. ინფორმაცია სახელმწიფო სპეციალურ ან სხვა წოდებათა შესახებ
№
სახელმწიფო სპეციალური ან სხვა წოდება
სახელმწიფო სპეციალური ან სხვა წოდების მინიჭების ბრძანების ნომერი და თარიღი (ან მინიჭების სხვა რეკვიზიტები)
1
2
3
4
5
6
7
8
9
8. წახალისებები
№
წახალისების ფორმა
წახალისების საფუძველი, ბრძანების ნომერი და თარიღი
1
2
3
4
5
9. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება და მოხსნა
№
დისციპლინური გადაცდომის ზომა
დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის შეფარდების შესახებ
ბრძანების ნომერი და თარიღი
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი
1
2
3
4
5
10. ნამსახურობის ნუსხა შედგენილია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– „–––––––––––––” „––––––––––––” 20––––––––წ.
(ულებამოსილი პირის ხელმოწერა)
დანართი 4
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციაში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები
1. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი – მთავარი ინსპექტორი.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის მოადგილე – წამყვანი ინსპექტორი.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის ადმინისტრაციის, სამსახურის, ბიუროს და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსები – წამყვანი ინსპექტორი.
4. გარემოს დაცვის ინსპექციის შესაბამისი სამსახურის უფროსის მოადგილე – ინსპექტორი.
5. გარემოს დაცვის ინსპექციის განყოფილების უფროსი, აპარატის უფროსი, მთავარი ბუღალტერი – I კლასის ინსპექტორი.
6. გარემოს დაცვის ინსპექციის მთავარი სპეციალისტი, ბუღალტერი – II კლასის ინსპექტორი.
7. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი სპეციალისტი – III კლასის ინსპექტორი.
8. გარემოს დაცვის ინსპექციის სპეციალისტი – უმცროსი ინსპექტორი.