კონვენცია ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ
მიღების თარიღი 05.11.2010
ძალაში შესვლა 05.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 08/12/2010
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
კონვენცია ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ
(მიღებული 1986 წლის 26 სექტემბერს, მე-8 პლენარულ სხდომაზე)*
წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები,
იციან რა, რომ ბირთვული საქმიანობა წარმოებს მთელ რიგ ქვეყნებში,
აღნიშნავენ რა, რომ მიღებულია და მიიღება ყოვლისმომცველი ზომები ბირთვული საქმიანობისას უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, რომელთა მიზანიცაა ბირთვული ავარიების თავიდან აცილება და ნებისმიერი ამგვარი ავარიის, თუკი ასეთი მოხდა, შედეგების მინიმუმამდე დაყვანა,
მოწადინებულნი არიან რა, გააძლიერონ შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული ენერგიის უსაფრთხო განვითარებისა და გამოყენების სფეროში,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ სახელმწიფოებმა რაც შეიძლება ადრე უნდა მიაწოდონ ერთმანეთს შესაბამისი ინფორმაცია ბირთვული ავარიების შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო მასშტაბის რადიაციული შედეგების მინიმუმამდე დაყვანა,
აღნიშნავენ რა ამ დარგში ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების სარგებლიანობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
გამოყენების სფერო
1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ქვემოთ, მე-2 პუნქტში მოხსენიებული მხარე სახელმწიფოს ან მის იურისდიქციას ან კონტროლს დაქვემდებარებული პირების ან იურიდიული პირების დანადგარებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ისეთი ავარიის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც ხდება ან მოსალოდნელია მოხდეს რადიოაქტიური მასალების არაკონტროლირებადი გავრცელება და რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო გავრცელება, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს რადიაციული უსაფრთხოებისთვის.
2. დანადგარები და საქმიანობები, მოხსენიებული 1-ლ პუნქტში, არის შემდეგი:
(a) ნებისმიერი ბირთვული რეაქტორი, სადაც უნდა მდებარეობდეს იგი;
(b) ბირთვული საწვავის ციკლის ნებისმიერი დანადგარი;
(c) რადიოაქტიური ნარჩენების დამამუშავებელი ნებისმიერი დანადგარი;
(d) ბირთვული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება და შენახვა;
(e) რადიოიზოტოპების დამზადება, გამოყენება, შენახვა, განკარგვა და ტრანსპორტირება სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სამედიცინო და მათთან დაკავშირებული სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისათვის;
(f) რადიოიზოტოპების გამოყენება ენერგიის გამოსამუშავებლად კოსმოსურ ობიექტებზე.
მუხლი 2🔗
შეტყობინება და ინფორმაცია
1-ლ მუხლში ხსენებული ავარიის (შემდგომში „ბირთვულ ავარიად“ წოდებული) შემთხვევაში, მხარე სახელმწიფო:
-------------------------------------------------------------------------------------------------
* შენიშვნა: თანახმად 12.3 მუხლისა, კონვენცია ძალაში შევიდა 1986 წლის 27 ოქტომბერს.
(a) დაუყოვნებლივ ატყობინებს, უშუალოდ ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (შემდგომში „სააგენტოდ“ წოდებული) მეშვეობით, იმ სახელმწიფოებს, რომლებზეც მოხდა ან შეიძლება მოხდეს ფიზიკური ზემოქმედება, როგორიც 1-ლ მუხლშია აღნიშნული, და სააგენტოს ბირთვული ავარიის, მისი ხასიათის, დროისა და ზუსტი ადგილის შესახებ, როდესაც ეს მიზანშეწონილია; და
(b) დაუყოვნებლივ აწვდის (a) ქვეპუნქტში მოხსენიებულ სახელმწიფოებს, უშუალოდ ან სააგენტოს მეშვეობით, აგრეთვე სააგენტოს ამ სახელმწიფოებში რადიაციული შედეგების მინიმუმამდე დაყვანასთან დაკავშირებულ იმგვარ ხელთარსებულ ინფორმაციას, როგორიც მე-5 მუხლშია აღნიშნული.
მუხლი 3🔗
სხვა ბირთვული ავარიები
რადიაციული შედეგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ შეტყობინება გააკეთონ 1-ლ მუხლში მოხსენიებული ბირთვული ავარიების გარდა სხვა ავარიების შემთხვევაშიც.
მუხლი 4🔗
სააგენტოს ფუნქციები
სააგენტო:
(a) დაუყოვნებლივ აცნობებს მხარე სახელმწიფოებს, წევრ სახელმწიფოებს, სხვა სახელმწიფოებს, რომლებზეც მოხდა ან შეიძლება მოხდეს ფიზიკური ზემოქმედება, როგორიც 1-ლ მუხლშია აღნიშნული, და შესაბამის საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს (შემდგომში „საერთაშორისო ორგანიზაციებად“ წოდებულები) მე-2 მუხლის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული შეტყობინების შესახებ; და
(b) დაუყოვნებლივ აწვდის, მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, წევრ სახელმწიფოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას მე-2 მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას.
მუხლი 5🔗
მისაწოდებელი ინფორმაცია
1. მე-2 მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს იმ დროისათვის შემტყობინებელი მხარე სახელმწიფოს ხელთ არსებულ შემდეგ მონაცემებს:
(a) ბირთვული ავარიის დრო, ზუსტი ადგილი, როდესაც ეს მიზანშეწონილია, და ხასიათი;
(b) დანადგარი ან საქმიანობა, რომელსაც ავარია შეეხო;
(c) სავარაუდო ან დადგენილი მიზეზი და პროგნოზირებადი განვითარება ბირთვული ავარიისა, რომელიც დაკავშირებულია რადიოაქტიური მასალების ტრანსსასაზღვრო გავრცელებასთან;
(d) რადიოაქტიურობის გავრცელების ზოგადი მახასიათებლები, მათ შორის, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი და მიზანშეწონილია, რადიოაქტიურობის გავრცელების ხასიათი, სავარაუდო ფიზიკური და ქიმიური ფორმა და რაოდენობა, შემადგენლობა და ეფექტიანობის მახასიათებლები;
(e) ინფორმაცია არსებული და პროგნოზირებული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პირობების შესახებ, რომელიც აუცილებელია რადიოაქტიური მასალების საერთაშორისო მასშტაბის გავრცელების პროგნოზირებისთვის;
(f) რადიოაქტიური მასალების ტრანსსასაზღვრო გავრცელებასთან დაკავშირებული გარემოს მონიტორინგის შედეგები;
(g) ობიექტის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ან დაგეგმილი დაცვის ღონისძიებები;
(h) რადიოაქტიურობის გავრცელების დროს პროგნოზირებული ქცევა.
2. ამგვარ ინფორმაციას, სათანადო ინტერვალებით, თან უნდა დაერთოს შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია ავარიული სიტუაციის განვითარების შესახებ, მისი პროგნოზირებადი ან ფაქტობრივი დასრულების ჩათვლით.
3. მე-2 მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია შეუზღუდავად შეიძლება იქნეს გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ინფორმაცია შემტყობინებელი მხარე სახელმწიფოს მიერ კონფიდენციალურად არის მიწოდებული.
მუხლი 6🔗
კონსულტაციები
მე-2 მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მიმწოდებელი მხარე სახელმწიფო შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოს, დაუყოვნებლივ უპასუხოს დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციების მოთხოვნას, რომლითაც მიმართა ზემოქმედების ობიექტად ქცეულმა მხარე სახელმწიფომ ამ სახელმწიფოში რადიაციული შედეგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
მუხლი 7🔗
კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პუნქტები
1. თითოეული მხარე სახელმწიფო სააგენტოსა და სხვა მხარე სახელმწიფოებს, უშუალოდ ან სააგენტოს მეშვეობით, აწვდის ინფორმაციას თავისი კომპეტენტური ორგანოებისა და საკონტაქტო პუნქტის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მე-2 მუხლში მოხსენიებული შეტყობინებისა და ინფორმაციის გაცემასა და მიღებაზე. ამგვარი საკონტაქტო პუნქტები და საინფორმაციო ცენტრი სააგენტოს ფარგლებში მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
2. თითოეული მხარე სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოხდეს 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ ინფორმაციაში.
3. სააგენტო აწარმოებს ამგვარი ეროვნული ორგანოებისა და საკონტაქტო პუნქტების, და აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საკონტაქტო პუნქტების, განახლებად სიას და აწვდის მას მხარე სახელმწიფოებსა და წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მუხლი 8🔗
მხარე სახელმწიფოთათვის გაწეული დახმარება
სააგენტო, თავისი წესდების თანახმად და იმ მხარე სახელმწიფოს მოთხოვნით, რომელიც თავად არ ახორციელებს ბირთვულ საქმიანობას და ესაზღვრება სახელმწიფოს, რომელსაც აქტიური ბირთვული პროგრამა აქვს, მაგრამ არ წარმოადგენს მხარეს, შეისწავლის რადიაციული მონიტორინგის სათანადო სისტემის შექმნის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას, რათა ხელი შეუწყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევას.
მუხლი 9🔗
ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები
თავიანთი საერთო ინტერესების ხელშესაწყობად, მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ, როდესაც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, წინამდებარე კონვენციის შინაარსთან დაკავშირებული ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დადების შესაძლებლობა.
მუხლი 10🔗
დამოკიდებულება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
წინამდებარე კონვენცია ზეგავლენას არ ახდენს მხარე სახელმწიფოთა ორმხრივ უფლებებსა და მოვალეობებზე იმ არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციით მოცულ საკითხებთან, ან იმ მომავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებიც დაიდება წინამდებარე კონვენციის მიზნისა და დანიშნულების თანახმად.
მუხლი 11🔗
დავის მოგვარება
1. მხარე სახელმწიფოთა შორის, ან რომელიმე მხარე სახელმწიფოსა და სააგენტოს შორის, წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციის ან გამოყენების თაობაზე დავის წარმოქმნის შემთხვევაში, მოდავე მხარეები კონსულტაციას გამართავენ იმ მიზნით, რათა მოაგვარონ ეს დავა მოლაპარაკების გზით ან დავის მოგვარების მათთვის მისაღები ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი საშუალებით.
2. თუკი ამ სახის დავა მხარე სახელმწიფოთა შორის ვერ მოგვარდება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის მოთხოვნის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში, იგი, ამგვარი დავის რომელიმე მხარის მოთხოვნით, გადაეცემა არბიტრაჟს ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად. დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შემთხვევაში, თუ მოთხოვნის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზების თაობაზე, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს ან გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვოს, დანიშნოს ერთი ან მეტი არბიტრი. მოდავე მხარეთა მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების შემთხვევებში, პრიორიტეტი ენიჭება მოთხოვნას, რომლითაც გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავენ.
3. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი თავისთვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავის მოგვარების ერთ-ერთ ან ორივე პროცედურას. სხვა მხარე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო არ არის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცედურა იმ მხარე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლისთვისაც ძალაშია ამგვარი განცხადება.
4. მხარე სახელმწიფოს, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება მე-3 პუნქტის თანახმად, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დეპოზიტარისთვის შეტყობინების გზით.
მუხლი 12🔗
ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის და ნამიბიისათვის, რომელიც წარმოდგენილია „ნამიბიის საკითხებში გაეროს საბჭოთი“, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში ვენაში და გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, შესაბამისად, 1986 წლის 26 სექტემბრიდან და 1986 წლის 6 ოქტომბრიდან მის ძალაში შესვლამდე, ან თორმეტი თვის განმავლობაში, იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდი იქნება უფრო ხანგრძლივი.
2. სახელმწიფოს და ნამიბიას, რომელიც წარმოდგენილია „ნამიბიის საკითხებში გაეროს საბჭოთი“, შეუძლია გამოთქვას თანხმობა, რომ მისთვის სავალდებულო იქნება წინამდებარე კონვენცია მისი ხელმოწერის გზით ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის ჩაბარების გზით რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების პირობით ხელმოწერის შემდეგ, ანდა შეერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარების გზით. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დეპოზიტარს ბარდება.
3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ოცდაათ დღეში მას შემდეგ, რაც სამი სახელმწიფო გამოთქვამს თანხმობას, რომ მისთვის სავალდებულო იქნება წინამდებარე კონვენცია.
4. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც თანხმობას, რომ მისთვის სავალდებულო იქნება წინამდებარე კონვენცია, გამოთქვამს ძალაში მისი შესვლის შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა თანხმობის გამოთქმის თარიღიდან ოცდაათი დღის შემდეგ.
5. (a) წინამდებარე კონვენცია ღიაა შესაერთებლად, როგორც ეს ამ მუხლით არის გათვალისწინებული, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და სუვერენულ სახელმწიფოთაგან შემდგარი რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებისა და ამგვარი ხელშეკრულებების დადებისა და გამოყენების კომპეტენცია აქვთ.
(b) ამგვარი ორგანიზაციები, თავიანთ კომპეტენციაში შემავალ საკითხებში, საკუთარი სახელით განახორციელებენ იმ უფლებებს და შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც წინამდებარე კონვენციით არის განსაზღვრული.
(c) ამგვარი ორგანიზაცია, შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის ჩაბარებისას, დეპოზიტარს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული იქნება მისი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებაში.
(d) ამგვარ ორგანიზაციას არა აქვს რაიმე დამატებითი ხმა, გარდა ხმებისა, რომლებიც მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ.
მუხლი 13🔗
დროებითი გამოყენება
სახელმწიფოს შეუძლია, ხელმოწერისას ან ნებისმიერი უფრო გვიანდელი თარიღისათვის მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე, განაცხადოს, რომ იგი წინამდებარე კონვენციას დროებით გამოიყენებს.
მუხლი 14🔗
შესწორებები
1. მხარე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის შესწორებების შეთავაზება. შეთავაზებული შესწორება წარედგინება დეპოზიტარს, რომელიც დაუყოვნებლივ დაუგზავნის მას ყველა სხვა მხარე სახელმწიფოს.
2. თუ მხარე სახელმწიფოთა უმრავლესობა სთხოვს დეპოზიტარს, მოიწვიოს კონფერენცია შეთავაზებულ შესწორებათა განსახილველად, დეპოზიტარი მიიწვევს მხარე სახელმწიფოებს ამგვარ კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც დაიწყება არა უადრეს ოცდაათი დღისა მიწვევათა დაგზავნიდან. ნებისმიერ შესწორებაზე, რომელიც კონფერენციაზე ყველა მხარე სახელმწიფოს ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით მიიღება, შედგება ოქმი, რომელიც ღიაა ხელმოსაწერად ვენასა და ნიუ-იორკში ყველა მხარე სახელმწიფოსათვის.
3. ოქმი ძალაში შევა ოცდაათ დღეში მას შემდეგ, რაც სამი სახელმწიფო გამოთქვამს თანხმობას, რომ მისთვის სავალდებულო იქნება ეს ოქმი. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც თანხმობას, რომ მისთვის სავალდებულო იქნება ოქმი, გამოთქვამს ძალაში მისი შესვლის შემდეგ, ოქმი ძალაში შევა თანხმობის გამოთქმის თარიღიდან ოცდაათი დღის შემდეგ.
მუხლი 15🔗
დენონსაცია
1. მხარე სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება დეპოზიტარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.
2. დენონსაცია ძალაში შევა ერთი წლის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც დეპოზიტარი შეტყობინებას მიიღებს.
მუხლი 16🔗
დეპოზიტარი
1. წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარია სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარე სახელმწიფოებსა და ყველა სხვა სახელმწიფოს:
(a) ამ კონვენციის ან შესწორების ნებისმიერი ოქმის ყოველი ხელმოწერის თაობაზე;
(b) წინამდებარე კონვენციასთან ან ნებისმიერ შესწორების ოქმთან დაკავშირებული რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის ყოველი ჩაბარების თაობაზე;
(c) მე-11 მუხლის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების ან მისი გაუქმების თაობაზე;
(d) ნებისმიერი განცხადების თაობაზე წინამდებარე კონვენციის დროებითი გამოყენების შესახებ მე-13 მუხლის თანახმად;
(e) წინამდებარე კონვენციისა და მისი ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის თაობაზე; და
(f) მე-5 მუხლის შესაბამისად გამოცხადებული ნებისმიერი დენონსაციის თაობაზე.
მუხლი 17🔗
ავთენტიკური ტექსტები და დამოწმებული ასლები
ამ კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტებიც თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს, რომელიც დამოწმებულ ასლებს დაუგზავნის მხარე სახელმწიფოებსა და ყველა სხვა სახელმწიფოს.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელმომწერებმა, საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც ღიაა ხელმოსაწერად, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტით.
მიღებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციის სხდომის მიერ მის საგანგებო სესიაზე ვენაში, ათას ცხრაას ოთხმოცდაექვსი წლის ოცდაექვს სექტემბერს.