შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2010
ძალის დაკარგვა 30.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №345
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016076
გამოქვეყნების წყარო სსმ, 148, 12/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 822 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2010 მიღება
30.12.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №345 2010 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექ­ტი­რების შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 32-ე მუხლის 3​1 პუნქტის შესაბა­მი­სად:     მუხლი 1🔗 შეიქმნას შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხე­ბის განმხილველი საბჭო.     მუხლი 2🔗 დამტკიცდეს შიდა აუდიტთან დაკავშირე­ბუ­ლი საკი­თხების განმხილველი საბჭოს დებულება და განი­საზღვროს ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მო­ვა­ლეობები დანართის შესაბამისად.     მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სა­მ­არ­თლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონ­ტრო­­ლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილება.     მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 30 ნო­ემბრიდან. პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ნ. გილაური შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს დებულება და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მო­ვა­ლეობები     მუხლი 1🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილ­ველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს მთავ­რობას­თან შექმნილი საბჭო,  რომელიც უზრუნველყოფს სახელ­მწი­ფო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის განმა­ხორციელებელი ორგანოების საქმიანობის განვითარებასა და კოორდინაციას. 2. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 3. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის განახლება; ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შე­მუშავება; გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის სრულყოფა; დ) სახელმწიფო შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სფეროში შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სრუ­ლ­ყოფა; ე) შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების სახელმწიფო სექ­ტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან საერთაშორისო ურთი­ერთობების დამყარება და კოორდინაცია; ვ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ ფინანსური კონტრო­ლისა და მართვის სისტემის, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტებისა და მეთოდო­ლოგიისა და სახელმძღვანელო წესების შესრულების შეფასება წარდგენილი ანგარიშების მიხედვით; ზ) სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესა­ბამისი პროექტების შემუშავება; თ) შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ გატარებული სამუ­შა­ოების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.     მუხლი 2🔗. საბჭოს შემადგენლობა, ხელმძღვანელობა და სხდომის გამართვის წესი 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავ­რობის განკარგულებით. 2. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომე­ლიც: ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ე) უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხოლო მისი არყოფნის შემ­თხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტი­ლე­ბით. საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს თი­თოეულ წევრს. 5. საბჭოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბ­ჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწ­ვეულ იქნენ სხვა პირებიც. 6. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც უნდა ასა­ხავდეს სხდომაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადა­წყვეტილებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს წევრს უფ­ლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავე­ბული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით. საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი თან ერთვის საბჭოს სხდომის ოქმს.     მუხლი 3🔗. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.     მუხლი 4🔗. საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობები  1. შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილ­ველ საბჭოში იქმნება სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). 2. სამდივნო: ა) ხელს უწყობს საბჭოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორ­ცი­ელებაში; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების მომზადებასა და გამართვას; გ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას, სხდომის მასალების შენახვა-დამუშავებასა და დაცვას; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საბ­ჭოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძი­ებებს. 3. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომე­ლიც: ა) უზრუნველყოფს სამდივნოს მუშაობას; ბ) აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს სამდივ­ნოს წევრებს; გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საბ­ჭოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 4. სამდივნოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ფინან­სთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტით  (ბრძანებით). 5. სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფი­ნან­სთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ხოლო საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, – აგრეთვე სხვა პირებიც.     მუხლი 5🔗. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველ­ყოფას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.     მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შე­ტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.