საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2010
ძალის დაკარგვა 24.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016010
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 15/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.02.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №15
6
2010 წლის 1
1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე
-7 მუხლის მე
-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის
№60 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
დანართი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს, რომელიც შედის სამინისტროს სისტემაში
, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.
6. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი
თავმჯდომარის წარდგინებით.
7. დეპარტამენტის მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების ტიპის განსაზღვრა და მისი შეცვლა;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება;
გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება), ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულებების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების გამოძიება;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასმული ამოცანების გადაჭრისათვის შეიმუშავებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ე) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ვ) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეგისტრაციას;
ზ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეთა მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს;
თ) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტისა და დაწესებულებების საქმიანობას, ახორციელებს მათი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხელშეკრულებებს;
ვ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შიდა საკითხების განხილვისა და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტთან ან/და დაწესებულებებთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი. შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ან საგამოძიებო ორგანოს წარდგინებით მსჯავრდებულს უცვლის დაწესებულების ტიპს; გამოცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის ბრძანებას
;
ი) განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;
ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის შესახებ,
მ) ამტკიცებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას (ნუსხებს) მინისტრთან შეთანხმებით;
ნ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყეტად, პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებასა და დამტკიცებული ასიგნებების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ო) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობას;
პ) ძალადაკარგულად ცნობს დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ გამოცემულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, პრეზიდენტის ბრძანებულებას, სხვა ნორმატიულ აქტებს ან დეპარტამენტის ბრძანებებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ პრემირებას, დისციპლინური წახალისებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს;
რ) კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის წვევამდელთა ჩარიცხვას, წოდების მინიჭებას, გადაადგილებას და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას;
ს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით;
ტ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით;
უ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, კანონმდებლობის შესაბამისად;
ფ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
ქ) კვირაში ერთხელ ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ღ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ყ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თავმჯდომარესთან ერთად შეადგენენ თავმჯდომარის მოადგილეები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე და თანაშემწე:
ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში;
გ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;
დ) თავმჯდომარის თანაშემწე – უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ ფუნქციებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
მუხლი 5🔗. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, გარე დაცვისა და საბადრაგო სამსახურებს, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას, წარმართავს სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მუშაობას.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სოციალურ სამსახურსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებებზე, საჩივრებსა და მოთხოვნებზე
, წარმართავს მუშაობას დაწესებულებების კომისიებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფინანსურ დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების, საფინანსო განყოფილებისა და ბუღალტერიის საქმიანობას.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) შტაბი;
ბ) სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური;
გ) უსაფრთხოების სამსახური;
დ) სპეციალური აღრიცხვის სამსახური;
ე) სოციალური სამსახური;
ვ) მომარაგებისა და მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
თ) საფინანსო განყოფილება;
ი) ბუღალტერია;
კ) საქმისწარმოების განყოფილება;
ლ) სპეციალური მომზადების სამსახური;
მ) გარე დაცვის სამსახური;
ნ) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური;
ო) საბადრაგო სამსახური
.
მუხლი 7🔗. შტაბი
1. შტაბი ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;
ბ) სამორიგეო.
3. შტაბი:
ა) აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;
ბ) აწარმოებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;
გ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და სპეციალური საშუალებებით შეიარაღების ორგანიზებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეციალური საშუალებების აღრიცხვას, შენახვას, მოვლა
-პატრონობას, გაცემას, მიღებას, ზედამხედველობას და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ მათ სწორ ექსპლუატაციას;
დ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება:
ა) აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ბ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
გ) აწარმოებს სამსახურებრივ
-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;
დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
5. სამორიგეო:
ა) იღებს, ამუშავებს, სრულყოფს, აანალიზებს და ხელმძღანელობას მოახსენებს დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება
-დამუშავებაზე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის ,,განგაშის“ სქემით გამოძახებას;
დ) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას.
მუხლი 8🔗. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური
1. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, აგრეთვე დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობას;
გ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს დასკვნას;
დ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;
ე) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს; შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ვ) უფლებამოსილებების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს;
ზ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
თ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას;
კ) აწარმოებს დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა პირად საქმეებს, ამზადებს მასალებს მათი სამსახურში ჩარიცხვის, წოდების მინიჭების, გადაადგილების, დათხოვნის შესახებ;
ლ) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ წერილებსა და განცხადებებს;
მ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს;
ნ) ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად;
ო) კონტროლს უწევს დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას;
პ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
3. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9🔗. უსაფრთხოების სამსახური
1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ
-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება.
2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 10🔗. სპეციალური აღრიცხვის სამსახური
1. სპეციალური აღრიცხვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
2. სპეციალური აღრიცხვის სამსახური:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებას და აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული დაწესებულების ტიპის განსაზღვრის მასალებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
დ) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ე) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკს;
ვ) წარადგენს მსჯავრდებულთა სიას მსჯავრდებულთა განაწილების კომისიის წინაშე;
ზ) ამზადებს მასალებს მსჯავრდებულის იმავე ტიპის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 11🔗. სოციალური სამსახური
1. სოციალური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილება.
2. სოციალური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სოციალურ უფლებათა განხორციელებას;
ბ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურების საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
დ) ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ე) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი მასალისა და ინფორმაციის მიწოდებას;
დ) გეგმავს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად. ორგანიზებას და კონტროლს უწევს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქმიანობას;
ე) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას;
ვ) შეისწავლის და შეიმუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღებისა და დასაქმების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ზ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 12🔗. მომარაგებისა და მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
1. მომარაგებისა და მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. მომარაგებისა და მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) მშენებლობისა და რეაბილიტაციის განყოფილება;
გ) სატრანსპორტო განყოფილება
.
3. მომარაგებისა და მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებასთან ერთად, წარმოადგენს ერთობლივ წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ასრულების სისტემის ორგანოთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო
-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ბ) უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, საინჟინრო ქსელებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ახორციელებს მათ ტექნიკურ ინსპექტირებასა და კონტროლს სწორ ექსპლუატაციაზე, ახორციელებს კონტროლს ავტოტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე;
გ) კონტროლს აწესებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებზე რიცხული მატერიალურ
-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვიანობაზე და აწესრიგებს მას;
დ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ე) ახორციელებს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ კონტროლს, მშენებლობებისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებას, შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებას;
ვ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
1. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება
-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება:
ა) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს შესყიდვების გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ბ) მომარაგებისა და მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად, წარმოადგენს ერთობლივ წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ასრულების სისტემის ორგანოთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე
;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ანგარიშებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
დ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებულად ახორციელებს ტენდერებისა და ფასთა კოტირების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;
ე) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ვ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 14🔗. საფინანსო განყოფილება
1. საფინანსო განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება
-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საფინანსო განყოფილება:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში;
გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს, დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;
ე) ადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტსა და დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ზ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 15🔗. ბუღალტერია
1. ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება
-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. ბუღალტერია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობას;
გ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებზე რიცხული მატერიალურ
-ტექნიკური ფასეულობების, შეიარაღების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთათვის განხორციელებული მომსახურების ხარჯებისა და ანგარიშგების აღრიცხვიანობას;
დ) იღებს ან/და ადგენს დეპარტამენტის, დაწესებულებების ბუღალტრულ ანგარიშებს და, შესაბამისად, ადგენს ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშებს;
ე) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) აკონტროლებს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას;
ზ) აკონტროლებს სამეურნეო საქმიანობის კანონიერებასა და დოკუმენტების დროულ გაფორმებას;
თ) აღრიცხავს ბიუჯეტიდან მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებსა და ნაკადებს. აკონტროლებს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივ ხარჯვას;
ი) ახორციელებს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების თავისდროულ დარიცხვას და აკონტროლებს მის გადარიცხვას;
კ) მონაწილეობს არაფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციაში და ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას;
ლ) ახორციელებს დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშების (ბალანსის) დადგენილ ვადებში შედგენასა და წარდგენას;
მ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვასა და არქივში ჩაბარებას;
ნ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვას;
ო) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
პ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 16🔗. საქმისწარმოების განყოფილება
1. საქმისწარმოების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება
-მოვალეობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საქმისწარმოების განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება
-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ადვოკატთა, მოქალაქეთა განცხადება/საჩივრებზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფისათვის მიწოდებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას;
დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, საიდუმლო საქმისწარმოებას;
ე) კონტროლს აწესებს დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე, ახორციელებს დოკუმენტაციის საარქივო დამუშავებას;
ვ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 17🔗. სპეციალური მომზადების სამსახური
1. სპეციალური მომზადების სამსახური უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სპეციალური მომზადების სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოამზადოს დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულებისა და გარე დაცვის სამსახურების მოსამსახურეები, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებული პირები, ჩაუტაროს მათ სპეციალური თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, შეარჩიოს დეპარტამენტში ჩასარიცხი წვევამდელები და შეამოწმოს მათი ვარგისიანობა შესასრულებელი სამუშაოსათვის.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სპეციალური მომზადების სამსახურში შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო კურსი გაიარონ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა სხვა მოსამსახურეებმაც.
მუხლი 18🔗. გარე დაცვისა სამსახური
1. გარე დაცვის სამსახური ახორციელებს დაწესებულებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას.
2. გარე დაცვისა სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.
3. გარე დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) №1 განყოფილება;
დ) №2 განყოფილება;
ე) №3 განყოფილება;
ვ) №4 განყოფილება;
ზ) №5 განყოფილება;
თ) №6 განყოფილება;
ი) №7 განყოფილება;
კ) №8 განყოფილება;
ლ) №9 განყოფილება;
მ) №10 განყოფილება;
ნ) №11 განყოფილება;
ო) №12 განყოფილება;
პ) №13 განყოფილება;
ჟ) №14 განყოფილება;
რ) №15 განყოფილება;
ს) №16 განყოფილება;
ტ) №17 განყოფილება.
4. გარე დაცვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები, წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 19🔗. სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 20🔗. საბადრაგო სამსახური
1. საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებას სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე და კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. საბადრაგო სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) შტაბი;
ბ) სამორიგეო;
გ) კანცელარია;
დ) ექსტრადაციის განყოფილება;
ე) თბილისის I განყოფილება;
ვ) თბილისის II განყოფილება;
ზ) ქუთაისის განყოფილება;
თ) ზუგდიდის განყოფილება;
ი) ბათუმის განყოფილება.