📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 15/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 786 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BodyTextChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt 67.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №15 7 2010 წლის 1 1 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის , 122-ე მუხლის მე- 3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის  თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის  №135 ბრძანება (სსმ III, №119, 17.09.2010, მუხ. 1767). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია  (შემდგომში – კომისია)  განიხილავს  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) დაწესებულებებში მყოფ ფსიქიური აშლილობის ნიშნების მქონე მსჯავრდებულთა (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) მდგომარეობას მათი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონებითა და პატიმრობის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემდგომი გადაყვანის საკითხის მოწესრიგების მიზნით. 2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებ ია საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 3. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი №42. კომისიას აქვს თავისი ბეჭედი.     მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის პრინციპები კომისიის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.     მუხლი 3🔗. კომისიის კომპეტენცია 1. კომისია , შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქი კურ მდგომარეობას. შემოწმება საჭიროებისამებრ შეიძლება განხორციელდეს ამბულატორიულად. 2. შემოწმების შედეგების შესაბამისად კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება),   არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. კომისია მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში შეისწავლის   მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. კომისიის დასკვნა მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაეგზავნება შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას. 5. კომისიის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს კომისიის სხვა წევრებს შორის. 6. თუ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის დასკვნის საფუძველზე  მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.     მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისია შედგება ხუთი წევრისგან. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა. 2. კომისიის შემადგენლობაში მინიმუმ 2 წევრი არის უმაღლესი განათლების მქონე, დადგენილი წესით სერ ტიფიცირებული ექიმი – ფსიქიატრი, 1 წევრი  – სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი და 1 წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი. 3. კომისიის 1 წევრს ნიშნავს საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელთაც კომისიის ექიმ-ფსიქიატრების შემადგენლობიდან ნიშნავს მინისტრი.     მუხლი 5🔗. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა; გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ვ) გარდაცვალება.     მუხლი 6🔗. კომისიის  სხდომა 1. კომისია მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქი კური მდგომარეობის შესახებ ჩატარებული შესწავლის შედეგებს განიხილავს სხდომაზე და დასკვნის სახით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის სხდომას ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას . 4. კომისის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება მინიმუმ 3 წევრი . 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია გამოთქვას განსხვავებული აზრი და დააფიქსიროს წერილობით. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის დასკვნას ხელს აწერეს კომისიის ყველა წევრი.