,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№129
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.128
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №129

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის VII თავში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თუ დავალების შესრულების ვადა არ არის მითითებული, იგი ექვემდებარება ერთ თვეში შესრულებას (მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე, და თუ მომდევნო თვეში არ არის ასეთი რიცხვი, მაშინ ამ თვის ბოლო დღემდე) დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. თუ დავალების შესრულების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, იგი ექვემდებარება შესრულებას მის წინა სამუშაო დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დავალების შესრულება დადგენილ ვადაში შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელები წარუდგენენ მთავრობას მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე, შესრულების დაგეგმილი თარიღის მითითებით. ასეთი წინადადებები წარედგინება არა უგვიანეს ათი დღისა დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. სასწრაფო და ოპერატიული დავალებების შესრულების ვადები არ გაგრძელდება.“;

ბ) 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს მთავრობის კანცელარია პრემიერ-მინისტრის სახელითა და დავალებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების, გადაწყვეტილებებისა და სხვა დავალებების შესრულების კონტროლს“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2004.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 31.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №129. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.10.003.000.128.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“, №129, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.000.128 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10930/