"თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისი ი ს დებულებ ის დამტკიცების შესახებ ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაშ ი ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში(სსმ V, № 34, 06.10.2010 წელი, მუხლი 998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ“.
2. დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნისა და მისი განკარგვის შესახებ ;“
3. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის გ ა თვალისწინებით,ნუმერაციის უწყვეტობისა და თანმიმდევრობის აღსადგენად დებულების მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,2.“-ად, მე -4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,3.“-ად, მე -5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,4.“-ად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე