„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №9

1997 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

კონსტიტუციის დებულებათა რეალიზაციისა და სამართლებრივი რეფორმის განხორციელების, კონსტიტუციასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის, აგრეთვე ამ პროცესთა კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილება თანდართული ნუსხის თანახმად.

ე. შევარდნაძე

 

დანართი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი ძალადაკარგული დადგენილების ნუსხა

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №634 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის რადიკალური რეფორმის, მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 სექტემბრის №684 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №634 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 დეკემბრის №874 დადგენილება „მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“.

4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის №13 დადგენილება „პურის საცალო ფასების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 26 ნოემბრის №810 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის №373 დადგენილება „ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების, პენსიებისა და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ“.

6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივნისის №385 დადგენილება „პურის საცალო ფასების შესახებ“.

საქართველოს სახელმწიფო

მინისტრის პირველი მოადგილე –

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი  

პ. მამრაძე