„ტექნიკური რეგლამენტის "ნავსადგურის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის №75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 150, 16/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №264

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ნავსადგურის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის № 75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ”საქართველოს კანონის მე-7მუხლის მე-4პუნქტის„გ”ქვეპუნქტის ა და„ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4საფუძველზე, ვბრძანებ :

    მუხლი1

„ტექნიკური რეგლამენტის„ნავსადგურის წესების”დამტკიცების შესახებ”საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის2009წლის15ივნისის№75ბრძანებით( სსმ III,22.06.2009წ., №76, მუხ.832) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში„ნავსადგურის წესები”შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 45-ე მუხლს დაემატოს მე-12პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. ნავსადგურში შავი და/ან ფერადი ლითონების ჯართის გადასაზიდად შეტანა ნებადართულია, თუ იგი, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად, მომზადებულია საზღვაო ტრანსპორტით გადასაზიდად, გაუვნებელყოფილია ფეთქებადი, ცეცხლსაშიში, რადიაქტიური მასალისაგან, გასუფთავებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებისაგან და გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთ( ებ)ი.”.

2. 64-ე მუხლს დაემატოს მე-18და მე-19პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„18. ნავსადგურის ტერიტორიაზე აკრძალულია შავი და ფერა დ ი ლითონების ჯართის ჟანგბად- აეროვანი ჭრა.

19. იმ პირის კვალიფიკაცია, რომელიც ახორციელებს ელექტრო და/ან გაზით ჭრა-შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სამუშაოებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.”.

3. 93-ე მუხლის:

ა) მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სუფსის ნავსადგურის აკვატორია წარმოადგენს ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონს. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში არ არის დადგენილი შეზღუდვები გემის წყალშიგის მიმართ, გარდა„SPM”-თან მდგომი ტანკერისა, რომლის წყალშიგი არ უნდა აღემატებოდეს17,5მეტრს.”.

ბ) მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში წყალი ძირითადად მიედინება სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთით პარალელისაკენ და მისი სიჩქარე , როგორც წესი , არ აღემატება 0.5 საზღვაო მილს საათში. ქარი უფრო ხშირია დასავლეთიდან, ყველაზე ძლიერი ქარი კი ზამთარშია, როდესაც მისი სიჩქარე აღწევს30მ/წმ. დამატებითი ინფორმაცია სუფსის ნავსადგურის შესახებ მოცემულია დიდი ბრიტანეთის საზღვაო „შავი ზღვის ლოციაში” (№24, მე-12 გამოცემა ს. 3.318) და დიდი ბრიტანეთის უახლესი გამოცემის რუქებში (№3313 და №3317) ან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამმართველოს „შავი ზღვის ლოციაში” (№1244) და რუსეთის უახლესი გამოცემის რუკებში (№32109 და №38190).”;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში გამოყოფილია გემის ღუზაზე დგომის ორი წერტილი:

ა) წერტილი 1- φ = 42 0 02’ 10“ N; λ =41 0 41’35“;

ბ) წერტილი 2 – φ= 42 0 02’ 40“ N; λ= 41 0 40’ 50“ E.

დ) მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სუფსის ნავსადგურში გემის უსაფრთხო სიჩქარე, როგორც წესი, 5კვანძია”.

4. 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5და მე-6პუნქტები:

„5. „SPM”- იდან 500მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა და/ან გემის ღუზაზე დგომა,გარდა ტანკერებისა, რომლებიც აღნიშნულ ზონაში შედიან დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, აგრეთვე ბუქსირმზიდი გემისა და სხვა გემებისა, რომლებიც ახორციელებენ„SPM”-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას. უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში თევზმჭერი ბადის/ტრალის გამოყენება აკრძალულია.

6. „SPM”-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტია2420–620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თოთოეულ მხარეს მდებარე250მეტრის სიგანის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა (გარდა100ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისა), თევზმჭერი ბადის/ტრალის გამოყენება და/ან გემის ღუზაზე დგომა.”.

5. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 97. თევზსაჭერი ან მცირეტონაჟიანი გემების მოძრაობა

1. თევზსაჭერი ან მცირეტონაჟიანი გემის შესვლა ნავსადგურში ხორციელდება წერტილიდან: φ =42000’45’’N, λ =41045’00’’ E, ხოლო შემდეგში მათი სვლა ხორციელდება შესაბამისი კურსით: 26 – 206 გრადუსით, მდინარე სუფსის შესართავამდე.

2. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის (მათ შორის, „SPM”-თან), მისაბმელი ოპერაციების განხორციელების ან ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, მის აკვატორიასა და„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის2007წლის21ივნისის№380ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების22-ე მუხლით განსაზღვრულ32-ე რაიონში (სუფსა), ნაოსნობა დროებით იზღუდება/იკრძალება.”.

6. მე-100მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „SPM”-თან ტანკერის დგომის დროს ეკიპაჟი მასზე უნდა იმყოფებოდეს სრული შემადგენლობით”.

7. 101-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი101. ტანკერის„SPM”-დან აშვება და გასვლა”;

ბ)მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტანკერის გასვლა„SPM”- დან დამოკიდებულია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი ამინდის პირობებზე და ხორციელდება:

ა) ტანკერის დატვირთვის სამუშაოების დასრულების შემდეგ;

ბ) ამინდის პირობების გაუარესების გამო ტანკერის დატვირთის სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში;

გ) თუ არ არის უზრუნველყოფილი საბუქსირე მომსახურება”.

8. დანართი №13 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №13

სუფსის ნავსადგურის აკვატორიის კოორდინატები

ზღვის სივრცის წერტილები

ჩრდილოეთ განედი φ

აღმოსავლეთ

გრძედი

წერტილი A

φ=42 0 03’ 00” N

λ =41 0 43’ 42”E

 

წერტილიB

φ=42 0 03’ 00” N

 

λ =41 0 40’ 00” E

 

წერტილი C

φ=42 0 00’ 30”N

λ =41 0 42’06” E

 

წერტილიD

φ=42 0 00’ 30”N

λ =41 0 45’ 24”E

 

    მუხლი2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. დავითაძე