,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების შესრულების თაობაზე”
მიღების თარიღი 31.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.10.003.000.131
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 31/12/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების შესრულების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.75pt 56.8pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №132
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების შესრულების თაობაზე
,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების შესრულების მიზნით, ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების თანდართული წესი.
2. საქართველოს სამინისტროებმა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან შეთანხმებით უზრუნველყონ ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო გერბის ნიმუშების, აგრეთვე სახელმწიფო ბეჭდებისა და სახელმწიფო დოკუმენტაციის ნიმუშების წარმოდგენა.
3. საერთო-სახელმწიფოებრივი სახის დოკუმენტების ნუსხის შემუშავების მიზნით, რომლებზეც შეიძლება გამოისახოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს სამინისტროებმა ორ დღეში იუსტიციის სამინისტროს წარუდგინონ წინადადებები თავიანთი მმართველობის სფეროში გამოსაყენებელი იმ საერთო-სახელმწიფოებრივი დოკუმენტების შესახებ, რომლებზედაც აუცილებელია სახელმწიფო გერბის შესაბამისი ვარიანტის (ფერითი, დაშტრიხული, კონტურით) გამოსახვა.
ეთხოვოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გათვალისწინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მიაწოდონ წინადადებები იმ დოკუმენტების შესახებ, რომელზედაც გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გერბი.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) ერთ კვირაში წარმოადგინოს:
ა) საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების მიზნით;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო ორგანოების საერთო-სახელმწიფოებრივი სახის დოკუმენტების ნუსხა“, რომელზედაც შეიძლება ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად გამოისახოს საქართველოს სახელმწიფო გერბი (შესაბამისი ფერითი, დაშტრიხული, კონტურული ვარიანტით).
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფა სახელმწიფო დაწესებულებათა სახელმწიფო გერბებით უზრუნველსაყოფად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
სახელმწიფო გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების
წ ე ს ი
1. დოკუმენტების ბლანკები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით (შემდგომში – გერბიანი ბლანკები) აღრიცხვას დაქვემდებარებული პოლიგრაფიული პროდუქციაა.
2. გერბიან ბლანკებსა და ბეჭდებს ამზადებენ მხოლოდ პოლიგრაფიული და საშტემპელო – გრავირების დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სახეობის საქმიანობის ლიცენზიები და ამ სახეობის პროდუქციის სათანადო ხარისხობრივ დონეზე დასამზადებლად საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების არსებობის სერტიფიკატი.
3. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადება ხორციელდება სახელმწიფო გერბის გამოყენების უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებები) შეკვეთით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. გერბიანი ბლანკები დაწესებულებაში ექვემდებარება აღრიცხვას. გერბიან ბლანკებზე სტამბური წესით ან ნუმერატორით დაისმება რიგითი ნომრები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ამ ნომრების სერიებიც. გერბიანი ბლანკები აღირიცხება ცალ-ცალკე სახეობების მიხედვით სარეგისტრაციო-სააღრიცხვო ფორმაში (ბარათი, ჟურნალი), ამასთან, გამოიყენება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ბლანკების შემოსვლისას:
ა.ა) გერბიანი ბლანკის სახეობის დასახელება;
ა.ბ) შემოსვლის თარიღი;
ა.გ) თანდართული დოკუმენტის ნომერი;
ა.დ) გერბიანი ბლანკების მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება;
ა.ე) ეგზემპლარების რაოდენობა;
ა.ვ) გერბიანი ბლანკების სერია და ნომრები.
ბ) ბლანკების გაცემისას:
ბ.ა) გერბიანი ბლანკის სახეობის დასახელება;
ბ.ბ) ეგზემპლარების რაოდენობა;
ბ.გ) გერბიანი ბლანკების სერია და ნომრები;
ბ.დ) გერბიანი ბლანკების მიმღები დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, თანამდებობის პირის სახელი და გვარი;
ბ.ე) ხელმოწერა მიღებაზე;
ბ.ვ) შენიშვნა (აღნიშვნა განადგურების შესახებ და სხვ.).
5. გერბიანი ბლანკები და ბეჭდები ინახება საიმედოდ ჩაკეტილ და დალუქულ კარადებში.
6. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების განადგურება ხორციელდება აქტის მიხედვით სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმაში აღნიშვნით.
7. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლი ეკისრება დაწესებულების საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელ ქვედანაყოფს. ბეჭდებისა და ბლანკების აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვისათვის პერსონალურად პასუხისმგებელი პირები ინიშნებიან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
8. სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმები შეიტანება დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში.
9. გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების არსებობის, გამოყენებისა და შენახვის შემოწმებას წელიწადში ერთხელ მაინც ახორციელებს კომისია, რომელიც ინიშნება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე. განხორციელებული შემოწმების შესახებ აღნიშვნები შეიტანება სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმებში ბოლო ჩანაწერის შემდეგ. გერბიანი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადების, აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების დროს დარღვევების აღმოჩენისას კომისია ახორციელებს სამსახურებრივ მოკვლევას, რომლის შედეგებს აფორმებს აქტით და მოახსენებს დაწესებულების ხელმძღვანელს.
10. დაწესებულების ოპერატიული პოლიგრაფიის საშუალებით დაიშვება დასაგზავნად განკუთვნილი გერბიანი ბლანკების ტირაჟირება დოკუმენტის თითოეული პირის დაწესებულების ბეჭდით დადასტურებით.