საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №912
სარეგისტრაციო კოდი 050020000.08.002.016058
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 16/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:63.0pt .8in 45.0pt .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9
12
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა
და მისი
დებულების დამტკიცების შესახებ
1. „ნორმატიული
აქტების შესახებ”
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლებების
დაცვის ხელშეწყობისა და საავტორო უფლებების დარღვევების
წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადების,
საავტორო უფლებათა დაცვის
სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის
შემუშავების, მათი
შესრულების მონიტორინგის, აგრეთვე ამ სფეროში უწყებათაშორისი
საქმიანობის კოორდინაციისა და სხვა
შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადების
მიზნით შეიქმნას საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო.
2. დამტკიცდეს საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ.
სააკაშვილი
საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში –
საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობისას
ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა
და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
1. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3.
საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4
. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
5
. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს
წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
მუხლი 3🔗. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა
) საავტორო უფლებათა დაცვის სტრატეგიის შემუშავება;
ბ) უწყებათაშორისი
საქმიანობის კოორდინაცია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ
) სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საავტორო უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
დ) საავტორო უფლებათა პოპულარიზაციის ხელშეწყობა; საავტორო უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ღონისძიებების
შესახებ ინფორმაციის გავრცელება
.
მუხლი 4🔗. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი
საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს საავტორო უფლებათა დაცვის
სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, განიხილოს მათი
განახლებისა და სრულყოფის საკითხები
;
გ) საავტორო უფლებათა დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
დ
) განახორციელოს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, შეიმუშაოს საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, აგრეთვე რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ე) შექმნას სამუშაო ჯგუფები საკოორდინაციო საბჭოს ამოცანების შესრულების ხელშეწყობისა და საექსპერტო დასკვნების მომზადების მიზნით;
ვ) საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვის სისტემის განვითარების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 5🔗. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება სულ მცირე წელიწადში
ერთხელ.
4. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს იწვევს საკოორდინაციო
საბჭოს თავმჯდომარე.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება სხდომის
ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
10. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.