„აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების” დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 04.11.2003
გამომცემი ორგანო პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 260020000.16.013.006172
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 12/11/2003
matsne.gov.ge 1,960 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების” დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:ZanuriZS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"ZanuriZS","serif"; font-weight:bold;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-37.95pt; margin-bottom:0in; margin-left:-28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  260.020.000.16.013​1.00.172 საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს  კოლეგიის დადგენილება  №2 2003 წლის 6 ნოემბერი  ქ. თბილისი „აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების” დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” და საქართველოს „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე მომზადებული „აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების” დებულება; 2. „აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების დებულება” ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მისთვის სახელმწიფო რეგისტრაციის კოდის მინიჭების მიზნით, წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის 2002 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებული „აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დებულება” (სარეგისტრაციო კოდი  № 26003000, 16013, 005532); 4. „აუდიტორული საქმიანობის დებულება” ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე. კოლეგიის თავმჯდომარე                 ნ. ქებაძე აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების                                                                    დებულება 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” და სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელის შესახებ” კანონების მოთხოვნების შესაბამისად. 2. „აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების” დებულება: ა) აწესრიგებს აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს აუდიტორული საქმიანობის სფეროებს და მათი მოქმედების ვადებს, ადგენს მისი გაცემის, მათი მოქმედების შეჩერების, გაუქმებისა და განახლების წესს; ბ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს (შემდგომში – აუდიტორული საქმიანობის საბჭო), როგორც აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების სახელმწიფო რეგულირების ორგანოს უფლებამოსილებას, ფუნქციებსა და კომპეტენციას.     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. აუდიტორი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი, იგი აუდიტორულ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალურად – ლიცენზიის საფუძველზე ან/და აუდიტური ფირმის მეშვეობით. 2. აუდიტური ფირმა არის საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიაზე აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია და რომლის ერთადერთი საწესდებო მიზანია აუდიტორული საქმიანობა. 3. აუდიტურ ფირმას და მის ფილიალს აუდიტორული საქმიანობის უფლება ეძლევა მხოლოდ მაშინ, თუ მასში სულ ცოტა ერთი აუდიტორი მაინც მუშაობს; 4. აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის მიღების უფლება აქვთ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მქონე აუდიტორებს და სახელმწიფო რეგისტრაციაგავლილ აუდიტურ ფირმებს. 5. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაიცემა (ცალ-ცალკე) შემდეგი სახის ლიცენზიები: ა) საბანკო აუდიტის; ბ) სადაზღვევო ორგანოზაციის აუდიტის; გ) საბირჟო, სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების აუდიტის; დ) ზოგადი აუდიტის (სხვა სამეურნეო სუბიექტების აუდიტი). 6. აუდიტორს ან აუდიტურ ფირმას, შეუძლია მიიღოს ერთი ან რამდენიმე სფეროში აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია. აუდიტური ფირმის ჩამოსაყალიბებლად ერთი და იმავე სერტიფიკატის საფუძველზე გაიცემა თითოეული სახის მხოლოდ ერთი ლიცენზია. 7. აუდიტორებს და აუდიტურ ფირმებს, მ.შ., სხვა სახელმწიფოებისას, აუდიტორული საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ განახორციელონ მხოლოდ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. 8. ულიცენზიოდ გაუქმებელი ან მოქმედების ვადაგასული ლიცენზიით აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორული ფირმისათვის სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს და ფირმაში დასაქმებულ აუდიტორთა მონაცემებს; ბ) მითითებას, თუ რომელ ლიცენზიას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; 2. განცხადებას უნდა ერთვოდეს: ა) სერტიფიკატის ასლი, რის საფუძველზე უნდა გაიცეს ლიცენზია; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება (აუდიტური ფირმებისათვის); გ) ფირმაში დასაქმებული აუდიტორების სერტიფიკატის ასლები და მათი საანკეტო მონაცემები (აუდიტური ფირმებისათვის); დ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სხვა სახელმწიფოს აუდიტორებისათვის: ა) განცხადება (დადგენილი წესის მიხედვით); ბ) სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული აუდიტორული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის ქსეროასლი (ლიცენზია, დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი); გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. აუდიტორული ორგანიზაციის რეორგანიზაციის, სახელწოდების ან ლიცენზიანტის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში აუდიტორული ორგანიზაცია ან მისი სამართალმამკვიდრე ვალდებულია 7 დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს. განცხადებას თან უნდა დაერთოს გადასაფორმებელი ის დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება შესაბამის ცვლილებებს. 5. ლიცენზიის გადაფორმება ხორციელდება ლიცენზიანტის მიერ განაცხადიდან 5 დღის განმავლობაში.     მუხლი 3🔗. ლიცენზიის გაცემის წესი, მისი ამოქმედება, მოქმედების ვადები 1. აუდიტორული საქმიანობის საბჭო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ დებულების შესაბამისად; 2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ლიცენზირებისა და სახელმწიფო რეესტრის განყოფილება: ა) 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დებულებით განსაზღვრული „ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის” მოთხოვნებთან; ბ) ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ერთი თვის განმავლობაში ამზადებს სათანადო გადაწყვეტილებას; გ) თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ დებულებით დადგენილ ვადაზე მეტი, 7 დღის განმავლობაში ამზადებს დასაბუთებულ დოკუმენტს წარმოების ვადის 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე, რასაც არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობებს ლიცენზიის მაძიებელს. 3. აუდიტორული საქმიანობის საბჭო ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების „ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის” მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 1 თვის ვადაში. 4. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ლიცენზირებისა და სახელმწიფო რეესტრის განყოფილება, ლიცენზიის გაცემის შესახებ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დადგენილების საფუძველზე, დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სალიცენზიო მოწმობას. 5. ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა ჩაითვლება ლიცენზიის გაცემის უარის თქმად და გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 6. ლიცენზია გაიცემა 3 წლის ვადით. 7. სხვა ქვეყნის არარეზიდენტ აუდიტორებზე (აუდიტურ ფირმებზე) ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის აუდიტზე. 8. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან. 9. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.     მუხლი 4🔗. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი 1. აუდიტორული საქმიანობის საბჭო არ გასცემს ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ბ) ლიცენზია მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი; გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზიის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი; დ) თუ სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე დარჩენილია 60 დღემდე ნაკლები; ე) თუ წარმოდგენილი სერტიფიკატის საფუძველზე უკვე გაცემულია სხვა ფირმაზე ამ სახის ლიცენზია. 2. ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 5🔗. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, გაუქმება და განახლება 1. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გადაწყვეტილებით, აუდიტორს (აუდიტურ ფირმას) შეიძლება შეუჩერდეს აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია: თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს. 2. აუდიტორული საქმიანობის საბჭო ლიცენზიების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ლიცენზიის შეჩერების დასაბუთებულ მიზეზებს, განსაზღვრავს მისი გამოსწორების ვადებს (არა უგვიანეს 3 თვისა), რომელთა შესრულებაც შემდგომში გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების განახლებას. 3. აუდიტორული საქმიანობის საბჭო უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, განაახლოს ლიცენზიის მოქმედება. 4. ლიცენზიის შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. აუდიტორული საქმიანობის საბჭო ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად (გაუქმებულად) გამოცხადების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, იღებს იმ შემთხვევაში, თუ: ა) დადგინდება აუდიტის დაბალ დონეზე ჩატარების რამდენიმე ფაქტი; ბ) გამოვლინდება აუდიტის ჩატარებისას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, აუდიტის ეთიკის მოთხოვნების, დებულებების და ნორმატიული აქტების დარღვევების ფაქტები; გ) ლიცენზიის გაცემის შემდეგ გამოვლინდება მის მისაღებად აუდიტორის (აუდიტური ფირმის) მიერ არასწორი მონაცემების წარდგენის ფაქტი; დ) აუდიტორი (აუდიტური ფირმა) ლიცენზიით გაუთვალისწინებელ აუდიტორული საქმიანობას ეწევა; ე) დადგინდება აუდიტორის (აუდიტური ფირმის) მიერ თავისი საქმიანობის თვისებების მომსახურებისა და საფასო პოლიტიკის არაკეთილსინდისიერი რეკლამირების ფაქტები; ვ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ზ) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; თ) ლიცენზიის სახელწოდების შეცვლისას; ი) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და ქმედითუუნაროდ ცნობა. 6. აუდიტორული საქმიანობის საბჭო, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, 3 დღის ვადაში ღებულობს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ლიცენზიის მფლობელს. 7. სალიცენზიო მოწმობა, რომელიც გაუქმებულ იქნა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში, უბრუნდება აუდიტორული საქმიანობის საბჭოს. 8. აუდიტორული საქმიანობის საბჭო, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ლიცენზიის მფლობელს. 9. თუ ლიცენზიის მოქმედების შეჩერებამ ან გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ლიცენზიის მფლობელს შეიძლება მიეცეს უფლება გარკვეული ვადით გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ზედამხედველობით. 10. ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ აუდიტორული საქმიანობის საბჭო ან საჩივრის განმხილველი ორგანო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.     მუხლი 6🔗. სალიცენზიო რეესტრის და ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის  წარმოების წესი აუდიტორული საქმიანობის საბჭო: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება, შეაჩერებს ან განაახლებს მის მოქმედებას ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების თაობაზე; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ (გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიმართავს წერილობით განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტოციის სამინისტროს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შესატანად.  სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალს, როგორიც მის დედანს.  სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.     მუხლი 8🔗. სალიცენზიო რეესტრების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პასუხისმგებლობა 1.აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ლიცენზირებისა და სახელმწიფო რეესტრის განყოფილება აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, სადაც შეაქვს შემდეგი მონაცემები: ა) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში; ბ) ლიცენზიის მფლობელის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; გ) ლიცენზიის მფლობელის (აუდიტური ფირმის) საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; დ) ლიცენზიის სახე (სახეები); ე) სალიცენზიო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი. 2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ლიცენზირებისა და სახელმწიფო რეესტრის განყოფილებამ უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემები 10 დღის განმავლობაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 3. ყველას აქვს უფლება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სალიცენზიო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.     მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის 1. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.