ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" № 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება№40
2010 წლი ს12 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“№ 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებით:
ა) მუნიციპალიტეტის ტეტრიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით;
ბ) გარე ვაჭრობის, თხევადი გაზით ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება;
გ) ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილების გამოყენებისა და დადგენილი პარკირების წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის მარეგულირებელი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობა;
დ) ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მათ რაციონალურ გამოყენებაზე მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენისას შესაბამისი უწყებების ინფორმირება; ქუჩების დასუფთავების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, გარე განათების, ნაგავსაყრელების მოწყობასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, უტილიზაციის სამუშაოთა წარმოებაზე ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების დამტკიცებულ პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების მართვაზე ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მობილიზებული მუნიციპალური რესურსების, შემუშავებული შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება) განხორციელებაზე ზედამხედველობა და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება;
ვ) გარე რეკლამის განთავსებ ი ს ათვის დადგენილ მარეგულირებელ ნორმებზე ზედამხედველობა;
„1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს სხვა საკონონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება და ეს დებულება.’’.
გ). მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4 სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა)მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) მიიღოს ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ტექსტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო ან აუდიოჩანაწერის სახით;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
დ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
ე) ფლობდეს და აწარმოოს ინფორმაციის რეგულარული შეგროვება, განახლება და ანალიზი. აქტიურად გაავრცელოს და მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია.
2. სამსახური ვალდებულია, რომ ინფორმაცია რეალურად იყოს ხელმისაწვდომი, რისთვისაც ნერგავს ინფორმაციის სისტემატიზაციის (დალაგებისა და ძიების) მექანიზმებს, რათა უზრუნველყოს დაინტერესებული პირები ინფორმაციის იოლი და ხელმისაწვდომი ფორმებით მიღებისათვის.
3. სამსახური ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ხელმისაწვდომობისათვის ქმნის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზას.
4. საამშენებლო საქმიანობის მოწესრიგების მიზნით სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობთ დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ე) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;
ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში, მიწის კომისიის მუშაობაში სათანადო დასკვნების გაცემასა და მის შესრულებაზე კონტროლის საქმეში;
თ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ი) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
კ)მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები მ უ ნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარმოადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;
მ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ნ) ორგანიზება გაუწიოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომელთა მივლინებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ო) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
პ) მოახდინოს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება;
ჟ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი;
რ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევების გამოსწორების თაობაზე.
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები დამრღვევებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე.
5. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამსახური უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველთა მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას;
ბ) საგანმანათლებო-სააღმზდელო დაწესებულებებში სანიტარ ი ული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარ ი ული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
6. სამსახური ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე;
გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ვ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლი;
ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ და„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება’’.
დ)მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამასახურის შემადგენლობა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და შემდეგი ოთხი მთ ავარი სპეციალისტისაგან:
1. მთავარი სპეციალისტი არქიტექტურულ-სამშენებლო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
2. მთავარი სპეციალისტი ქალაქის იერსახის, გარე რეკლამის განთავსებისა და ავტოტრანსპორტის პარკირების ზედამხედველობის საკითხებში;
3. მთავარი სპეციალისტი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, გარე ვაჭრობისა და სანიტარიულ ნორმების ზ ე დამხედველობის საკითხებში;
4. მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში.’’.
ე) დებულებას დაემატოს 71 (პრიმა) მუხლი:
„მუხლი 71. სამსახურის ქონება
1. სამსახურის ქონებას წარმოადგენს ის ფასეულობანი, რომლებიც სამსახურს საქმიანობის წარმართვისათვის გადაეცემა ოზურგეთი ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და რომლის გამოყენებისა და მოვლის პასუხისმგებლობას კისრულობს სამსახური.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების ინვენტარიზაციის პროცესში, სამსახურზე გადმოცემული ქონების ჩამონათვალი თავისი ღირებულებით შედის ინვენტარიზაციის საერთო ნუსხაში.’’.
ვ) დებულებას დაემატოს 72 (პრიმა) მუხლი:
„მუხლი 72. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახური ფინანსირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. დაფინანსება მოიცავს: სამსახურის ხელფასის ფონდს, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისათვის გამოყოფილი თანხებს, მათ შორის, კავშირგაბმულობის საშუალებათა სარგებლობისათვის სატარიფო გადასახადი და ტრანსპორტით მიმოსვლისათვის საჭირო საწვავის ღირებულებას.
2. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა ნუსხას ადგენს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის მოთხოვნათა საფუძველზე განისაზღვრება სამსახურისათვის საჭირო თანხის გამოყოფის საკითხი.’’.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი