"მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" მარტვილის მუნიციაპიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №19
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. მარტვილი
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპ ალ იტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების №1 დანართს დაემატოს მეშვიდე სტრიქონი უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – განყოფილების უფროსი და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს ხუთასი /500/ ლარის ოდენობით.
2. დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
3. დაევალოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
4. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია