მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.11.2010
ძალის დაკარგვა 26.09.2014
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57, 30/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MyPetit, li.MyPetit, div.MyPetit {mso-style-name:MyPetit; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის „ი“ პუნქტისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-5 მუხლი „გ“ პუნქტის თანახმად,
მარტვილის მუნიციპალიტეის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
2. დაევალოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი.
4. სამსახურის უფროსს და სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-19 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) მუნიციპალიტეტის მოზარდებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობის ორგანიზებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. განათლების მიმართულებით სამსახურის ფუნქციები
სამსახური განათლების მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მიმართულებით სამსახურის ფუნქციები
სამსახური კულტურისა და ძეგლთა დაცვის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების, ფოლკლორის, არქეოლოგიურ, რელიგიურ, ეთნოგრაფიულ მხატვრულ თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვა-შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. სპორტის მიმართულებით სამსახურის ფუნქციები
სამსახური სპორტის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით სამსახურის ფუნქციები
სამსახური ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროებს;
ბ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას;
გ) კულტურის დარგში ახალგაზრდა მოღვაწეებთან, ნიჭიერ შემოქმედებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობას;
დ) პატრიოტულ-აღმზრდელობითი ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენას;
ე) ადგილობრივი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.