,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ”
მიღების თარიღი 08.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.10.003.000.355
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 08/12/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №221
2005 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთის (საქართველოს სამხედრო გზა) რთული რელიეფური და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზამთრის განმავლობაში მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზაზე, ჯვრის უღელტეხილზე შექმნილი კლიმატური და საექსპლუატაციო მდგომარეობიდან გამომდინარე, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ზვავსაშიშროების პროგნოზის საფუძველზე უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდული რეჟიმის დაწესება და მოძრაობის რეჟიმის ცვლილების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საბაჟო დეპარტამენტს, მცხეთა-მთიანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს და შესაბამის დაინტერესებულ დაწესებულებებს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზებზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდული რეჟიმის დაცვა;
ბ) ზვავსაშიშროებისა და ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობის დადგენილი შეზღუდული რეჟიმის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოშვებისას მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმით აკრძალულ სატრანსპორტო საშუალებათა შეზღუდვა და მათი მგზავრების ინფორმირება;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის საგზაო სამსახურებთან ერთად საუღელტეხილო მონაკვეთზე შემთხვევით ჩარჩენილი ავტომანქანების, მგზავრებისა და მძღოლების გადაყვანა და სხვა სამაშველო ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საბაჟო დეპარტამენტმა თბილისი-ყაზბეგი-ვლადიკავკაზისა და ვლადიკავკაზი-ყაზბეგი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის შესაბამისი საბუთების გაფორმება განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული შეზღუდული რეჟიმის გათვალისწინებით და მოძრაობის რეჟიმით აკრძალულ ტრანსპორტზე ამ მიმართულებით შესაბამისი დოკუმენტაცია არ გააფორმოს.
4. მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზაზე სტიქიური მოვლენების დროს მცხეთა-მთიანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს მგზავრთა განთავსებასა და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შექმნას.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საზღვრის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 7 მარტის №15 ბრძანება.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი