საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2010
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.029.016012
გამოქვეყნების წყარო სსმ, 151, 18/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 1.0in 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
მინისტრის ბრძანება №121
2010 წლის
16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები
1. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) სამინისტროს ურთიერთობის წარმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის პროექტების მომზადება;
ვ) საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმის შემუშავება;
ზ) ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და რიგი საერთაშორისო რეზოლუციისა თუ დოკუმენტებით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგი;
თ) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ი) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და ვიზირება;
მ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა:
მ.ა) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალის მომზადება-გამართვა;
მ.ბ) სამინისტროში სტუმართა ვიზიტის დახვედრა-გაცილების ორგანიზება;
მ.გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომელთა საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზება.
2. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს მინისტრს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
5. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
7. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.