პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 16.11.2010
ძალის დაკარგვა 01.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №160
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 151, 18/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.08.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პატიმრობის კოდექსი 09.03.2010
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პატიმრობის კოდექსი საქართველოს კანონი „მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი"
დოკუმენტის ტექსტი
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 45.0pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №160
2010 წლის 1
6 ნოემბერი
ქ. თბილისი
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე
„პატიმრობის
კოდექსის“
მე-2
მუხლის
მე-4
ნაწილის, 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 27-ე მუხლის მე-
14 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე
“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 14 სექტემბრი
ს № 566 ბრძანება
.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესის მოქმედება, რეგულირების სფერო და მიზნები
1. ეს წესი მიღებულია „პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე და აწესრიგებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან, მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მუხლი 2🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობა
1. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც დაარღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებითი დატოვების ან მსჯავრდებული დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წინ უნდა გაფრთხილდეს ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე და ხელი მოაწეროს გაფრთხილების ბარათს (დანართი №
2).
თავი II
დაწესებულების დროებით დატოვება
მუხლი 3🔗. დაწესებულების დროებითი დატოვება განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით
1.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება უფლება მიეცეს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებულ იქნება სარწმუნო ცნობა
მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე
, ასევე თუ აუცილებელია ბრალდებულის მონაწილეობა
სისხლისსამართლებრივ საპროცესო მოქმედებაში
.
2.
განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული ან მისი დამ
ცველი/კანონიერი წარმომადგენლი
ს ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით მიმართავს
თავისუფლების აღკვეთის დაწერებულების დირექტორს დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (შემდგომში – დანიშნულების ადგილი). განცხადებას თან უნდა დაერთოს განსაკუთრებული პირადი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ბრალდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვას გასცემს გამომძიებელი ან პროკურორი, რომელიც წერილობით ეგზავნება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი).
მუხლი 4🔗. დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მიღება
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევათ
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით.
2. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობას. გაცილება ხორციელდება დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან. მსჯავრდებული ვალდებულია არ დაემალოს გამცილებელ თანამშრომლებს და დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.
3. დაწესებულების დროებითი დატოვების დროს
გამცილებელ თანამშრომლებს გადაეცემა
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი (დანართი №1).
მუხლი 5🔗. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა
1.
მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს
3, ხოლო ბრალდებულის მიერ დაწესებულების დროებითი დატოვების
ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს
. აღნიშნულ ვადებში შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგილამდე მგზავრობის დროც.
2. დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის
პატიმრობის/სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
მუხლი 6🔗. დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები
1.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებიდან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია გაყვანასთან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად
.
2.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს მისი კუთვნილი სამოქალაქო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ხანმოკლე გასვლის პერიოდისათვის.
მუხლი 7🔗. დაწესებულების დროებითი დატოვების პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაავადმყოფება
1. თუ
ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებითი დატოვების პერიოდში დაავადმყოფდა და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია, გამცილებელი მოსამსახურეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის თაობაზე დაწესებულების ადმინისტრაციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს დეპარტამენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში. თუ მსჯავრდებული ჰოსპიტალიზებულია სამკურნალო დაწესებულებაში, მკურნალობის განმავლობაში ამოიწურა დაწესებულების დროებით დატოვების ვადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება,
ბრალდებული/მსჯავრდებული გადაჰყავთ დეპარტამენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას
ბრალდებული/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების თაობაზე იღებს
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.
თავი III
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
მუხლი 8🔗. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის საფუძველი
1. მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული პატიმრობა, უფლება აქვს წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
2. არასრულწლოვნებს, აგრეთვე ფეხმძიმე ქალებს და 3 წლამდე ბავშვების დედებს უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
მუხლი 9🔗. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის უფლების მიღება
1. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მსჯავრდებულს (გარდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.
2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის ორი მესამედი.
3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის თავმჯდომარე, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულია:
ა) სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადებების გამო.
4. განსაკუთრე
ბულ შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.
5. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილამდე მისვლის მარშრუტი და ტრანსპორტირების საშუალება.
მუხლი 10🔗. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ საკითხის განხილვა, გასაჩივრება, ვადები
1. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი,
სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილზე მისვლისა და უკან დაბრუნების მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება, მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დასაწყისი და დასასრული, უზრუნველყოფის ღონისძიება/ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
2. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებაში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში –
პრობაციის ეროვნული სააგენტო) და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.
3. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას თავმჯდომარე გამოითხოვს მსჯავრდებულის დეტალურ დახასიათებას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.
4. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის საქმისწარმოებას ახორციელებენ დეპარტამენტისა და დაწესებულების შესაბამისი სამსახურები.
5. გადაწყვეტილების მიღებისას თავმჯდომარე ითვალისწინებს:
ა) მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში;
ბ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებების ფაქტებს.
გ) მსჯავრდებულის პიროვნებას;
დ) მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას;
ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს;
ვ) ადგილს, სადაც მსჯავრდებული გაატარებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს;
ზ) დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის მარშრუტს და ტრანსპორტირების საშუალებას;
თ) სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს ან/და დაკავშირებულია მის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან.
6. დახასიათებისა ან/და პირადი საქმის გამოთხოვა ხდება შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს დახასიათება ან/და პირადი საქმე მოთხოვნის მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში. დეპარტამენტის თავმ
ჯდომარე მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების აღსრულება იწყება მისი გამოტანიდან 10 დღის შემდეგ.
7. მსჯავრდებულის დაწესებულის გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დედანი ინახება დეპარტამენტის კანცელარიაში. გადაწყვეტილების ასლს მსჯავრდებულს გააცნობს დაწესებულების შესაბამისი სამსახური, რასაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის (თქმის) განაცხადების შემთხვევაში იმავე გვერდზე კეთდება შენიშვნა.
8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 11🔗. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას თავმჯდომარეს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:
ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;
ბ) პირადი თავდებობა;
გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.
2. შესაძლებელია ხანმოკლე გასვლის უფლების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლივი გამოყენება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების/ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის თავმ
ჯდომარე შესაბამისი სამსახურის მეშვეობით შუამდგომლობის ავტორს აცნობებს დაწესებულებიდან გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში წერილობით დაადასტუროს უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მზადყოფნა. ასეთ შემთხვევაში, საკითხის განხილვის ვადა გაგრძელდება დადასტურების მიღების დღიდან.
მუხლი 12🔗. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა
1. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა მითითებული უნდა იყოს დეპარტამენტის თავჯდომარის გადაწყვეტილებაში და არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
3. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადები მიეთითება შესაბამის მოწმობაში. თუ მსჯავრდებული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა.
4. ვადის გაგრძელების შემთხვევაში პრობაციის ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს მიღებულ გადწყვეტილებას დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ქვედანაყოფს.
5. თუ მსჯავრდებული დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მძიმედ დაავადმყოფდა ისე, რომ აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტილაზაცია, იგი ვალდებულია ამის თაობაზე უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს დაწესებულებას, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ქვედანაყოფს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის თავჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის ამოწურვისთანავე, შესაბამისი საერთო პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში ბადრაგის დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 13🔗 . მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები
გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის ) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით.
მუხლი 14🔗. გირაო
1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის სახით დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/ კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და დაწესებულებაში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე, გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი (დანართი №
4), რომლის ერთი ასლი გადეცემა გირაოს შემტანს.
2. დეპარტამენტის თავმ
ჯდომარე ითვალისწინებს გირაოს შემტანი პირის პიროვნებასა და მის ფინანსურ მდგომარეობას.
3. დეპარტამენტის თავმ
ჯდომარის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში ხდება გირაოს შეტანა დაწესებულების დეპოზიტზე.
4. გირაოს შეტანის წინ შემტანს გააცნობენ მსჯავრდებულისა და თავის ვალდებულებებს და აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლოს იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-
5 პუნქტში.
5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესაბამისი ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება გირაოს შემტანს.
მუხლი 15🔗. პირადი თავდებობა
1. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ მსჯარვდებულის სათანადო ქცევასა და დადგენილ ვადაში მსჯავრდებულის დაწესებულებაში გამოცხადებას.
2. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმ
ჯდომარე, გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ (დანართი №
5), რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
4. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
5. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა,
კანონმდებლობით დადგენილი წესით თითოეულ თავდებს დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 16🔗. მსჯავრდებულის ელექტრონული კონტროლი (მონიტორინგი)
1. მსჯავრდებულის ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება წარმოადგენს მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მისი გადაადგილების კონტროლის (მონიტორინგის) სპეციალურ საშუალებას. მსჯავრდებულს ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) სპეციალური საშუალება უფიქსირდება დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ყოფნის პერიოდში.
2. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ელექტრონული კონტროლის განხორციელების მიზნით მსჯავრდებლი ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის პრობაციის ბიუროში.
3. მსჯავრდებულის ელექტრონულ კონტროლს ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო
მუხლი 17🔗. მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გარეთ ხანმოკლე გასვლა, დანიშნულების ადგილზე მისვლა და დაწესებულებაში დაბრუნება
1. დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაეცნოს ამ წესს და გაფრთხილდეს მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე.
2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ ჩანაწერები კეთდება მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოწმობაში.
3. მსჯავრდებულის მოწმობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხანმოკლე გასვლის თაობაზე (დანართი №
3) ავსებს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე.
4. მსჯავრდებული ვალდებულია დანიშნულების ადგილზე ჩასვლის ფაქტის დასადასტურებლად, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე გამოცხადდეს ადგილობრივ პრობაციის ბიუროში და წარუდგინოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოწმობა. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, აღრიცხვაზე აიყვანს მსჯავრდებულს და მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას.
5. დაწესებულებაში დაბრუნებისას დანიშნულების ადგილის დატოვების დღეს მსჯავრდებული გამოცხადდება შესაბამის პრობაციის ბიუროში, წარადგენს მოწმობას და დაადასტურებს მის მიერ დანიშნულების ადგილის დატოვებას. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს და უბრუნებს მსჯავრდებულს. თუ დანიშნულების ადგილის დატოვების დღე არასამუშაო დღეა ან გამგზავრება ხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე, მსჯავრდებული დანიშნულების ადგილის დატოვების დასადასტურებლად პრობაციის ბიუროში გამოცხადდება დანიშნულების ადგილის დატოვების წინა სამუშაო დღეს.
6. დაწესებულებაში დაბრუნებისას მსჯავრდებული წარმოადგენს მოწმობას და ჩააბარებს ადმინისტრაციას, რის შესახებაც მოწმობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწმობა დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
მუხლი 18🔗. მსჯავრდებულის ქცევის წესები
მსჯავრდებული ვალდებულია დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ქცევის წესები. იგი ვალდებულია:
ა) დაიცვას მარშრუტი;
ბ) არ დატოვოს დანიშნულების ადგილის ფარგლები (ქალაქი, რაიონი, დაბა, სოფელი);
გ) საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არ ითამაშოს აზარტული თამაშები;
დ) საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არ იმყოფებოდეს ნასვამ მდგომარეობაში;
ე) არ მიიღოს მონაწილეობა დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებში.
დანართი №1
დაწესებულების დროებითი დატოვების დროს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი
ბრალდებული/მსჯავრდებული ფოტოსურათი
და
სახელი –––––––––––––––––––––––– ბეჭედი
გვარი –––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი –––––––––––––––––
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საცხოვრებელი ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაწესებულების დროებით დატოვების მიზეზი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანიშნულების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)
ფაქტობრივი გაყვანა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თვე, რიცხვი, საათი)
გადავეცი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადამცემის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
ჩავაბარე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი ბადრაგის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დაბრუნების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფაქტობრივი დაბრუნება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თვე, რიცხვი, საათი)
ჩავაბარე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი ბადრაგის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
მივიღე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიმღების თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) ბეჭედი
დანართი №2
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ბარათი
მე, ბრალდებული/მსჯავრდებული
სახელი –––––––––––––––––––––––
გვარი ––––––––––––––––––––––––
ვადასტურებ, რომ გავეცანი „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესს“ და გაფრთხილებული ვარ, რომ:
1. თუ მე დაწესებულების დროებით დატოვების ან დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას დავარღვევ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რითაც თავს ავარიდებ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდას, პასუხს ვაგებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
2. ჩემ მიერ ამ წესის დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინის დარღვევად და სათანადო დადასტურების შემთხვევაში გამოიწვევს ჩემს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ბრალდებული/მსჯავრდებულის ხელმოწერა)
გავაფრთხილე
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი
გაფრთხილების თარიღი –––––––––––––––––––
თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––
სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––
გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––– ბეჭედი
დანართი №3
მსჯავრდებული მოწმობა
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის თაობაზე
მსჯავრდებული ფოტოსურათი
და
სახელი –––––––––––––––––––––––– ბეჭედი
გვარი –––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი –––––––––––––––––
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაწესებულება, მისამართი, ტელეფონი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანიშნულების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)
მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაწესებულებიდან გასვლა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თვე, რიცხვი, საათი)
გავუშვი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს ––––––––––––––––––––––––––––––
(დაწესებულებაში დაბრუნების თარიღი დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად)
გამოცხადდა დანიშნულების ადგილის პრობაციის ბიუროში ––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გამოცხადების თვე, რიცხვი, საათი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დატოვა დანიშნულების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თვე, რიცხვი, საათი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დაწესებულებაში დაბრუნება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თვე, რიცხვი, საათი)
დაბრუნდა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ოპერატიული მორიგე ინსპექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
მოწმობის დახურვა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი
დანართი №4
ოქმი
გირაოს მიღების შესახებ
გირაოს შემტანი პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი და გვარი)
დაბადების (წელი, თვე, რიცხვი, ადგილი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მცხოვრები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი, თარიღი –––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამუშაო ადგილის დასახელება და დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნათესაური ან სხვა კავშირი მსჯავრდებულთან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გირაოს სახით შემოტანილი თანხის ოდენობა ––––––––––––––––––––– ლარი
საბანკო რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მე, გირაოს შემომტანი, გაფრთხილებული ვარ გირაოს პირობების შესაძლო დარღვევის შედეგად გამოწვეულ პასუხისმგებლობაზე და ვადასტურებ, რომ ვიღებ ვალდებულებას მსჯავრდებულ –––––––––––––––––––––––––––––––––––– -
ის
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
სათანადო ქცევისა და დაწესებულებაში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე.
შემომტანი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
გირაოს შეტანის თარიღი „––––“ „––––––––––––––––––“ 201 წ.
დაწესებულების დირექტორი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დაწესებულების ბეჭედი
დანართი №5
ხელწერილი თავდებობის შესახებ
თავდები პირი/პირები სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის
ან პასპორტის სერია და ნომერი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეგისტრაციის მისამართი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მე, თავდები ვადასტურებ,
რომ თავდებში ვუდგები მსჯავრდებულ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
გავეცანი „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს“ და გაფრთხილებული ვარ შესაძლო პასუხისმგებლობაზე.
თავდები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თავდები პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
თავდები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თავდები პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
თავდები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თავდები პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
თავდებობის თარიღი „––––––––“ „–––––––––––––“ 201 წ.
ხელწერილი ჩამოართვა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
ბეჭედი