საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№270

1997 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების, საბრძოლო თვისებების მქონე სამამულო საბრძოლო იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის საცდელი ნიმუშების შემუშავება-შექმნის, მათი გამოცდისა და ჯარში დანერგვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებით:

II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ვანო გურგენიძე – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსი.

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ანატოლი ლომიძე – პოლკოვნიკი, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი

გიორგი თავაძე – პოლკოვნიკი, ტექნიკური სამმართველოს უფროსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ბარონ ყურაშვილი – პოლკოვნიკი, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ღირსების ორდენით:

ნიკოლოზ შარმაზანაშვილი – კვლევითი ინსტიტუტის „დელტას“განყოფილების გამგე, დამუშავების მთავარი კონსტრუქტორი

ალექსანდრე ჯინჯიხაძე – კვლევითი ინსტიტუტის „დელტას“ლაბორატორიის უფროსი, დამუშავების მთავარი კონსტრუქტორი.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/109942/