ღვინის, ღვინოსმასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №323

1997 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ეფექტიანად გამოყენების, აღნიშნული პროდუქციის მარაგის გარდამავალი ნაშთების შენარჩუნების მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა) განახორციელოს ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ საწარმოებში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ნაშთების მართვა და განკარგვა.

2. ზემოაღნიშნული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ნაშთების რეალიზაცია მოხდეს მიზნობრივი დანიშნულებით, საკონკურსო საწყისებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებული და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ სახელმწიფოში ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების მარაგის შენარჩუნების მიზნით ყოველწლიურად მოახდინოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინისა და ღვინომასალების სულ ბევრი 40 პროცენტისა და ბრენდის სპირტების სულ ბევრი 20 პროცენტის რეალიზაცია.

4. და წეს დეს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები, მათ წარმოებასთან, შენახვა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ, შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე