„2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 31.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.10.003.000.074
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 08/09/2004
matsne.gov.ge 618 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №75 2004 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ 1. ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით დამტკიცდეს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი. 2. ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები (გარდა ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა) გაიცეს იმ სამინისტროების მიერ, რომელთა სისტემაში მსახურობდა ან მუშაობდა დაჯილდოებული პირი. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით უზრუნველყოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფა. 4. იმ პირებისათვის, რომლებიც მსახურობდნენ ან მუშაობდნენ ისეთ სამხედრო ქვედანაყოფში ან ორგანიზაციაში, რომელიც არ შედის სამინისტროს ან უწყების დაქვემდებარებაში, ან რომლებსაც საერთოდ არ უმუშავიათ სახელმწიფო დაწესებულებებში, სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ფულადი პრემია გასცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ფინანსთა სამინისტროს მიერ დამატებით გამოყოფილი ასიგნებებიდან. 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი        ზ. ჟვანია 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წ ე ს ი 1. საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთდროული ფულადი პრემიის მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დაჯილდოებული პირის (ან მისი ახლობლის, იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ) მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი განცხადება და სამართლებრივი აქტი დაჯილდოების შესახებ. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმ სამინისტროს ან უწყებას, სადაც მსახურობდა ან მუშაობდა დაჯილდოებული პირი, აცნობებს დაჯილდოებულ პირთა რაოდენობასა და მოსალოდნელი თანხის გამოყოფას, ხოლო ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც მსახურობდნენ ან მუშაობდნენ ისეთ სამხედრო ქვედანაყოფში ან ორგანიზაციაში, რომელიც არ შედის სამინისტროს ან უწყების დაქვემდებარებაში, ან რომლებსაც საერთოდ არ უმუშავიათ სახელმწიფო დაწესებულებებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს. 3. სამინისტრომ ან უწყებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი ფორმით უნდა დაუდასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯილდოებული პირი ნამდვილად მსახურობდა (ან მუშაობდა) მის სისტემაში და არა აქვს მიღებული ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ წესის მე-3 პუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას შესაბამისი სამინისტროსათვის (უწყებისათვის) 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში მითითებულ უნდა იქნეს დაჯილდოებული პირის სახელი და გვარი, ერთდროული ფულადი პრემიის მოცულობა და იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, რომელსაც გამოეყოფა სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ფულადი პრემია და ახორციელებს მის გაცემას.