"ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №864
2010 წლის 19ნოემბერი
ქ. თბილისი
„ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში (სსმ III, 01.04.06, №44, მუხლი 499) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებით დამტკიცებული „ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებენ სსიპ – შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონული ცენტრის (შემდგომში – რეგიონული ცენტრი) უფროსის/მოადგილის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც განთავსებულია ავტოგასამართი სადგური. ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ლუქების მიმოქცევასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები, რისთვისაც რეგიონულ ცენტრებში უნდა გაიხსნას შესაბამისი ჟურნალები ელექტრონული ვერსიით ან ქაღალდური სახით.
2. მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების დალუქვას რეგიონული ცენტრი განახორციელებს აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.”.
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი№2
შემოსავლების სამსახური
აქტი №
ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელ და მრიცხველ
მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის შესახებ
____________________________ ____________________________ ____________________________
(აქტის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე, წელი) (საათი, წუთი)
_______________________________________________________________________________________
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
___________________________________განვახორციელე_____________________________________
(რეგიონული ცენტრის უფლებამოსილი პირის (გადასახადის გადამხდელის დასახელება/
თანამდებობა, სახელი, გვარი) სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/
პირადი ნომერი)
კუთვნილ __________________________________________ მდებარე ავტოგასამართ სადგურში
(ავტოგასამართი სადგურის მისამართი)
მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის _______ გადასახადის გადამხდელის ან/და
(დადება/ახსნა)
მისი წარმომადგენლის ________________________________________________ თანდასწრებით.
(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)
დადებული /ახსნილი ლუქების რაოდენობა:
ა) მრიცხველზე: ---------------------------------------------------------------------------------------------
ბ) მადოზირებელ მექანიზმზე: ----------------------------------------------------------------------------
დადებული /ახსნილი ლუქების ნომრები:
ა) მრიცხველზე: --------------------------------------------------------------------------------------------
ბ) მადოზირებელ მექანიზმზე: ---------------------------------------------------------------------------
მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება (ლუქის დადების/ახსნის დროს) -----------------------
გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით დადგენილი წესით.
აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:
რეგიონული ცენტრის უფლებამოსილი პირი: _________________
(ხელმოწერა)
გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი: _________________
(ხელმოწერა)
შენიშვნა:_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________.