საქართველოს პროკურატურის სისტემის თანამდებობის პირთა ატესტირების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №467
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05..002.000.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 29/08/1997
matsne.gov.ge 1,252 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის სისტემის თანამდებობის პირთა ატესტირების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:2.5pt;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt;} p.gamoqveyneba, li.gamoqveyneba, div.gamoqveyneba {mso-style-name:gamoqveyneba; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.prezidenti, li.prezidenti, div.prezidenti {mso-style-name:prezidenti; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 58.5pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №467 1997 წლის 28 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის სისტემის თანამდებობის პირთა ატესტირების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს პროკურატურის სისტემის თანამდებობის პირთა ატესტირების შესახებ. ე. შევარდნაძე დებულება საქართველოს პროკურატურის სისტემის თანამდებობის პირთა ატესტირების შესახებ I. ძირითადი დებულებანი 1. „საქართველოს პროკურატურის შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად პროკურატურის თანამდებობის პირები* ექვემდებარებიან ატესტირებას. 2. ატესტირება პროკურატურის ორგანოების კადრებთან მუშაობის სტილისა და მეთოდის სრულყოფის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მისი მიზანია პროკურორებისა და გამომძიებლების პასუხისმგებლობის დონის ამაღლება, სამსახურებრივ მოვალეობათა სამაგალითოდ შესრულება, სამართალდარღვევათა აღმოფხვრისა და პროფილაქტიკის საქმეში თვისებრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება, საპროკურორო-საგამოძიებო მუშაკთა შრომის, ინდივიდუალური, საქმიანი თვისებების შესწავლა, კადრების სწორი შერჩევა, აღზრდა და პროფესიული დაოსტატება. 3. „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახურის შესახებ“ დებულების მე-7 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად დანიშნულ საპროკურორო-საგამოძიებო მუშაკთა ატესტაცია ეწყობა სულ ბევრი წელიწადში ერთხელ, მაგრამ სამ წელიწადში ერთხელ მაინც ფარული კენჭისყრით. 4. ახალგაზრდა სპეციალისტთა ატესტაცია ეწყობა სტაჟირების პერიოდში ყოველი წლის ბოლოს. 5. ატესტაციას არ ექვემდებარებიან პროკურატურის ის თანამდებობის პირები, რომლებიც სისტემაში მუშაობენ ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. ფეხმძიმე ქალები, ქალები, რომლებიც ბავშვის მოვლის გამო იმყოფებიან შვებულებაში, აგრეთვე პირები, რომლებიც სხვა სამართალდაცვის ორგანოებიდან გადმოვიდნენ სამუშაოდ, პროკურატურის სისტემაში ატესტირებას გადიან თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ. *შენიშვნა: თანამდებობის პირის ცნებით იგულისხმება ყველა რანგის პროკურორი, მოადგილე, თანაშემწე, გამომძიებელი. II. საატესტაციო კომისიები 6. საატესტაციო კომისიები იქმნება შესაბამისი პროკურორის ბრძანებით თავმჯდომარის, პასუხისმგებელი მდივნისა და კომისიის წევრების შემადგენლობით, რომელთა რიცხვშიც შედიან პროკურატურის განსაკუთრებით გამოცდილი და ავტორიტეტიანი მუშაკები. 7. საქართველოს პროკურატურაში იქმნება მთავარი საატესტაციო კომისია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თავმჯდომარეობით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი. 8. ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, მთავარ სამხედრო და საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურებშიც მათი ხელმძღვანელების თავმჯდომარეობით იქმნება საატესტაციო კომისიები, რომელთა შემადგენლობასაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი. 9. საატესტაციო კომისიები განსაზღვრავენ პროკურორებისა და გამომძიებლების ატესტირების გეგმებს, რომლებიც მტკიცდება შესაბამისი პროკურატურის კოლეგიაზე. 10. საატესტაციო კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი ევალება პროკურატურის ხელმძღვანელს. 11. საქართველოს პროკურატურის მთავარი საატესტაციო კომისია იხილავს ამავე კომისიის წევრების, ცენტრალური აპარატის მუშაკების, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებისა და მათი მოადგილეების, ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილეების, მთავარი სამხედრო პროკურორისა და მისი მოადგილეების, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორისა და მისი მოადგილეების, ყველა ქალაქის, რაიონის, სარაიონთაშორისო, სამხედრო, ტრანსპორტის პროკურორების, აგრეთვე სამხარეო და სასჯელთა აღსრულებისას კანონების შესრულების ზედამხედველობის პროკურატურების თანამდებობის პირების ატესტაციებს. 12. ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, მთავარი სამხედრო და საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურების საატესტაციო კომისიები იხილავენ იმ მუშაკთა ატესტაციებს, რომელთა განხილვაც არ განეკუთვნება საქართველოს პროკურატურის მთავარი საატესტაციო კომისიის კომპეტენციას. 13. საქართველოს პროკურატურის მთავარი საატესტაციო კომისია თავის სხდომებზე ისმენს დაქვემდებარებულ პროკურატურათა საატესტაციო კომისიების ხელმძღვანელთა ანგარიშებს ამ კომისიათა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. III. ატესტაციების შედგენა 14. თითოეული პროკურორისა და გამომძიებლის ატესტირებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება, რომელიც წარმოადგენს ძირითად მახასიათებელ დოკუმენტს. 15. ატესტაციებს ადგენენ: ა) საქართველოს გენერალური პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეებზე, უფროს თანაშემწეებსა და თანაშემწეებზე, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, ქ.თბილისის, მთავარ სამხედრო და საქართველოს ტრანსპორტის პროკურორებზე; ბ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები – საქართველოს პროკურატურის სამმართველოებისა და განყოფილების უფროსებზე და მათ მოადგილეებზე; გ) საქართველოს პროკურატურის სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსები – მათ დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოებისა და განყოფილებების უფროს პროკურორებზე, პროკურორებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებზე; დ) ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, ქ.თბილისის, მთავარი სამხედრო და საქართველოს ტრანსპორტის პროკურორები – შესაბამისი აპარატების თანამშრომლებსა და რეგიონებში მომუშავე პროკურორებზე; ე) ქალაქის, რაიონის, სარაიონთაშორისო, სამხედრო, ტრანსპორტისა და სასჯელთა აღსრულებისას კანონების შესრულების ზედამხედველი პროკურორები – მათ დაქვემდებარებაში არსებულ პროკურატურათა მუშაკებზე. 16. ყველა შემთხვევაში პროკურორებისა და გამომძიებლების ატესტირების წინ ხორციელდება მათი საქმიანობის ღრმა შესწავლა. 17. დახასიათების ტექსტში მითითებული უნდა იყოს: ა) მუშაკის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები – დაბადების წელი, ეროვნება, განათლება, პროკურატურის ორგანოებსა და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, ჯილდოები და წახალისება, საატესტაციო პერიოდში მიღებული დისციპლინური სასჯელი (დადგენილი წესით მოხსნილი და ხანდაზმული დისციპლინური სასჯელის აღნიშვნა არ ხდება); ბ) საატესტაციო პირის მუშაობის შეფასება, მისი საქმიანი და პირადი თვისებების დახასიათება (მონაცემები პროფესიული საქმიანობის შესახებ კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში, ინიციატივიანობა, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, პროფესიული ცოდნის დონის ამაღლება, ურთიერთობა კოლეგებთან, საზოგადოებრივი საქმიანობა, დარღვევებისა და შეცდომების მიზეზები მუშაობისას და პირად ქცევაში, წინადადებები და მონაცემები იმ ნაკლოვანებათა გამოსწორების თაობაზე, რომლებიც აღინიშნა წინა ატესტირების დროს). 18. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: – შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (შეიძლება მისი დაწინაურება ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით); – შეეფერება დაკავებულ თანამდებობას იმ პირობით, რომ კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციებით გააუმჯობესებს მუშაობას (კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და სხვ.) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; – არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; – გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 19. იმ შემთხვევაში, თუ დახასიათება შედგენილია ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს დააბრუნოს იგი ხელახლა შესადგენად. დახასიათება ხელახლა შესადგენად შეიძლება დაბრუნდეს აგრეთვე თვით კომისიის გადაწყვეტილებითაც. 20. ატესტაციის მოწყობის კონკრეტული ვადა ეცნობებათ საატესტაციო პირებს არა უგვიანეს ერთი თვისა ატესტაციის მოწყობამდე. 21. საატესტაციო პირს უფლება აქვს გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე, რასაც ადასტურებს ხელის მოწერით. 22. დახასიათება წარედგინება საატესტაციო კომისიას მის განხილვამდე შვიდი დღით ადრე. IV. ატესტაციის განხილვა 23. საატესტაციო კომისია სხდომას მართავს წევრთა სულ ცოტა 2/3 დასწრების შემთხვევაში. 24. ატესტაციის განხილვისას კომისიაზე სავალდებულოა საატესტაციო პირის დასწრება. მუშაკის არასაპატიო მიზეზით საატესტაციო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად. 25. ატესტაცია ეწყობა იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. სხდომის დაწყებამდე საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს ატესტაციის მომხსენებელს. 26. კომისია ისმენს ატესტირებული მუშაკის ახსნა-განმარტებას, შუამდგომლობას და ფარული კენჭისყრისას ხმის უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საატესტაციო პირს ეძლევა დასკვნა, რომ იგი შეეფერება დაკავებულ თანამდებობას. 27. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი ავსებს სხდომის ოქმს და საატესტაციო ფურცელს, რომლებშიც მითითებულია თითოეული ატესტირებული პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული აზრი. 28. ატესტაციის შედეგები მუშაკს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელზე ხელმოწერით. 29. ატესტაციის შედეგები მოწყობიდან ერთ კვირაში მოხსენდება პროკურატურის ხელმძღვანელს, რომელიც საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მუშაკის წახალისების ან მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, ან სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის მოწყობიდან ერთ თვეში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 30. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება საატესტაციო პირმა შეიძლება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან ათ დღეში. 31. განხილული და დამტკიცებული დახასიათება საატესტაციო ფურცელთან ერთად ერთვის მუშაკის პირად საქმეს. მათი ასლები ეგზავნება ზემდგომ პროკურატურას. 32. წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აბარებს შესაბამისი პროკურატურის კოლეგიას.