საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №673

1997 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფციის შესახებ

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, ქვეყნის უშიშროების, საერთაშორისო ავტორიტეტისა და სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცების, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის თანდართული კონცეფცია.

2. საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფცია საფუძვლად დაედოს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შექმნას, ამ სფეროში სათანადო საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებისა და პროგრამების მომზადებას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციების განსაზღვრას და მათი საქმიანობის კოორდინაციას.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისას, საერთაშორისო შეთანხმებათა მომზადებისას გათვალისწინებულ იქნეს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფციის დებულებები.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფო კომისიასთან და შესაბამის სამინისტროებთნ და უწყებებთან შეთანხმებით უზრუნველყოს, რომ მიგრაციის სფეროში ადრე მიღებული საკანონმდებლო-ნორმატიული აქტები და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფციას.

ე. შევარდნაძე