„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ენერგეტიკა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №501

1997 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

„ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად 1997 წლის მაის-ივლისში შესრულებულ სამუშაოებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

ღირსებით ორდენით:

ნოდარ ემუხვარი – საქართველოს საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ მთავარი ინჟინერი

შოთა მაისურაძე – სახელმწიფო ენერგოკომპანია „საქენერგოგენერაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

არველოდი ქარდავა – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ გვირაბგამყვანთა ბრიგადირი

მოველი ჭაავა – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“დირექტორი.

ღირსების მედლით:

 როლანდ ადეიშვილი – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ უბნის უფროსი

ვლადიმერ იბრაგიმოვი – სახაზინო საწარმო „კაშხალმშენის“ დირექტორი თამაზ მაჭარაშვილი – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ ზეინკალი

იური ნაკაშიძე – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ ზეინკალი.

ე. შევარდნაძე