"თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 16.11.2010
ძალის დაკარგვა 09.02.2012
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 03/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar1 {mso-style-name:"Balloon Text Char1"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} span.BodyTextChar1 {mso-style-name:"Body Text Char1"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Geo_Times","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 31.0pt 42.55pt 59.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №28 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის მისამართია: ქ. თელავი, ერეკლე მეორის გამზ. №16.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
1. სამსახურის ფუნქციებს მიეკუთვნება:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი;
ბ) ინვესტორებთან ურთიერთობა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
გ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) ადგილობრივ გადასახადებთან, ნებართვებთან და მოსაკრებლებთან დაკავშირებით
წინადადებების მომზადება;
ე) საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სახელით დასადები შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
ვ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის, მართვისა და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ქონების მოძრაობის ზედამხედველობა, მათი სარგებლობის უფლებით გადაცემასთან, განკარგვასთან და გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა, ორგანიზება და ამ პროცედურის სამართლებრივად გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) ადგილობრივი ქონების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი და ექსპლუატაციის შეფასება ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ი) თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ქონების საპრივატიზებო ნუსხის შედგენა, სათანადო წინადადებებისა და პროექტების მომზადება და გამგებელისთვის წარდგენა;
კ) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება;
ლ) ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება დაფინანსების წყაროების მიხედვით და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენა მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის;
მ) შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის მეთოდის შერჩევასთან დაკავშირებით წინადადების წარდგენა;
ნ) სატენდერო და ფასთა კოტირების პროცედურების მომზადების უზრუნველყოფა და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
ო) კვარტალური და ოპერატიული ანგარიშების შედგენა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გამგებლისათვის წარდგენა;
პ) ტურიზმის, კურორტების და რეკრიაციის განვითარების საკითხების შემუშავება და პროექტების დაგეგმვა.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის საქმიანობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობისა და დარგში არსებულ მდგომარეობაზე, დადგენილი წესით წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები;
გ) იზრუნოს დაქვემდებარებული სფეროების განვითარებისათვის;
დ) განიხილოს და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და შუამდგომლობებზე.
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას.
ბ) უშუალოდ ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთა მეშვეობით წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს.
გ) განსაზღვრავს თანამშრომლების ფუნქციებსა და კომპეტენციებს (პასუხისმგებლობას), აძლევს მათ სათანადო დავალებებს და მითითებებს;
დ) კონტროლს უწევს თანამშრომლებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან დაქვემდებარებულ საკითხებზე საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკისა და ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება;
ბ)ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.
4. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
ბ) ზედამხედველობას და კონტროლს უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;
დ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს.
6. ეკონომიკისა და ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:
ა) ანხორციელებს – თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამების შედგენას და მათი შესრულების მონიტორინგს;
ბ) ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას;
გ) ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს;
დ) კონსულტაციებს უწევს ადგილობრივი შესყიდვების კომისიის წევრებს შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
ე) თვალყურს ადევნებს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;
ზ) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების ერთპირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებისას;
თ) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების ფასთა კოტირების საშუალებით განხორციელებისას;
ი) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) შეტანის პროექტის მომზადებაში;
კ) მონაწილეობას იღებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებაში;
ლ) უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობას ტენდერში მონაწილეობის მსურველებზე;
მ) კოორდინაციას უწევს ტენდერში მონაწილეობის თაობაზე წინადადებების მიღებისა და მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესს;
ნ) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას ოპერატიული ანგარიშების შედგენას;
ო) მონაწილეობას იღებს ტენდერის მეშვეობით განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;
პ) აძლევს კონსულტაციებს ტენდერისა და ფასთა კოტირების საშუალებით ადგილობრივი შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს;
ჟ) გამგებლის დავალებით ამზადებს დასკვნებს ადგილობრივი შესყიდვების კანონის შესაბამისად წარმართვის თაობაზე;
რ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის თაობაზე;
ს) ამზადებს ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ფ) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემას, ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;
ქ) ხელს უწყობს ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში;
ღ) უშუალოდ მონაწილეობს რეგიონის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალაების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმისა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში;
ყ) ახორციელებს კურორტების და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს.
7. ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში :
ა) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენას;
ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, თელავის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ წინადადებებს;
გ) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, საკუთრების დადგენილი დოკუმენტების შენახვას;
დ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას;
ე) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში და/ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამზადებს მასალებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ვ) ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებზე საკუთრებაში და/ან სარგებლობაში გადაცემისას მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს;
ზ) საჭიროების მიხედვით მხარეებს უწევს კონსულტაციას ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
თ) იხილავს და წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ;
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.