„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 09.09.2004
ძალის დაკარგვა 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.075
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 10/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 951 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2004 მიღება
21.07.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:49.5pt 55.45pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება № 76 2004 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: დამტკიცდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის თანდართული დებულება. პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებით. 2. კომისია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის აქტებით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები 3. კომისიის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა; ბ) საქართველოს მთავრობისათვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებთან და ევროკავშირის „ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში თანამშრომლობის ახალ დღის წესრიგთან (საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 8 მაისის № 22 განკარგულების შესაბამისად) დაკავშირებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამართლებრივ და სხვა საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებას; დ) საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა და შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, განხილვა, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ე) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს, კომიტეტისა და ქვეკომიტეტის რეკომენდაციათა შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა და განხილვა; ვ) ევროკავშირის ,,ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში“ საქართველოს ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა, ამ მიზნით პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, შემდგომში მისი განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ინფომაციის მოსმენა და განხილვა; ზ) საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებისა და ,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ თაობაზე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფომირებისათვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, ასევე, გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და განხილვა; თ) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ორმხრივი სამთავრობო კომისიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განხილვა; ი) ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დახმარების ფარგლებში თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების (ფინანსური, ტექნიკური, ჰუმანიტარული და სხვ.) დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 4. კომისია უფლებამოსილია: ა) განიხილოს ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებათა პროექტები საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად; ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია; გ) მოისმინოს და განიხილოს კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელების ანგარიშები, მათი საქმიანობის შეფასების შესახებ წინადადებები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; დ) კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამინისტროების, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისაგან შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი ქვეკომისიები და სამუშაო ჯგუფები, უზრუნველყოს მათი საქმიანობის კოორდინაცია; ე) განახორციელოს ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების პროგრამა TACIS-ის პროექტის ,,ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის“ (GEPLAC), სხვა შესაბამისი პროექტების მიმღების ფუნქციები და ევროკომისიასთან ერთად განსაზღვროს აღნიშნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; ვ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.     მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამენტი 5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად – თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 6. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის (საქართველოს პრემიერ-მინისტრის) მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. 7. კომისიის სხდომების დღის წესრიგს კომისიის სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 8. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის უფლება აქვს კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის სამდივნოს წარდგინებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – სხვა პასუხისმგებელ პირებს. 9. კომისიის სხდომის გამართვამდე რვა დღით ადრე შესაბამისი სამინისტროები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ კომისიის სამდივნოს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად. 10. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრების ან მათი წარმომადგენლების ნახევარზე მეტი. 11. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 12. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 13. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარ რაოდენობად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 14. კომისიის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებს აძლევს შესაბამის დავალებებს. 15. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებათა რეზოლუციებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სამდივნო. 16. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და სხვა შემსრულებლებს სხდომის ოქმის ამონაწერის სახით. 17. კომისია იკრიბება კვარტალში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. 18. ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე კომისიის წევრები სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ მოსაზრებებს თარიღის მითითებით წარუდგენენ კომისიის სამდივნოს, რის საფუძველზეც დგება კვარტალური გეგმა, ხოლო IV კვარტალის ბოლოს – მომავალი წლის გეგმის პროექტი. 19. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე. 20. კომისიის სამდივნო ინფორმაციას დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესახებ მიღებისთანავე აწვდის კომისიის წევრებს.     მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა 21. კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.