📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №114/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016029
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 25/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,084 სიტყვა · ~15 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.NormalChar, li.NormalChar, div.NormalChar {mso-style-name:"\[Normal\] Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.NormalCharChar {mso-style-name:"\[Normal\] Char Char"; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №114/ნ 2010 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 10 ​1 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის თანდართული წესდება. 2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის №444 ბრძანება;  ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის №407 ბრძანება; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №72 ბრძანება; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №541 ბრძანება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდება     მუხლი 1🔗. ცენტრის დაფუძნება და იურიდიული სტატუსი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, წინამდებარე წესდების საფუძველზე. 4. ცენტრი იზიარებს სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო ნორმებსა და ბიოეთიკურ პრინციპებს, თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი იდეოლოგიისაგან. 5. ცენტრს აქვს საკუთარი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტი.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები 1. ცენტრის მიზნებია: ა) სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება; ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა; გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა; დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება; ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; ვ) ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება; ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა; თ) უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში. 2. დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრი: ა) აწარმოებს ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, ნევროლოგიის, ნეირომეცნიერებების, რადიობიოლოგიის, რადიაციული ეკოლოგიის და მათ მომიჯნავე დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს; ბ) ზრუნავს ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვასა და მათი საშუალებით ბიოლოგიისა და მედიცინის შესაბამის დარგებში კვლევის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაზე; გ) ხელს უწყობს კვლევითი სტატიების – სამამულო და საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნებას, წაახალისებს ცენტრის თანამშრომელთა ციტირების ინდექსის ზრდას; დ) ხელს უწყობს ცენტრისა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას; ე) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვას; ვ) აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო სკოლა-სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით; ზ) თანამშრომლობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში არსებულ მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებებთან, მათთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; თ) ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო და სხვა საქმიანობა.     მუხლი 3🔗. ცენტრის სტრუქტურა ცენტრის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, დეპარტამენტი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით.     მუხლი 4🔗. ცენტრის პერსონალი 1. ცენტრი ს პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან. 2. ცენტრი ს სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. 3. ცენტრი ს სამეცნიერო თანამდებობებია: ა) მეცნიერი თანამშრომელი; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება: ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული ხარისხი; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული ხარისხი. 6. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა. 7. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი. 8 . ცენტრი ს ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება: ა) დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე. 9 . ცენტრის პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით, ცენტრის შინაგანაწესისა და ცენტრის დირექტორსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით.     მუხლი 5🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის ადმინისტრაცია: ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე/მოადგილეები. 2. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.     მუხლი 6🔗. ცენტრის სამეცნიერო საბჭო 1. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება ცენტრის მეცნიერთაგან პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით ირჩევს სამეცნიერო საბჭოს, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების რაოდენობის პროპორციულად ორ-ორი წევრის შემადგენლობით. 2. სამეცნიერო საბჭო: ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ცენტრის დირექტორს; ბ) ცენტრის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ცენტრის ბიუჯეტის შესრულებაზე; გ) უფლებამოსილია კანონმდებლობით და/ან წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ცენტრის დირექტორს; დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას; ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი; ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს; ზ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს; თ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს, საგრანტო თემების შესრულებისა და სამეცნიერო მივლინებების ანგარიშებს; ი) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს; კ) განიხილავს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევნების თაობაზე და დირექტორის არჩევნების ორგანიზების მიზნით კონკურსის სამდივნოს შექმნის თაობაზე.     მუხლი 7🔗. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება 1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე. 2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე. 4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე. 5. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. 6. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.     მუხლი 8🔗. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე 1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს სამეცნიერო საბჭოს სხდომები. 2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი. 3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას; გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში; დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას. 4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას. 5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.     მუხლი 9🔗. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს არჩევა 1 . ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ცენტრში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ცენტრის სამეცნიერო პერსონალის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ ორი მესამედისა. 2 . ცენტრის საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო პირობები. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან. 3 . არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს. 4 . სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ცენტრის დირექტორი. 5 . სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას. 6 . იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის მიერ მათთვის ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვიანეს შვიდი კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. 7 . იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დირექტორის მიერ ორი კვირის ვადაში დარჩენილ ადგილებზე ინიშნება ხელახალი არჩევნები. 8 . სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორი ნიშნავს არჩევნებს სამეცნიერო საბჭოს წევრის თანამდებობაზე. სამეცნიერო საბჭოს ახალი წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.     მუხლი 10🔗. ცენტრის საარჩევნო კომისია 1. ცენტრში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი; ბ) ცენტრის დირექტორი ან მისი ნათესავი; გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი. 3. ამ წესდების მიზნებისათვის „ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს. 4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორი. 5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი. 7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა. 8. საარჩევნო კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უბრალო უმრავლესობით.     მუხლი 11🔗. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება 1. ცენტრს მართავს დირექტორი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად; ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან; გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს; ე) ითანხმებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს; ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს შტატგარეშე მომუშავესთან; ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ცენტრის სახელით დებს მათთან ხელშეკრულებებს; ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; კ) არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს; ლ) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას; მ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს; ნ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ო) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; პ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს; ჟ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ს) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს; ტ) პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; დ) გარდაცვალებისას; ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას. 4. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 12🔗. ცენტრის დირექტორის არჩევის წესი 1. ცენტრის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 2. ცენტრის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. 3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით, ფარული კენჭისყრით თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო. 4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს. 5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს. 6. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.     მუხლი 13🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი 1. ცენტრის სტრუქტურული ერთეული: ა) უზრუნველყოფს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას შესაბამისი მიმართულებით; ბ) შეიმუშავებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტებს; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს. 2. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით; ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად; გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს; დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.     მუხლი 14🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი 1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო. 2. ცენტრის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას არა უმეტეს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადით . 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.     მუხლი 15🔗. ცენტრის დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) საერთაშორისო საფინანსო- ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტები; გ) საქველმოქმედო შემოწირულობები, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას და სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.     მუხლი 16🔗. ცენტრის ქონება ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად.     მუხლი 17🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმა ობა. 4. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს /გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 18🔗. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 19🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2 . ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საშტატო განრიგის დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ცენტრის საშტატო განრიგის შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას, ხოლო სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების თანამდებობებზე დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში – სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას. 3. სამეცნიერო საბჭო დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს არჩევიდან ორი თვის ვადაში.