საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2004
ძალის დაკარგვა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.076
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 10/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.03.2016
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.01.2013
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.10.2012
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.09.2012
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.04.2012
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
ბრძანება (4)
- სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე 29.10.2010
- შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დატკიცების შესახებ 24.11.2008
- „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ 16.11.2009
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების (ქ. თბილისის და სამხარეო სამმართველოების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ 11.01.2007
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.75in 55.45pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2004 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის „
გ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის „
ბ“, „
ე“ და „
ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მიერ „
მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „
ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „
რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „
საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „
იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „
სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „
მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების ამოქმედებისთანავე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №
27 დადგენილება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
8. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, ორგანოებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის.
9. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0108, გ.ჭანტურიას ქუჩა №
12.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-
ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ტრანსპორტი, კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; სტატისტიკა.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, მოკლე და საშუალოვადიანი ეკონომიკური პროგნოზირება; წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ; საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება; სოციალური პოლიტიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ წინადადებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა, სრულყოფა და მათი განხორციელების მონტორინგის კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
დ) სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია;
ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ვ) ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;
ზ) რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა, ფორმირება და წარმართვა; პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონალური სტრუქტურების მონაწილეობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა; სახელმწიფო რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ) სტატისტიკის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია „
სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
კ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია;
ლ) სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად; საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება და/ან მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
მ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;
ნ) საერთოსახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მმართველობის ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზაცია;
ო) საინჟინრო კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა;
პ) მოსაზღვრე ქვეყნებთან თანამშრომლობა კომპეტენციათა ფარგლებში სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, დაგეგმვის კოორდინაცია და თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების განვითარების მიზნით;
ჟ) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
რ) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა;
ს) ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;
ტ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;
უ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის რეგულირება, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების გაცემა, ლიცენზირება, შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ღ) ქვეყნის განსახლების სისტემისა და რეგიონალური დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
4. სამინისტროს სტრუქტურა
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გაერთიანებული არიან შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;
ბ) პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტი;
გ) საგარეოეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური რეაბილიტაციის დეპარტამენტი;
ე) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი;
ვ) კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის დეპარტამენტი – კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია;
ზ) სივრცით-ტერიტორიული განვითარების დეპარტამენტი;
თ) სამშენებლო-საინჟინრო საქმეთა დეპარტამენტი;
ი) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტი;
კ) სამხედრო-სამობილიზაციო საკითხთა დეპარტამენტი;
ლ) რესურსების დაგეგმვისა და მართვის დეპარტამენტი;
მ) მინისტრის კანცელარია;
ნ) გენერალური ინსპექცია.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სტატისტიკის დეპარტამენტი;
ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
გ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო;
დ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
ე) მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (არქმშენინსპექცია).
მუხლი 6🔗. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი;
ბ) ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის ეროვნული სააგენტო;
გ) პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრი;
დ) საწარმოთა მართვის სააგენტო;
ე) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო;
ვ) სამშენებლო-საპროექტო საქმიანობის ექსპერტიზისა და ლიცენზირების ეროვნული სააგენტო;
ზ) საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა.
მუხლი 7🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები, ასევე სხვა ტერიტორიული ორგანოები.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ამტკიცებს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებებს;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
ლ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;
მ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ო) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჟ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;
რ) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე, მათ შორის – ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
4. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
6. მინისტრი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი – თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროების საკვანძო საკითხებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საქმიანობის შედეგებს. კოლეგიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კოლეგიის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს კოლეგიის მდივანი.
7. მინისტრი უფლებამოსილია თავისი ბრძანებით შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები და ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპტენციაა:
ა) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი – ორგანიზებას უწევს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, ამუშავებს ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს; აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგებს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას; მონაწილეობს ქვეყნის საფინანსო სისტემის (საბიუჯეტო-საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, სადაზღვევო, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის) განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში და ამზადებს ანალიზურ და პროგნოზულ ინფორმაციას მასში მიმდინარე რეფორმების შესახებ; საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შერჩევას; შესაბამის უწყებებთან ერთად მონაწილეობს დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტი – ორგანიზებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავებას; ორგანიზებას უწევს ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების საკონკურსო პირობების შემუშავებას, ამზადებს წინადადებებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმებით თუ სხვა სახით სარგებლობაში გადაცემის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და განკარგვის განხორციელების შესახებ, კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვასა და მართვას (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფოს წილისა და აქციებისა); ამზადებს წინადადებებს საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მმართველობის ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხების დამტკიცების, აგრეთვე იმ ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ, რომელთა პრივატიზება აკრძალულია კანონმდებლობის შესაბამისად; ამზადებს წინადადებებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე, მონაწილეობს საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის, ჩამოწერის, რეალიზაციის საკითხთა განხილვაში, იხილავს წინადადებებს საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის თაობაზე, ამზადებს წინადადებებს მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ;
გ) საგარეოეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი – მონაწილეობს ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში; თანამშრომლობს საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან; შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ, აანალიზებს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს და ამზადებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების თაობაზე; აანალიზებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობას, ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, აანალიზებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და ამზადებს წინადადებებს იმ მიზნით, რომ ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა შეუსაბამოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრს, შეიმუშავებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, ასევე აანალიზებს და აფასებს საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობას; თანამშრომლობს ევროპის სტრუქტურებთან და შეიმუშავებს წინადადებებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ;
დ) ეკონომიკური რეაბილიტაციის დეპარტამენტი – შეიმუშავებს წინადადებებს პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაციისა და ლტოლვილთა პრობლემის გადაწყვეტის მიზნით და ხელს უწყობს მათ განხორციელებას; თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან; აანალიზებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ამზადებს სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკურ დოკუმენტებს; შეიმუშავებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს; საქართველოს რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით მონაწილეობს ამ ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში; ამზადებს წინადადებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში რეინტეგრაციის მიზნით; მუნიციპალური ერთეულების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე შეიმუშავებს მუნიციპალური ერთეულების, მათ შორის, დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას; აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში; ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავებს სექტორულ მიზნობრივ პროგრამებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს; მონაწილეობს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში;
ე) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი – შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკას ტრანსპორტის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას; თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში ინტეგრირებისა და საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის მიზნით; მონაწილეობს სატრანზიტო სისტემების განვითარების ღონისძიებათა შემუშავებაში, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; თანამშრომლობს TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიასთან და მუდმივ სამდივნოსთან; მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში, კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების ექსპერტიზასა და მათ განხორციელებაში; მონაწილეობს ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში, უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობას; მონაწილეობს დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში; მონაწილეობს დარგების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში; აყალიბებს სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, ხელს უწყობს ტრანსპორტის სფეროში სტანდარტიზების პოლიტიკის განხორციელებას;
ვ) კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის დეპარტამენტი – კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია _ შეიმუშავებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებას; ახორციელებს სფეროს მართვას; უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიასა და პრიორიტეტს და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებას, შესრულებასა და კონტროლს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მოთხოვნათა პროგნოზირებას; შეიმუშავებს საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მათი საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას; შეიმუშავებს და ადგენს კავშირგაბმულობის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპებს; შეიმუშავებს და ადგენს ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკას კომისიისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით; შეიმუშავებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებსა და პროექტებს; წარმოადგენს საქართველოს და იცავს მის ინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებში; თანამშრომლობს კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა მწარმოებელ კომპანიებთან და ფირმებთან, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტებთან; საგანგებო სიტუაციებისათვის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშავებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიას; მონაწილეობს ეროვნული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის, კონცეფციისა და პროგრამების შემუშავებაში; ორგანიზებას უწევს ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემას;
ზ) სივრცით-ტერიტორიული განვითარების დეპარტამენტი – ახორციელებს ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის (დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, განსახლების სისტემა, არქიტექტურული საქმიანობა) პოლიტიკის შემუშავებას; თანამშრომლობს გლობალურ, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებთან და პროექტებთან; აანალიზებს ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, მონაწილეობს წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში, ურბანული კვლევის პოლიტიკის განსაზღვრაში, კვლევების ორგანიზებაში; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან ურბანული განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, დაგეგმარების დოკუმენტების მომზადებასა და არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებაში; ახორციელებს განსახლებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების, განსახლებისა და რეგიონალური (რაიონული) დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზებასა და დაგეგმვის კოორდინაციას; ხელს უწყობს საქართველოს დასახლებათა ტერიტორიების განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური), ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავებას, ახორციელებს მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას; ამზადებს დაგეგმვისა და სხვა საპროექტო დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული დოკუმენტების შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხებს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შექმნის წინაპირობებს; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის ორგანოებთან და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას ურბანული განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხებში; ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული მშენებლობის პროექტების განხორციელების მონიტორინგს; მონაწილეობს შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში, საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხთა მომზადებაში;
თ) სამშენებლო-საინჟინრო საქმეთა დეპარტამენტი – ახორციელებს საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის, მშენებლობის (სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობა, საშენი მასალები, სამშენებლო ტექნოლოგიები, საინჟინრო ნაგებობები) განვითარების ხელშეწყობას, პოლიტიკის ფორმირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას; შეიმუშავებს საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას; თანამშრომლობს საერთაშორისო გლობალურ, რეგიონალურ და სახელმწიფო პროგრამებთან და პროექტებთან; შეიმუშავებს დარგის ნორმატიული განვითარებისათვის საჭირო კანონპროექტებსა და ნორმატიული აქტების პროექტებს, მონაწილეობს წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის სფეროში ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში; მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას უწევს სამშენებლო-საინჟინრო საპროექტო დოკუმენტების მომზადებას; ამზადებს სამშენებლო-საინჟინრო საპროექტო დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული დოკუმენტების შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხებს სამინისტროს კომპეტენციის სფეროში; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის ორგანოებთან და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას საბინაო საკითხების, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის სფეროებში; კოორდინაციას უწევს მშენებლობისა და საბინაო კომუნალური დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული სამშენებლო პროექტების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგს; მონაწილეობს შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში; საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხთა მომზადებაში;
ი) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, განსაზღვრავს სამართლებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, კოორდინაციას უწევს კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობებს და ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; ახორციელებს კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას და მათ თაობაზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მონაწილეობს სამართლებრივი აქტების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების გზით;
კ) სამხედრო-სამობილიზაციო საკითხთა დეპარტამენტი – კოორდინაციას უწევს ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმს, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას; მონაწილეობს საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ინსტრუქციების დაპროექტებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; უზრუნველყოფს საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო-სამობილიზაციო სამსახურებისათვის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სამინისტროს სტრუქტურაში; ქვეყნის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მონაწილეობს საომარი მოქმედებების წარმართვისათვის, საგანგებო ვითარებასა და საომარ პირობებში მოსალოდნელი ეკონომიკური კავშირურთიერთობის დარღვევის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკის საკუთარ ნედლეულზე გადაყვანის ღონისძიებათა წინასწარ დაგეგმვასა და საჭიროების შემთხვევაში მათ განხორციელებაში;
ლ) რესურსების დაგეგმვისა და მართვის დეპარტამენტი – ახორციელებს დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივ უზრუნველყოფას; შეიმუშავებს და ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების ინსტიტუციონალური და სტრუქტურული სრულყოფის რეფორმებს; კოორდინაციას უწევს საკადრო საკითხების რეგულირებას; უზრუნველყოფს კადრების შერჩევას, სტრატეგიულ მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას; უზრუნველყოფს კონკურსებისა და ატესტაციების მოწყობას, საკადრო რეზერვის ფორმირებასა და მართვას, საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებასა და განხორციელებას; ფინანსურ მონიტორინგს უწევს პრივატიზების პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებს; სამინისტროში არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს ურთიერთშედარებას მყიდველთან (მოიჯარე); ამზადებს ფინანსურ დასკვნებს საკუთრების მოწმობის გასაცემად; მონიტორინგს უწევს ტერიტორიულ ერთეულებში განხორციელებული პრივატიზების შედეგად მიღებულ შემოსავლებს; უზრუნველყოფს სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვას, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის აღსრულებას; ახორციელებს სამინისტროს სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფას; მონიტორინგსა და კონტროლს უწევს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას; ახორციელებს მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას, მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ახორციელებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების მიზანშეწონილობის სამართლებრივ დასაბუთებას; ახორციელებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამინისტროს წარმომადგენლობას; ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის თარგმნას; უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნას; ახორციელებს სამინისტროს აპარატის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის მართვას, სრულყოფასა და გაფართოებას; შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამინისტროსათვის საჭირო სახსრების თაობაზე; მინისტრის კანცელარიასთან ერთად ორგანიზებას უწევს კოლეგიის (სათათბირო ორგანოების) სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვას; ასრულებს მინისტრის დავალებებს; უზრუნველყოფს სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას; უზრუნველყოფს სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა მისიების მიღების ორგანიზებას, მოქალაქეთა მიღებას, ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციულ უზრუნველყოფას, მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაციას; სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობას; მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას; ახორციელებს ოპერატიულ-სადისპეტჩერო მომსახურებას;
მ) მინისტრის კანცელარია – საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ახორციელებს სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებასა და მოძრაობას, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის დავალებების, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლს; ორგანიზებას უწევს სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვას; ასრულებს მინისტრის დავალებებს; უზრუნველყოფს სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას; ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას და მისი ფორმირების ხელშეწყობას;
ნ) გენერალური ინსპექცია – ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებასა და პროფილაქტიკას; აანალიზებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას და ხელს უწყობს მის სრულყოფას, უზრუნველყოფს მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლს, მათ სამსახურებრივ შემოწმებას, შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებასა და მათზე რეაგირებას, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენასა და მინისტრისათვის წარდგენას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის დავალებით იხილავს საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებულ წერილებსა და წარდგინებებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
მუხლი 10🔗. სამინისტროს ქონება
სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება.
მუხლი 11🔗. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე
1. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს – მინისტრის მოადგილის წარდგინებით. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო მინისტრი მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს, ხოლო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილეს.
3. მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება ბრძანებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებანი
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.