განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა შეხახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№601
1997 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
განსაკუთრებულადნიჭიერბავშვთადამოზარდთასახელმწიფომეურვეობისსახელმწიფოღონისძიებათაშესახებ
1. სახელმწიფოს აწმყოსა და მომავლის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანთა გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებსა და მოზარდებზე მუდმივი სახელმწიფო მეურვეობის დაწესება.
2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ვ.ასათიანი), განათლების სამინისტრომ (თ.კვაჭანტირაძე), სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა (კ.ასათიანი), მეცნიერებათა აკადემიამ (ა.თავხელიძე), სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილებამ (კ.იმედაშვილი) შეიმუშაონ და ერთ თვეში წარმოადგინონ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდების სახელმწიფო მეურვეობის პროგრამა.
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს პროგრამის განსახორციელებლად 1998 წლის ბიუჯეტში გამოყოს 300 000 ლარი.
4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსმა კობა იმედაშვილმა.
ე. შევარდნაძე