აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას,მისი უფლებამოსილება ვადამდე წყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს ცნობას უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ და ცნობის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. კომისია აღნიშნულ ინფორმაციას მოახსენებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იგი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.
2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრით. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი კომისიის შემადგენლობაში. უმაღლესი საბჭოს წევრის მეორე კომისიაში გაწევრიანების საკითხს განსაზღვრავს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების შესაბამისად.“.
3. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33
კომისიებთან, საჭიროების შემთხვევაში, იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა დებულებებს შეიმუშავებს კომისია და ამტკიცებს ბიურო. საბჭოში საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ შესაბამისი დარგის ექსპერტ-კონსულტანტები. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ან კომისიის წევრის წარდგინებით. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია, კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საბჭოს წევრი ექსპერტ-კონსულტანტების კანდიდატურა წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, რომელიც მათთან აფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
4. 48-ე მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატის ა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას.“.
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით ქმნის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებულ სათათბირო ორგანოებს: სამეცნიერო-საკონსულტაციო და ხაზინადართა საბჭოებს.“.
5. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე მოწმდება კვორუმი. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაცია, ვალდებულია ზეპირი განცხადებით კენჭისყრამდე გაიაროს რეგისტრაცია. კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დამსწრეთა უმრავლესობა გამოიანგარიშება უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს და რომლებიც დაფიქსირდნენ კენჭისყრის დაწყებამდე.“.
6. 741 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პლენარული სხდომის კვირის ყოველ ხუთშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 30 წუთისა. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არა უმეტეს 2 წუთისა.“.
„3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის თავმჯდომარეს განცხადებისათვის არ მიმართავს უმაღლესი საბჭოს არც ერთი წევრი, პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.“.
7. 91-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მომხსენებლისა და თანამო მ ხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომი სი ის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომელთა ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2010 წლის 18 ნოემბერი
№99-უ.ს.შ.ს.