„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)და ზენორმატიული (მძიმეწონიანი)ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ"
მიღების თარიღი 03.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №956
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.009064
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 11/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)და ზენორმატიული (მძიმეწონიანი)ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {mso-style-name:"Normal\,Cveulebrivi"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:92.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-63.8pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.22.034.009.064
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №956/1-1/746
2006 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის №3394-Iს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესრულების საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ი. ჩოგოვაძე
საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს საავტომობილო გზებზე (გარდა საუწყებო გზებისა) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის და რეკომენდაციის (შეთანხმების) გაცემის პირობებს.
2. წინამდებარე წესი განსაზღვრავს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და (მძიმეწონიანი) ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილებას და ზემოაღნიშნული ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი რეკომენდაციის (შეთანხმების) გაცემის წესს.
3. წინამდებარე წესით რეგლამენტირებულია ტვირთების გადაზიდვა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა გაბარიტები და წონითი მახასიათებლები (ტვირთით ან უტვირთოდ) აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიად), თუ მისი ზომები აღემატება ერთ-ერთს მაინც შემდეგი მაჩვენებლებიდან:
ა) სიმაღლით 4 მეტრს გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან;
ბ) სიგანით 2,55 მეტრს, (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრს);
გ) სიგრძით 12 მეტრს – ავტომატარებლისათვის ერთი მისაბმელით (ნახევარმისაბმელით), 20 მეტრს – ავტომატარებლისათვის ორი ან მეტი მისაბმელით, აგრეთვე თუ ტვირთი გამოშვერილია ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტული წერტილიდან 2 მეტრზე მეტი სიდიდით.
5. ზენორმატიულად დატვირთულ (მძიმეწონიან) ავტოსატრანსპორტო საშუალებად ითვლება ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას.
6. საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების შესაძლო ნაწილობრივი რეკონსტრუქციის ღონისძიებების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები) ეკისრება გადამზიდველს.
7. ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისათვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ პასუხისმგებლობა.
მუხლი 2🔗
1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმების (რეკომენდაციის) მიღების შემდეგ.
2. წერილობითი განაცხადი საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარებასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან შესაბამისი რეკომენდაციის მიღების მიზნით, გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 6 სამუშაო დღისა, წარედგინება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. განაცხადში უნდა იყოს ნაჩვენები: გადაადგილების მარშრუტი, გადაზიდვის თარიღი და დროის ხანგრძლივობა, დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძების რაოდენობა, ღერძზე დატვირთვის განაწილება, საერთო ფაქტობრივი წონა, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტები ტვირთით, ავტოსატრანსპორტო სარეგისტრაციო მონაცემები. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისი ქალაქის/რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით (რეკომენდაციით).
4. თანხმობა/რეკომენდაცია, როგორც წესი, გაიცემა ერთ გადაზიდვაზე. ერთი ტიპის ტვირთების დადგენილი მარშრუტით გადაზიდვისას, შეიძლება თანხმობა/რეკომენდაცია გაიცეს ტვირთების განსაზღვრულ პარტიაზე ან განსაზღვრული დროით (კონკრეტული ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის, გადაზიდვის მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ.).
5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შეთანხმებული მარშრუტით.
6. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება შესაბამისი ქალაქის/რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული მარშრუტით.
7. დამატებითი შეთანხმება რკინიგზის სადისტანციო სამსახურთან წარმოებს – გადაზიდვის მარშრუტის რკინიგზის ერთ დონეზე გადაკვეთისას, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტები ტვირთით ან უტვირთოდ აღემატება: სიგანით – 5 მეტრს, სიმაღლით (სავალი ნაწილიდან)–4,5 მეტრს, ავტომატარებლის სიგრძით (ერთი მისაბმელით ან ნახევრადმისაბმელით) – 20 მ-ს, ორი ან მეტი მისაბმელით – 24 მ-ს. აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო ფაქტობრივი წონა აღემატება 52 ტონას ან მოძრაობის სიჩქარე ნაკლებია 8 კმ/სთ-ზე.
8. ქვეყნის ორი ან მეტი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას თანხმობა (რეკომენდაცია) გაიცემა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ხოლო ერთი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ. ქალაქის საზღვრებში მარშრუტის გავლისას – ქალაქის საპატრულო პოლიციის მიერ.
9. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან რეკომენდაციის მიღების შემდეგ საპატრულო პოლიციაში თანხმობის (რეკომენდაციის) გასაცემად, გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარმოდგენილ უნდა იქნეს: წერილობითი განაცხადი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის, მძღოლისა და გადაზიდვის პასუხისმგებელი პირის გვარების, შესაბამის ორგანოებთან მოძრაობის მარშრუტის შეთანხმების ჩვენებით, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გაცემული რეკომენდაცია.
მუხლი 3🔗
1. როგორც წესი, გადაზიდვა ნებადართულია ნაკლებად ინტენსიური მოძრაობის საათებში, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში დღე-ღამის ნათელ პერიოდში. როგორც გამონაკლისი, დღე-ღამის ბნელ პერიოდში დაუსახლებელ პუნქტებში გამავალ გზებზე გადაზიდვა დასაშვებია იმ პირობით, როცა გასაცილებლად გამოყოფილია დამცავი ავტომობილი (სტანდარტული) ან საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანა.
2. არაგაბარიტული და ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაშვებ სიჩქარეს ადგენს საპატრულო პოლიციის სამსახური თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს, რომელიც დამოკიდებულია გაბარიტებზე, წონაზე, გადასაზიდი ტვირთის განსაკუთრებულობაზე და საგზაო პირობებზე. მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50 კმ/სთ-ს.
3. გაცილების აუცილებლობა და მისი სახე საპატრულო პოლიციის მიერ განისაზღვრება გადაზიდვაზე თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს.
4. გაცილება შეიძლება განხორციელდეს:
ა) დამცავი (სტანდარტული) ავტომობილით, აგრეთვე საწევარათი ან მიმწოლით, რომელსაც გამოყოფს (გადასაზიდი ტვირთის სახეობის ან საგზაო პირობების მიხედვით) ტვირთის გადამტანი ან ტვირთის გამგზავნი ორგანიზაცია;
ბ) საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით.
შენიშვნა: საპატრულო პოლიციის მიერ განისაზღვრება გამცილებლის გამოყოფის აუცილებლობა ტვირთის გადამტანი ან გამგზავნი ორგანიზაციიდან.
5. დამცავი ავტომობილით გაცილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე ტვირთით აღემატება 3,5 მეტრს, ხოლო სიგრძე 24 მ-ს. აგრეთვე, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ზენორმატიული დატვირთვით. დამცავი ავტომობილის მოძრაობის წესი და გადაზიდვის განხორციელებისას მოძრაობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების ხერხები განსაზღვრულია საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული ნებართვის სპეციალურ განაკვეთში „განსაკუთრებული პირობები“.
6. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება უნდა განხორციელდეს, თუ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე აღემატება 4,0 მეტრს;
ბ) ავტომატარებლის სიგრძე აღემატება 30 მეტრს;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობის დროს იძულებულია ნაწილობრივ მაინც დაიკავოს შემხვედრი მოძრაობის ზოლი;
დ) მოძრაობის პროცესში საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის წარმოიქმნება დამატებითი ღონისძიების გატარების აუცილებლობა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა შემთხვევებში საკითხი გაცილების აუცილებლობის შესახებ წყდება საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ, საგზაო პირობების, ინტენსივობის და მოძრაობის შემადგენლობის გათვალისწინებით.
7. დამცავი ავტომობილი უნდა მოძრაობდეს გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინ. ამასთან ერთად, დამცავი ავტომობილი მარცხენა მხარეს უნდა მოძრაობდეს ისე, რომ მისი გაბარიტი სიგანეში გამოშვერილი იყოს გასაცილებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტთან შედარებით.
8. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება ხორციელდება იმავე წესით, როგორითაც დამცავი ა/მანქანით. გადაზიდვის განხორციელებისას ავარიული სიტუაციების გამოსარიცხად სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანამ დროულად უნდა უზრუნველყოს მოძრაობის გადაკეტვა ქუჩებისა და გზების გადაკვეთებზე.
9. გაცილების დროს სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანას ჩართული უნდა ჰქონდეს მოციმციმე შუქურა, რაც მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს ინფორმაციის დამატებით საშუალებას და არ ანიჭებს უპირატესობას გავლისას. სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანებს, დამცავ ავტომობილებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც დღისით ახორციელებენ გადაზიდვას, ჩართული უნდა ჰქონდეთ ახლო მაშუქი ფარები.
10. გადაზიდვის განსახორციელებლად, დამცავი ავტომობილების, საწევრების და მიმწოლების გარდა, დამატებით შეიძლება გამოიყოს სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ავტოამწეები, ავტოკოშკები, საზეინკლო სახელოსნოები და ა.შ.), რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
მუხლი 4🔗
გადაზიდვა უნდა განხორციელდეს დამტკიცებული მარშრუტის მკაცრი დაცვით. თუ გადაზიდვის დროს შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დამტკიცებული მარშრუტის შეცვლას, ტვირთის გადამზიდავმა ორგანიზაციამ მარშრუტის შესაცვლელად უნდა აიღოს ახალი შეთანხმება (რეკომენდაცია).
მუხლი 5🔗
1. ხიდებზე, გზაგამტარებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გავლის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილებისათვის, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მდორე და შეუჩერებელი მოძრაობა სავალი ნაწილის ღერძულა ხაზზე (ან საგზაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის მითითებით წინასწარ დატანილი სპეციალური ხაზის გასწვრივ) არა უმეტეს 10 კმ/სთ სიჩქარით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გზაგამტარზე ან სანაოსნო ხიდის მალებზე უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მათ ქვეშ მოძრაობის არარსებობის შემთხვევაში იმ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ გზაგამტარის ან ხიდის ქვეშ არსებულ გასასვლელს.
4. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლის მომენტში მასზე უნდა აიკრძალოს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა.
5. იძულებითი გაჩერების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება ხელოვნური ნაგებობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაყვანად.