„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№973
სარეგისტრაციო კოდი
310060000.22.034.013353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 31/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.22.034.013.353

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ერთობლივი ბრძანება №973/1-1/1846

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავ-რობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

    მუხლი 1

„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ბრძანებით (სსმ III, 11.08.2006, №107, მუხ. 1467) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება 4,0 მეტრს, ხოლო ავტომზიდის და კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში 4,3 მეტრს;“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ლ. ჟვანია