„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740–№926 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.933
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №534–№510
2008 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740–№926 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740–№926 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 08.08.2006 წ., №105, მუხ. 1433) დამტკიცებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.
2. მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გასცემს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
3. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, წლის განმავლობაში ორჯერ, შემდეგი ვადების დაცვით:
ა) არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) არა უგვაინეს 5 აპრილისა – 1 აპრილის მდგომარეობით.
4. რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით:
ა) ყოველი წლის 10 ოქტომბრამდე – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) ყოველი წლის 10 აპრილამდე – 1 აპრილის მდგომარეობით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რესურსცენტრში წარსადგენი ინფორმაცია:
ა.ა) დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.ბ) ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება: მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.გ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების საერთო რაოდენობა;
ა.დ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა, რომელშიც მითითებული იქნება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ასევე ინფორმაცია მოსწავლის დაბადების წლისა და კლასის შესახებ;
ა.ე) დაწესებულებაში რიცხული იმ მოსწავლეების საერთო რაოდენობა და სახელობითი ნუსხა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ განათლების მიღება, შეჩერების ხანგრძლივობის და კლასის მითითებით;
ა.ვ) იმ მოსწავლეთა რაოდენობები და სახელობითი ნუსხები, რომლებიც გადმოვიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და გადავიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, აგრეთვე სხვა მიზეზით გაირიცხნენ/ამოირიცხნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ა.ზ.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში შესაბამის რესურსცენტრს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს 5 დღის ვადაში.
ბ) რესურსცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია:
ბ.ა) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორია;
ბ.ბ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობებში არ აისახება ის მოსწავლეები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სწავლა ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ.გ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა, რომელშიც მითითებული იქნება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ასევე ინფორმაცია მოსწავლის დაბადების წლისა და კლასის შესახებ;
ბ.დ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თითოეული სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეტყობინებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.“.
3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს 31 და 32 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 1. კერძო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი
1. ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსგან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ, ვაუჩერით დაფინანსების მიღების მიზნით, რესუსცენტრს წარუდგენს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას დაწესებულების შესახებ.
2. რესურსცენტრი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაწესებულების შესახებ.
3. სამინისტრო ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გადარიცხვას განახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 3 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი
1. ახალდაფუძნებული საჯარო სკოლა ვალდებულია დაფუძნებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს რესურსცენტრს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაწესებულების შესახებ.
2. რესურსცენტრი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაწესებულების შესახებ.
3. სამინისტრო საჯარო სკოლისათვის ვაუჩერის გადარიცხვას განახორციელებს სკოლის დაფუძნების თვის ჩათვლით.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
ნ. გილაური