"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №354
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი 127) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამინისტროს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12. “.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ამოცანებია:“;
ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია;“;
ბ.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს;“.
3. მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი.“.
4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას;“.
5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:
„ფ1) უზრუნველყოფს იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა საქმიანობის კოორდინაციას და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგს, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს;“.
6. მე-9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი – საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელისა და წყალმომარაგების სექტორის რეაბილიტაცია-განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სექტორის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სფეროში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; საგზაო და წყალმომარაგების სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომარაგების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა.“.
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები და მე-5 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 5 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური