„საქართველოს საზღვრებზე,საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ” დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 06.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №171
სარეგისტრაციო კოდი 340090000.22.033.008239
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 09/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,513 სიტყვა · ~18 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
საბაჟო რეჟიმი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საზღვრებზე,საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ” დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 51.0pt 35.95pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:.65in 34.65pt 41.65pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239              საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №171 – №2-37 2006 წლის 6 მარტი ქ. თბილისი ,,საქართველოს საზღვრებზე,  საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის  განხორციელების შესახებ” დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს ,,საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4). 2. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებმა იმპორტისა და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმებში ფიტოსანიტარიულ და/ან ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება განახორციელონ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად გაცემული ნებართვების მიხედვით. 3. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ფიტოსანიტარიულ და/ან ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სხვა რეჟიმებში გაფორმება განახორციელოს სანიტარიული აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4) წინასწარი აღრიცხვის და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმების შედეგების წარმოდგენის საფუძველზე. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ბრძანება ძალაშია 2009 წლის 1 იანვრამდე.                        ა. ალექსიშვილი მ. სვიმონიშვილი დროებითი ინსტრუქცია საქართველოს საზღვრებზე,  საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ტერმინების განმარტებები ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები: ა) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი – ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო საზღვარზე განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი; ბ) ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი – ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო საზღვარზე განხორციელებული სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი; გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები: ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა; დ) საქონელი – ამ ინსტრუქციის მე-2 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული საქონელი; ე) საბაჟო – საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო საგუშაგო ან საბაჟო გამშვები პუნქტი; ვ) პირი – საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ფიზიკური/იურიდიული (ან მათ მიერ უფლებამოსილი) პირი; ზ) დახედვა – საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რომლის დროსაც ხდება მისი შემოწმება გარეგნული მახასიათებლების მიხედვით; თ) ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტი – მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტი და სარეველა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული; ი) ვეტერინარული კარანტინის ობიექტი – დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, მათი განთავსების და შენახვის ადგილი და ტერიტორია, ინფიცირებული ან ინფიცირებაზე საეჭვო მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნედლეული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტი, ნედლეული, ტვირთი და მასალა; კ) საქონლის შემოტანის ქვეყანა – ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდან და/ან რომლის ტერიტორიის გავლითაც შემოიტანება საქონელი საქართველოში; ლ) საქონლის წარმოშობის ქვეყანა – ქვეყანა, რომელშიც მთლიანად მიღებულია ან წარმოებულია საქონელი; მ) ტვირთი – საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. თავი II ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი     მუხლი 2🔗. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ფიტოსანიტარიული კონტროლი ხორციელდება: ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიულ თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერი მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე, სურსათზე, რომელიც შეიძლება ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტის გადამტანი გახდეს; ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე; გ) მწერების კოლექციაზე, დაავადების გამომწვევებზე და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე; დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარაზე, შესაფუთ საშუალებებზე, სამრეწველო საქონელზე, მცენარეული მასალით დამზადებულ ნაკეთობებზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ საკარანტინო ობიექტების გადამტანები, აგრეთვე ქანებსა და ნიადაგის ნიმუშებზე.     მუხლი 3🔗. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის სახეები 1. საბაჟო საზღვარზე საბაჟოს მიერ განხორციელებული  ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი მოცავს კონტროლის შემდეგ სახეებს: ა) კამერალური შემოწმება; ბ) სატრანსპორტო საშუალებების დახედვა; გ) საქონლის დახედვა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეთანხმებით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების პროცესში შესაძლებელია ჩართული იყვნენ შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები და ექსპერტები. 3. საბაჟო უფლებამოსილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მოითხოვოს და გამოიყენოს ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია. 4. საბაჟო ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის, ტრანზიტის, ექსპორტის და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმებით გადაადგილებული ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის: საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის და შემოტანის (ექსპორტის) ქვეყნის, შემოტანის საბაჟოს, ტვირთის გამგზავნისა და მიმღების შესახებ). 5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, საბაჟოს სისტემატურად აწვდის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხას, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად. 6. დიპლომატიური ფოსტა, საკონსულო ვალიზა, აგრეთვე საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი ბარგი თავისუფლდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისაგან. თუ არის სერიოზული ეჭვი იმისა, რომ დიპლომატიური ფოსტა და საკონსულო ვალიზა, აგრეთვე პირადი ბარგი შეიცავს საგნებს, რომლითაც გადაიტანება ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტი, ასეთი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით)  ან მათი უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.     მუხლი 4🔗. კამერალური შემოწმება 1. კამერალური შემოწმება წარმოადგენს საქონლის და/ან ამ საქონლის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებას. 2. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის და/ან გაფორმებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო კამერალური შემოწმება ხდება საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის განხორციელებულ დოკუმენტალურ კონტროლთან ერთად. 3. ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისას კამერალური შემოწმების მიზნით ხორციელდება მხოლოდ საქონლის წარმოშობის და/ან შემოტანის ქვეყნის თაობაზე ინფორმაციის შედარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მოწოდებულ არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხასთან. ამასთან, ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილად ითვლება ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის ოდენობა. 4. კამერალური შემოწმება ხორციელდება საქართველოში საქონლის და/ან ამ საქონლის გადამზიდი (დალუქული ან დაულუქავი) სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის/გატანისას. 5. ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები ან იმ საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, თავისუფლდება კამერალური შემოწმებისაგან. 6. საქონლის საქართველოში შემოტანისას ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების მიზნით საბაჟო ორგანოებისადმი წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ექსპორტიორი ქვეყნის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე. 7. ექსპორტის და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმებით საქონლის საქართველოდან გატანისას ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების მიზნით საბაჟოს წარედგინება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ამასთან, დაულუქავ ტვირთებზე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია. 8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე ნებართვა გაიცემა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოქმედების ვადა მითითებულია ნებართვაზე, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 9. ერთი ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ ნებართვაში მითითებულია თითოეული პარტიის რაოდენობა, შემოტანის ვადები და საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული პარტია წარმოადგენს იმ საქონლის ნაწილს, რომელზედაც გაიცა ნებართვა. 10. საბაჟოსათვის ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში საბაჟო იღებს გადაწყვეტილებას საქონლის და/ან ამ საქონლის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების შესახებ. 11. კამერალური შემოწმებისას ხორციელდება წარმოდგენილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და ნებართვის მონაცემების შედარება საქონლის თანმხლებ სატრანსპორტო და სხვა ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის მონაცემებთან, აგრეთვე ნებართვის ვადების კონტროლი. 12. კამერალური შემოწმებისას ხორციელდება წარმოდგენილი სატრანსპორტო და სხვა კომერციული დოკუმენტაციის მონაცემების შედარება არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. 13. თუ საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა კომერციული დოკუმენტაციის მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ აღემატება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში ან/და ნებართვაში მითითებული საქონლის რაოდენობას ან ამ დოკუმენტებში მითითებული სხვა მონაცემები საქონლის შესახებ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან, საქონელი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ხოლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში – კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. 14. თუ საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა კომერციული დოკუმენტაციის მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ არ აღემატება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში ან/და ნებართვაში მითითებულ საქონლის რაოდენობას, ხდება კონტროლის შემდგომი ღონისძიებების გატარება.     მუხლი 5🔗. სატრანსპორტო საშუალების დახედვა 1. საბაჟო ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთიდან შემოსული დალუქული, დაულუქავი და ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების დახედვას. 2. გარეგნული ნიშნებით სატრანსპორტო საშუალებაში კარანტინის ობიექტის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში საბაჟო უფლებამოსილია გახსნას დალუქული სატრანსპორტო საშუალება. 3. სატრანსპორტო საშუალებაში ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტის აღმოჩენის თაობაზე საბაჟო ატყობინებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების, გაუსნებოვნების ან მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების მიზნით. 4. გაუსნებოვნების ჩატარებამდე სატრანსპორტო საშუალებები განთავსდებიან საკარანტინო ზონაში, საბაჟო კონტროლის ქვეშ. 5. გაუსნებოვნების ღონისძიებები ტარდება საბაჟოს ზედამხედველობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.     მუხლი 6🔗. საქონლის დახედვა 1. საქართველოში შემოტანილი, ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი მოწმდება გარეგნული ნიშნების დათვალიერებით. 2. საბაჟო ახორციელებს საქონლის დახედვას: ა) რომლის საქართველოდან გატანა/შემოტანა ხორციელდება დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებით; ბ) რომლის საქართველოდან გატანა/შემოტანა ხორციელდება დალუქული სატრანსპორტო საშუალებით, მაგრამ მისი გარეგნული ნიშნებით არსებობს ეჭვი ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტის არსებობაზე; გ) დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც გაიხსნა საბაჟო მიზნებისათვის. 3. ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტის აღმოჩენის ან ასეთის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საბაჟოს მიერ ხორციელდება საქონლის სინჯების და ნიმუშების აღება, შეტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის და სათანადო ლაბორატორიაში გაგზავნა ექსპერტიზისათვის. 4. ლაბორატორიული ექსპერტიზის მიზნით საქონლიდან სინჯებისა და ნიმუშების აღება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეკომენდებული წესით. 5. ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგების მიღებამდე საქონელი განთავსდება საკარანტინო ზონაში, საბაჟო კონტროლის ქვეშ ან, პირის ხარჯით, შეიძლება გადატანილ იქნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ ადგილზე მათი ზედამხედველობით, საბაჟო კონტროლის ქვეშ. 7. ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგებით საქონელში ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტის არსებობის დადასტურებისას საბაჟო ატყობინებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების, გაუსნებოვნების ან მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების მიზნით. 8. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ გაუსნებოვნების ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, საბაჟო კონტროლის ქვეშ გატარებული ღონისძიების შესახებ დგება აქტი, რაც წარმოადგენს საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ შემდგომი საბაჟო პროცედურების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.     მუხლი 7🔗. კონტროლის ჩატარების დადასტურება და მოსაკრებლის გადახდა 1. კამერალური შემოწმების შემდეგ დოკუმენტაცია დახედვის ჩატარების მიზნით გადაეცემა საამისოდ უფლებამოსილ მოხელეს. 2. დახედვის შედეგების საფუძველზე მოხელე საბაჟო დოკუმენტზე (დეკლარაცია ან შსტს ფორმა ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი) უსვამს შტამპს ,,ფიტოსანიტარიული შემოწმება ჩატარებულია“ (დანართი №1) და უბრუნებს დოკუმენტს მოხელეს, რომელმაც ჩაატარა კამერალური შემოწმება. ეს უკანასკნელი, ტვირთის გაშვებამდე ახდენს საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის გაანგარიშებას და გადახდევინებას. 3. დახედვის შედეგების შესახებ კამერალური შემოწმების ჩამტარებელი მოხელის მიერ ხდება შესაბამისი ინფორმაციის შეტანა ჟურნალში (დანართი №3) და მონაცემთა ელექტრონული დამუშავების შემდეგ დოკუმენტაცია გადაეცემა პირს საბაჟო კონტროლის შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად. 4. ცვლის გადაბარებისას, ჟურნალში ბოლო ჩანაწერის შემდეგ, პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს ჟურნალში და უსვამს პირადნომრიან ბეჭედს. 5. სრულად შევსების შემდეგ ჟურნალი ბარდება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს. 6. ელექტრონული ფორმით აღრიცხვის წარმოებისას ცვლის დასრულების შემდეგ ხდება მონაცემთა ამობეჭდვა ორ ეგზემპლარად და პასუხისმგებელი მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით თითოეული გვერდის დამოწმება. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე დამოწმებული ეგზემპლარები (ერთიანი მონაცემების სახით), ასევე ელექტრონული ვერსია, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, წარედგინება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს. თავი III ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი     მუხლი 8🔗. ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს ექვემდებარება შემდეგი საქონელი: ა) ყველა სახის ცოცხალი ცხოველი (მათ შორის ფრინველი, თევზი, ფუტკარი); ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად: ხორცი (ყველა სახის), ხორცის პროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები, თაფლი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქცია; გ) ცხოველთა საკვები: ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების საწარმოო წესით გადამუშავების შედეგად მიღებული ყველა სახის ცხოველთა საკვები (ხორცის, ძვლის, შინაგანი ორგანოების, სისხლის, ფრთაბუმბულის, ცხიმოვანი ქსოვილებისა და პროიტეინული ნარჩენების ფხვნილი, ძაღლის, კატის, ფრინველის, თევზის, სხვა სახის ცხოველთა დაფასოებული საკვები; დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ფარმაცევტული და ბიოლოგიური წარმოებისათვის (ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები, ნაღველი, ენდოკრინული ნედლეული, მშრალი და დაკონსერვებული სისხლი, მიკროორგანიზმით სავაქცინე შტამები, შრატები, დიაგნოსტიკუმები); ე) ცხოველური წარმოშობის პროდუქცია, რომლიც განკუთვნილია საწარმოო გამოყენებისათვის: ტყავი, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, თმა, ფრთაბუმბული, რქები, ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები; ვ) სანაშენე მასალა (ცხოველის სპერმა, საინკუბაციო კვერცხი, აბრეშუმის პარკი, კვერცხი (გრენა), თევზის ქვირითი და ცხოველების ემბრიონები; ზ) ცხოველთა საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები (ნაერთები), რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვების ვიტამინოვან-მინერალური შემადგენლობის გასამდიდრებლად, ვიტამინები და პროვიტამინები, პრობიოტიკები, ცილოვანი დანამატები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად; თ) ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.     მუხლი 9🔗. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის სახეები 1. საბაჟო საზღვრებზე საბაჟოს მიერ განხორციელებული  ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი მოიცავს კონტროლის შემდეგ სახეებს: ა) კამერალური შემოწმება; ბ) სატრანსპორტო საშუალებების დახედვა; გ) საქონლის დახედვა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეთანხმებით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების პროცესში შესაძლებელია ჩართულნი იქნენ შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები და ექსპერტები. 3. საბაჟო უფლებამოსილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მოითხოვოს და გამოიყენოს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია. 4. საბაჟო ვალდებულია ოპერატიულად მიაწოდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის, ტრანზიტის, ექსპორტის და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმებით გადაადგილებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესახებ ინფორმაცია (საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის და შემოტანის ქვეყნის, შემოტანის საბაჟოს, ტვირთის გამგზავნისა და მიმღების შესახებ). 5. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, საბაჟოს აწვდის ინფორმაციას ქვეყნების კეთილსაიმედოობის შესახებ, ქვეყნების ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად. 6. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირადი ბარგი, ასევე დიპლომატიური ფოსტა თავისუფლდება ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისაგან. თუ არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ამ ბარგით ან საფოსტო გზავნილით (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) გადაიტანება ვეტერინარული კარანტინის ობიექტი, ასეთი კონტროლი უნდა მოხდეს მხოლოდ დიპლომატების და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.     მუხლი 10🔗. კამერალური შემოწმება 1. კამერალური შემოწმება წარმოადგენს საქონლის და/ან ამ საქონლის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებას. 2. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის და/ან გაფორმებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო კამერალური შემოწმება ხდება საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის განხორციელებულ დოკუმენტალურ კონტროლთან ერთად. 3. ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისას კამერალური შემოწმების მიზნით ხდება მხოლოდ ქვეყნების კეთილსამედოობის შესახებ ინფორმაციის შედარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციასთან. (სატრანსპორტო საშუალებების მომსახურე პერსონალისა და მგზავრთა კვებისათვის, აგრეთვე მათი პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი განსაზღვრული ოდენობის თერმულად გადამუშავებული საკვები პროდუქტების შემოტანა დაიშვება ქვეყნების კეთილსამედოობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციის გათვალისწინებით). საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი ბარგი თავისუფლდება ვეტსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისაგან. თუ არის სერიოზული ეჭვი იმისა, რომ პირადი ბარგი შეიცავს საგნებს, რომლითაც გადაიტანება ვეტსანიტარიული კარანტინის ობიექტი, ასეთი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) ან მათი უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 4. ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილად ითვლება ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის ოდენობა. 5. კამერალური შემოწმება ხდება საქართველოში საქონლის და/ან ამ საქონლის გადამზიდი (დალუქული ან დაულუქავი) სატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას/გატანისას. 6. ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები ან იმ საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, თავისუფლდება კამერალური შემოწმებისაგან. 7. საქონლის საქართველოში შემოტანისას ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის მიზნით საბაჟოსადმი წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ექსპორტიორი ქვეყნის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე ან ტრანზიტზე. 8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ვეტერინარულ კონტროლს დავქემდებარებული პროდუქციის იმპორტზე და ტრანზიტზე ნებართვა გაიცემა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ნებართვა არის ერთჯერადი და გაიცემა ერთი თვის ვადით, რაც აღინიშნება ნებართვაზე. 9. ერთი ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ ნებართვაში მითითებულია თითოეული პარტიის რაოდენობა, შემოტანის ვადები და საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული პარტია წარმოადგენს იმ საქონლის ნაწილს, რომელზედაც გაიცა ნებართვა. 10. საბაჟოსათვის ვეტერინარული კონტროლის განხორციელების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში საბაჟო იღებს გადაწყვეტილებას  საქონლის და/ან ამ საქონლის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების შესახებ. 11. კამერალური შემოწმებისას ხორციელდება წარმოდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატის და ნებართვის მონაცემების შედარება საქონლის თანხმლებ სატრანსპორტო და სხვა ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის მონაცემებთან, აგრეთვე ნებართვის ვადების კონტროლი. 12. კამერალური შემოწმებისას ხორციელდება წარმოდგენილი სატრანსპორტო და სხვა კომერციული დოკუმენტაციის მონაცემების შედარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ქვეყნების კეთილსაიმედოობის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციასთან. 13. თუ საქონლის თანხმლები სატრანსპორტო და სხვა კომერციული დოკუმენტაციის მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ აღემატება ვეტერინარულ სერტიფიკატში ან/და ნებართვაში მითითებულ საქონლის რაოდენობას ან ამ დოკუმენტებში მითითებული სხვა მონაცემები საქონლის შესახებ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან, საქონელი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ხოლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში – კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. 14. თუ საქონლის თანხმლები სატრანსპორტო და სხვა კომერციული დოკუმენტაციის მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ არ აღემატება ვეტერინარულ სერტიფიკატში ან/და ნებართვაში მითითებულ საქონლის რაოდენობას, ხდება კონტროლის შემდგომი ღონისძიებების გატარება.     მუხლი 11🔗. სატრანსპორტო საშუალების დახედვა 1. საბაჟო ახორციელებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთიდან შემოსული დალუქული, დაულუქავი და ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების დახედვას. 2. გარეგნული ნიშნებით სატრანსპორტო საშუალებაში ვეტერინარული კარანტინის ობიექტის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში საბაჟო უფლებამოსილია გახსნას დალუქული სატრანსპორტო საშუალება. 3. სატრანსპორტო საშუალებაში ვეტერინარული კარანტინის ობიექტის აღმოჩენის თაობაზე საბაჟო ორგანოები ატყობინებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალების და/ან ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე, გაუსნებოვნების ან მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების თაობაზე. 4. გაუსნებოვნების ჩატარებამდე სატრანსპორტო საშუალებები განთავსდებიან საკარანტინო ზონაში საბაჟო კონტროლის ქვეშ. 5. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთიდან შემოსული ყველა სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო დეზინფექციის ჩატარებას. 6. გაუსნებოვნების ღონისძიებები ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საბაჟოს ზედამხედველობით.     მუხლი 12🔗. საქონლის დახედვა 1. საქართველოში შემოტანილი, ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი მოწმდება გარეგნული ნიშნებით. 2. საბაჟო ახორციელებს: ა) დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოში შემოტანილი საქონლის დახედვას; ბ) დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით შემოტანილი იმ საქონლის დახედვას, რომელზეც გარეგნული ნიშნებით არსებობს ეჭვი ვეტერინარული კარანტინის ობიექტის არსებობაზე; გ) იმ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საქონლის დახედვას, რომელიც გაიხსნა საბაჟო მიზნებისათვის. 3. კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის აღმოჩენის, ან ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საბაჟოს მიერ ხორციელდება საქონლის სინჯების და ნიმუშების აღება, შეტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის და შესაბამის ლაბორატორიაში გადაგზავნა ექსპერტიზისათვის. 4. ლაბორატორიული ექსპერტიზის მიზნით საქონლიდან სინჯებისა და ნიმუშების აღება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეკომენდებული წესით. 5. ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ლაბორატორიული შედეგების მიღებამდე საქონელი განთავსდება საკარანტინო ზონაში საბაჟო კონტროლის ქვეშ ან შეიძლება გადატანილ იქნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ ადგილზე მათი ზედამხედველობით, საბაჟო კონტროლის ქვეშ, პირის ხარჯით. 7. ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგებით კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის არსებობის დადასტურების შემთხვევაში საბაჟო ატყობინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქონლის უკან დაბრუნების, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების გაუსნებოვნების ან მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების მიზნით. 8. კარანტინს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ გაუსნებოვნების, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური საბაჟო კონტროლის ქვეშ. გატარებული ღონისძიების შესახებ დგება აქტი, რაც წარმოადგენს საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ შემდგომი საბაჟო პროცედურების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.     მუხლი 13🔗. კონტროლის ჩატარების დადასტურება და მოსაკრებლის გადახდა 1. კამერალური შემოწმების შემდეგ დოკუმენტაცია, დახედვის ჩატარების მიზნით, გადაეცემა საამისოდ უფლებამოსილ მოხელეს. 2. დახედვის შედეგების საფუძველზე მოხელე საბაჟო დოკუმენტზე (დეკლარაცია ან შსტ ფორმა ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი) უსვამს შტამპს ,,ვეტერინარული შემოწმება ჩატარებულია“ (დანართი №2) და უბრუნებს დოკუმენტს მოხელეს, რომელმაც ჩაატარა კამერალური შემოწმება. ეს უკანასკნელი, ტვირთის გაშვებამდე ახდენს საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის გაანგარიშებას და გადახდევინებას. 3. დახედვის შედეგების შესახებ კამერალური შემოწმების ჩამტარებელი მოხელის მიერ ხდება შესაბამისი ინფორმაციის შეტანა ჟურნალში (დანართი №3) და მონაცემთა ელექტრონული დამუშავების შემდეგ დოკუმენტაცია გადაეცემა პირს საბაჟო კონტროლის შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად. 4. ცვლის გადაბარებისას, ჟურნალში ბოლო ჩანაწერის შემდეგ, პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს ჟურნალში და უსვამს პირადნომრიან ბეჭედს. 5. სრულად შევსების შემდეგ ჟურნალი ბარდება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს. 6. ელექტრონული ფორმით აღრიცხვის წარმოებისას ცვლის დასრულების შემდეგ ხდება მონაცემთა ამობეჭდვა ორ ეგზემპლარად და პასუხისმგებელი მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით თითოეული გვერდის დამოწმება. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე დამოწმებული ეგზემპლარები (ერთიანი მონაცემების სახით), ასევე ელექტრონული ვერსია, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა წარედგინება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს. თავი  IV დასკვნითი დებულებები     მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა საბაჟო საზღვარზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №1 დანართი №2 დანართი №3 საბაჟო გამშვები პუნქტი/საბაჟო საგუშაგო------ № სატრანს-პორტო საშუალე-ბის № შემოსვ-ლის თარიღი შემოტა-ნის ქვეყანა წარმო-შობის ქვეყანა ტვირთის გამგზავ-ნი ტვირთის მიმღები საქონ-ლის სახეობა საქონ-ლის რაოდე-ნობა ფიტოსა-ნიტა-რული სერტიფი-კატის № ნებარ-თვის № ნებარ-თვის/სერტიფიკა-ტის გაცემის თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 დანართი №4 სანიტარული აღრიცხვის ჟურნალი № საბაჟო რეჟიმი განმცხადე-ბელი სატრანს-პორტო საშუალების № შემოსვ-ლის/გასვლის თარიღი ტვირთის გამგზავნი ტვირთის მიმღები საქონლის სახეობა საქონლის რაოდენობა ნებართვის/ სერტიფიკატის № გაცემის ადგილი და თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11