„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 15.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება)
სარეგისტრაციო კოდი 220010060.22.033.008607
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 15/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2006 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| სარეგისტრაციო ნომერი | მფლობელის დასახელება |
| გარიგების დღეს | გასხვისების (დაგირავების) გათვალისწინებით |
| ობლიგაციის ნომერი | გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.060.22.033.008.607
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №444/138
2006 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს “საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ“ დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 15 მაისიდან.
ა. ალექსიშვილი
რ. გოცირიძე
დებულება
საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში _ ფინანსთა სამინისტრო) და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში _ სებ) ერთობლივ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და განსაზღვრავს სებ-ისადმი საქართველოს მთავრობის დავალიანების გადაფორმების შედეგად ორი სახის _ „ობლიგაცია სებ-ისთვის“ და „ობლიგაციები“ _ სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების), აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის პირობებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ სებ-ის მიმართ არსებული დავალიანების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად რეგულირდება საქართველოს კანონით „საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებით „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
ა) სახელმწიფო ობლიგაცია – კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნული ვალუტით და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით;
ბ) სახელმწიფო ობლიგაცია არამატერიალიზებული ფორმით – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს სისტემა ანგარიშზე ჩანაწერების სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში;
გ) რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერის ფორმა, სადაც სებ-ი ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს;
დ) ობლიგაცია სებ-ისთვის – ფინანსთა სამინისტროს მიერ მხოლოდ სებ-ისთვის გამოშვებული ერთწლიანი, ყოველწლიურად განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია, რომელსაც სებ-ი ფლობს დაფარვის ვადის დადგომამდე;
ე) ობლიგაცია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული 16-დან 60 თვემდე დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო ობლიგაცია, 1000 (ათასი) ლარის ნომინალური ღირებულებით;
ვ) ნომინალური ღირებულება – გამომშვების მიერ დადგენილი ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულების სიდიდე;
ზ) კუპონი – წლიური სარგებელი (პროცენტული შემოსავალი), რომელსაც იღებს სახელმწიფო ობლიგაციის მფლობელი, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში, სახელმწიფო ობლიგაციების მოქმედების ვადის განმავლობაში;
თ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელიც ენიჭება სახელმწიფო ობლიგაციის ყოველ გამოშვებას.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება (გადაფორმება)
1. ორივე სახის ობლიგაციების გამოშვება (გადაფორმება) ხორციელდება ყოველი წლის 15 მარტს (გარდა 2006 წლისა), საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით.
2. 2007 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ყოველი წლის 15 მარტს ობლიგაცია სებ-თვის განახლდება შემცირებული ნომინალური ღირებულებით, მის სრულ დაფარვამდე, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი წლის 15 მარტამდე (გარდა 2006 წლისა) სებ-ს წერილობითი ფორმით აცნობებს სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების) პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს: სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების მოცულობას, რეგისტრაციის ნომერს, გამოშვების თარიღს, ნომინალურ ღირებულებას, კუპონის წლიურ საპროცენტო განაკვეთს, კუპონის გადახდის თარიღებსა და სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვის თარიღს.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო ობლიგაციების აღრიცხვა
1. ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე სებ-ი აღრიცხავს ორივე სახის ობლიგაციებს შესაბამის რეესტრებში: „ობლიგაცია სებისთვის რეესტრში“ და „ობლიგაციების რეესტრში“ (დანართი №1 და №2).
2. რეესტრების წარმოება ხდება სებ-ის მიერ ჩანაწერებით კომპიუტერულ სისტემაში. ჩანაწერებს ენიჭებათ 10 ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების) წლის ბოლო ორ რიცხვს, შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს დაფარვის რიცხვს, თვეს და წელს.
3. რეესტრები ინახება როგორც ელექტრონული, ასევე საქაღალდო ფორმით. რეესტრების ამობეჭვდა და შენახვა წარმოებს ყოველი წლის 15 მარტს, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების) შესახებ ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო ობლიგაციებზე კუპონის გადახდა
1. კუპონის გადახდის დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში _ სახაზინო სამსახური) შესაბამის თანხას რიცხავს სებ-ში გახსნილ სატრანზიტო-გამანაწილებელ ანგარიშზე.
2. სატრანზიტო-გამანაწილებელი ანგარიშიდან სებ-ი ობლიგაციების მფლობელების ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სახაზინო სამსახური კუპონის გადახდის დღის 11 საათამდე ვერ უზრუნველყოფს სატრანზიტო-გამანაწილებელ ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვას, სებ-ი მას ფაქსით უგზავნის წერილობით შეტყობინებას.
4. თუ სახაზინო სამსახური მიღებული შეტყობინების შემდეგ 16 საათამდე ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი თანხის სატრანზიტო-გამანაწილებელ ანგარიშზე ჩარიცხვას, სებ-ი უფლებამოსილია ავტომატურად განახორციელოს შესაბამისი თანხის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოწერა.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო ობლიგაციების მიმოქცევა
1. სებ-ს უფლება არ აქვს რაიმე სახით ობლიგაციაზე სებ-ისთვის საკუთრების უფლება გაასხვისოს, დააგირავოს ან გადასცეს სხვა პირს.
2. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე სებ-ს უფლება აქვს ობლიგაციებზე საკუთრების უფლება გაასხვისოს, დააგირავოს ან გადასცეს სხვა პირს.
3. ობლიგაციების გასხვისების, დაგირავების ან სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მხარეები ავსებენ განცხადება-გარიგების ფორმას (დანართი №3), რომლის საფუძველზე სებ-ი ახორციელებს ობლიგაციების რეესტრში შესაბამის ცვლილებას.
4. სებ-ის მიერ ობლიგაციების გასხვისება, დაგირავება ან სხვა პირზე გადაცემა რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვა
1. ობლიგაციის სებ-ისთვის დაფარვის ვადის დადგომისას, ხდება მისი ნაწილის გადაფორმდება სხვადასხვა ვადის ობლიგაციად, ხოლო დარჩენილი ნაწილი განახლდება იგივე სახის ობლიგაციად სებ-ისთვის, მთავრობის დავალიანების სრულ დაფარვამდე.
2. ობლიგაციის დაფარვის დღეს, სახაზინო სამსახური შესაბამის თანხას რიცხავს სებ-ში გახსნილ სატრანზიტო-გამანაწილებელ ანგარიშზე.
3. სატრანზიტო-გამანაწილებელი ანგარიშიდან სებ-ი ობლიგაციების მფლობელების ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ სახაზინო სამსახური ობლიგაციის დაფრვის დღის 11 საათამდე ვერ უზრუნველყოფს სატრანზიტო-გამანაწილებელ ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვას, სებ-ი მას ფაქსით უგზავნის წერილობით შეტყობინებას.
5. თუ სახაზინო სამსახური მიღებული შეტყობინების შემდეგ 16 საათამდე ვერ უზრუნველოფს შესაბამისი თანხის სატრანზიტო-გამანაწილებელ ანგარიშზე ჩარიცხვას, სებ-ი უფლებამოსილია ავტომატურად განახორციელოს შესაბამისი თანხის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოწერა.
დანართი №1
ობლიგაცია სებისთვის რეესტრი №
სარეგისტრაციო ნომერი
განახლების თარიღი
ფასიანი ქაღალდების მფლობელი
ბანკის კოდი
ობლიგაცია სებ-ისთვის ნომინალური ღირებულება
კუპონის წლიური %
დაფარვის თარიღი
1
2
3
4
6
7
8
დანართი №2
ობლიგაციების რეესტრი №
სარეგისტრაციო ნომერი
მფლობელის დასახელება
ბანკის კოდი
პირადი ანგარიში
ობლიგაციების რაოდენობა
ნომინალური ღირებულება
კუპონის წლიური %
ობლიგაციის დაფარვის რიცხვი, თვე, წელი
გასხვისებული (დაგირავებული) ობლიგაციები
გასხვისებული (დაგირავებული) ობლიგაციების ახალი მფლობელის
გარიგების დღეს
გასხვისების (დაგირავების) გათვალისწინებით
გარიგების დღეს
გასხვისების (დაგირავების) გათვალისწინებით
რიცხვი, თვე, წელი
რაოდენობა
თანხა ნომინალში
საანგარიშსწორებო ფასი
ბანკის კოდი
პირადი ანგარიში
ობლიგაციების რაოდენობა
ნომინალური ღირებულება
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
დანართი №3
საქართველოს ეროვნულ ბანკს
განცხადება – გარიგება
__________________
(რიცხვი, თვე წელი)
ობლიგაციების გასხვისება/დაგირავების თაობაზე
ობლიგაციების გამსხვისებელი/დამგირავებელი ----
ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი ----
ხელმოწერა
ბ. ა.
ახალი მფლობელი ----
ბანკის კოდი პირადი ანგარიშის ნომერი ----
ხელმოწერა
ბ. ა.
ობლიგაციის ნომერი
გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება)
რაოდენობა
გარიგების საანგარიშსწორებო ფასი
ობლიგაციების ნომინალური ღირებულება
ობლიგაციების დაფარვის თარიღი
1
2
3
4
5
6
გარიგება დადასტურებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ხელმოწერა:
1.
2.
3.