„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 03/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2010 წლის22 ნოემბერი

ქ. დუშეთი

 „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს დამატებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში:

ა. მე-2 მუხლს დაემატოს „ბ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება.“;

ა. ბ. მე-2 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.“;

ა.გ მე-3 მუხლს დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ტ“ მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას”;

დ. მე-3 მუხლს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„უ“ მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან”;

ა.ე. მე-3 მუხლს დაემატოს „ფ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ფ“ მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გადაცემული სესხების მართვას”;

ა.ვ. მე-3 მუხლს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ქ“ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახადების გაცემას”;

ა.ზ. მე-3 მუხლს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ღ“ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახადების გაცემა”;

ა.თ. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებას დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;

დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;

ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;

თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;

ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

 ა.ი. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებას დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალიტეტის საბუღალტერო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების ფუნქციები

 მუნიციპალიტეტის ბუღალტერია დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;

გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                    ბ. ვარდიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2010.
როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.11.2010. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №54. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.152.016018.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №54, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1108525/