„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 03/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2010 წლის22 ნოემბერი

ქ.დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს№29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს დამატებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულებაში.

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-19 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

ბ)დაემატოს მე-4მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილების ფუნქციები

ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებასა და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე;

გ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;

დ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე;

ე) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;

ვ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;

ზ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;

თ) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას;

ი) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;

კ) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                            ბ. ვარდიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2010.
როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.11.2010. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.152.016020.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 29 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №56, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1108614/