⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2015)
გაუქმებულია:

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №31.02.1434
სარეგისტრაციო კოდი 300330000.37.101.016016
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 02/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,728 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2010 მიღება
01.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ქალაქ თბილისის მთავრობ ის დადგენილება №31.02.1434 2010 წლი ს 2 2 ნოემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის”, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის”, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №36 ბრძანების, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ივნისის №80 ბრძანებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №11-71 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი დანართის თანახმად. 2. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გამცემად განისაზღვროს ქ. თბილისის მთავრობა . 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქ. თბილისის მერი                                                                                                     გ. უგულავა დანართი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგრეთვე ნებართვის მოქმედების ვადას.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შესაბამისად (შემდგომში – მომსახურება); ბ) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები): ბ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა; ბ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; დ) კონკურსში გამარჯვებული – კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ოქმი) საფუძველზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადდა გამარჯვებულად; ე) ლოტი – ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განხორციელება M2 ან M3 კატეგორიების ავტობუსებით; ვ) მარშრუტი – პუნქტებს შორის ავტობუსის მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; ზ) მძღოლი – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით; თ) ნებართვა – კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს მომსახურება M2 ან M3 კატეგორიის ავტობუსებით; ი) ნებართვის გამცემი – ქ. თბილისის მთავრობა; კ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; ლ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება; მ) ნებართვის გაცემის ფასი – ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსზე, თვეზე გაანგარიშებით; ნ) პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; ო) საბანკო გარანტია – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე მოსალოდნელი რისკის თავიდან აცილების მიზნით კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტირების მექანიზმის სახე. უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში საბანკო გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ; ო.ა) კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია – წარდგენილ უნდა იქნეს ნებართვის მაძიებლის მიერ საკონკურსო ან სანებართვო პირობების საბანკო გარანტიის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმების ან/და ნებართვის მიღების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში საბანკო გარანტია უბრუნდება. კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მიღების შემდეგ; ო.ბ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია – წარდგენილ უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ; ო.გ) სანებართვო პირობების საბანკო გარანტია – წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე, თუ არ არსებობს ნებართვის მფლობელის მიერ შესასრულებელი საკონკურსო პირობები, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე და შემდგომში ყოველწლიურად, არა უგვიანეს წინა საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია ნებართვის მფლობელს უბრუნდება შემდგომი წლის საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ და ბოლოს ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ; პ) საბანკო დაწესებულება – საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი; ჟ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი; რ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; ს) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე; ტ) ფორსმაჟორი – მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორსმაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა; უ) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქ. თბილისის მთავრობასა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.     მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის პირობები და წესები 1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. ნებართვა გაიცემა ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ლოტებზე. 3. კონკურსი ცხადდება: ა) M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად; ბ) M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად; 4. ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა. თავი II კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები     მუხლი 4🔗. კონკურსის ორგანიზება 1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც კონკურსის შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა. 2. ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 3. კონკურსის ორგანიზატორია ქ. თბილისის მთავრობა. 4. კონკურსის ჩატარების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ნებართვის სახეობა; ბ) ნებართვის გამცემის დასახელება; გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი; დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა; ვ) ინფორმაცია ლოტის შესახებ;  ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტობუსების მინიმალური რაოდენობა; თ) ნებართვის მოქმედების ვადა; ი) ნებართვის გაცემის ფასი; კ) საბანკო გარანტიის ოდენობა: კ.ა) კონკურსში მონაწილეობისთვის; კ.ბ) საკონკურსო პირობების შესრულებისთვის; კ.გ) სანებართვო პირობების შესრულებისთვის; ლ) სანებართვო პირობები; მ) კონკურსში გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი; ნ) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები; ო) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ქ. თბილისის მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა ქ. თბილისის მთავრობა აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ავრცელებს ინტერნეტის ქსელით.  მუხლი 5🔗. კომისია 1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ქ. თბილისის მთავრობა ქმნის კომისიას. 2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესითა და კომისიის დებულებით. 3. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქ. თბილისის მთავრობა. 4. კომისია დამოუკიდებელია. არავის არა აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 5. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. 6. კომისია, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით და დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 7. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 6🔗. საკონკურსო პირობები. 1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.                                         2. ქ. თბილისის მთავრობის მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს ნორმატიული აქტებით დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას. 3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით დადგენილ მისამართზე და ვადაში. 4. ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქ. თბილისის მთავრობის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს. 5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:                                  ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;                                ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; ე) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;                      ვ) დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:                              ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების ჩამონათვალი (რაოდენობა, კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა); ამასთან, მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი, EURO სტანდარტთან შესაბამისობა და კონდიცირების სისტემის არსებობა; ვ.ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად; ვ.გ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი; ზ) საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის; თ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით; ი) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ო “ ქვეპუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული.    6. თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანია ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე -5 პუნქტის ,,ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ცნობები, ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებიდან. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, განცხადების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით, იმდაგვარად , რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე იყოს შეუძლებელი. კომისია არ ჩაიბარებს დაულუქავი კონვერტით წარდგენილ დოკუმენტაციას და მას წარდგენისთანავე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს   8. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.                                    9. ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე, საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარადგინოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.                                         10. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად. 11. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-8 და მე -9 პუნქტებთან მიმართებაში მოქმედებს იმავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.        12. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.                 13. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის.        14. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება ლოტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქ. თბილისის მთავრობა ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად.                                               15. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.     მუხლი 7🔗. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3, მე-10, მე-12 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა; ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციის სიყალბე. თავი III კონკურსის ჩატარება     მუხლი 8🔗. კონკურსის ჩატარება 1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები; ბ) საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა; გ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა. 2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი. 3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს. 4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S=0.7C + 0.15L + 0.15G სადაც: C არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.7 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; L არის საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; G არის საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; 5. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: სადაც: Yp არის შესაფასებელი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და კონდიცირების სისტემის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: Ypmax არის შესაფასებელი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და კონდიცირების სისტემის შეფასებისას ნებართვის მაძიებლებთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა; Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn არის შესაფასებელი თით ოეული ავტობუსის გამოშვების წლის, მისი EURO სტანდარტთან შესაბამისობის და კონდიცირების სისტემის შეფასებისას მიღებული ქულა; n არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტობუსების რაოდენობა. თითოეული ავტობუსის Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn იანგარიშება შემდეგნაირად: Yn = Ayear+Aeuro+Aconditioner სადაც, Ayear – არის თითოეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასების ქულა; Aeuro – თითოეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობის ქულა; Aconditioner – თითოეული ავტობუსის კონდიცირების სისტემის შეფასების ქულა. 6. თითეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით: ა) 2010 წლის და მეტი – 60 ქულა; ბ) 2005-დან 2010 წლამდე – 40 ქულა; გ) 2000-დან 2005 წლამდე – 30 ქულა; დ) 1995 -დან 2000 წლამდე – 10 ქულა; ე) 1995 წლამდე – 0 ქულა . 7. თითეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით: ა) შეესაბამება EURO სტანდარტს –20 ქულა ; ბ) არ შეესაბამება EURO სტანდარტს – 0 ქულა. 8. თითეული ავტობუსის სალონის კონდიცირების სისტემა ფასდება შემდეგი ქულებით: ა) სალონში კონდიცირების სისტემის არსებობა – 20 ქულა; ბ) სალონის კონდიცირების სისტემის გარეშე – 0 ქულა. 9. საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით, ლიზინგით/იჯარით აღებული, ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: სადაც: Rp არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა; Rpmax არის ნებართვის მაძიებელთა შორის მათ საკუთრებაში ან მათ მიერ საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა. 10. იმ შემთხვევაში , თუ ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი არის მის საკუთრებაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული, მაშინ მისი Rp = Rpmax  11. საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: სადაც: Mp არის ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა; Mpmax არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიების ოდენობათა შორის ყველაზე დიდი ოდენობა. 12. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის მაძიებელს საკუთრებაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აქვს მიღებული შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების მთლიანი რაოდენობა და ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს მინიმუმ 1 საავტობუსო პარკი, სადაც მოემსახურება მის მიერ შემოთავაზებულ ავტობუსებს, მაშინ მისი Mp = Mpmax. 13. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას. 14. კონკურსში გამარჯვებულად არ გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და კონდიცირების სისტემის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Yp) არის 10 ან 10 -ზე ნაკლები. 15. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება , თუ: ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45​1 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება; გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით. 16. ამ მუხლის მე -15 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევაში შემოთავაზებული ავტობუსის შეფასება კომისიის მიერ არ განხორციელდება და ქულებით შეფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სხვა ავტობუსები და თუ მათი რაოდენობა შესაბამისობაშია სანებართვო პირობებთან, ნებართვის მაძიებელი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. თუ არ ფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ავტობუსი ან შესაფასებელი ავტობუსების რაოდენობა არ არის შესაბამისობაში სანებართვო პირობებთან, მაშინ ნებართვის მაძიებელი ითვლება კონკურსიდან მოხსნილად და მას უარი ეთქმევა ნებართვის მიცემაზე. 17. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად , თუ: ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს; ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.     მუხლი 9🔗. არშემდგარი კონკურსი კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი: ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული; ბ) ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.     მუხლი 10🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება 1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე. 2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქ. თბილისის მთავრობას . 4. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა. 5. ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში წარმოდგენილი კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.     მუხლი 11🔗. განმეორებითი კონკურსი 1. ქ. თბილისის მთავრობა ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება ლოტზე გამარჯვებულის გამოვლენა წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. სადავო საკითხების მოგვარება კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. თავი IV ნებართვის გაცემა     მუხლი 13🔗. ნებართვის გაცემა 1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე მიღებული დადგენილებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. თუ კონკურსში გამარჯვებული ა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა და აფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა. 3. კონკურსში გამარჯვებული ან ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული საწარმო ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს საბანკო გარანტია საკონკურსო პირობების შესრულებაზე. საქართველოში დაფუძნებული საწარმოს მიერ საკონკურსო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტია შეიძლება გაცემული იყოს მისი დამფუძნებელი კონკურსში გამარჯვებული იურიდიული პირის სახელზე. 4. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ქ. თბილისის მთავრობას შორის ფორმდება ხელშეკრულება. 4. სახელშეკრულებო პირობები განისაზღვრება ქ. თბილისის მთავრობის მიერ და ქვეყნდება წინასწარ კონკურსის გამოცხადებისას. 5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება. 6. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, საკონკურსო პირობების შესრულებაზე საბანკო გარანტიის წარუდგენლობის, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა. ასეთ შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში გამარჯვებულს უკან არ უბრუნდება და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯარიმის სახით დარჩება ნებართვის გამცემს, რომელიც ამ მიზნით სრულად გამოიყენებს საბანკო გარანტიას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქ. თბილისის მთავრობა ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.                                                   მუხლი 14🔗. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს. 2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ: ა) ნებართვის მაძიებელი არ არის ქ. თბილისის მთავრობის მიერ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული; ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად; გ) წინამდებარე წესის მე -13 მუხლის მე -6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.     მუხლი 15🔗. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 16🔗. სანებართვო პირობები. ნებართვის მფლობელის უფლება -მოვალეობები 1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები: ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით და მათზე დადგენილი რაოდენობის ავტობუსებით; ბ) მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად; გ) ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან; დ) კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 1 წლის განმავლობაში მომსახურების განახორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს; ავტობუსის შეცვლის დროს შეცვალოს ის არაუმეტეს იმ ხნოვანების ავტობუსით, როგორიც იყო შესაცვლელი ავტობუსი კონკურსის ჩატარების დღისთვის; ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსო განცხადებით დადგენილი ავტობუსების რაოდენობა; ვ) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის გაცემის დროს დადგენილი ფერის ავტობუსებით; ზ) საკონკურსო განცხადებაში განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების გაწევის დაწყებამდე, მომსახურება განახორციელოს ავტობუსებით, რომლებიც შეიძლება არ შეესაბამდებოდეს სხვა სანებართვო პირობებს, მაგრამ სულ მცირე ვარგისი უნდა იყოს მგზავრის გადაყვანისთვის საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად; თ) მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა -ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე -10, მე -11, მე -12 და მე -13 მუხლებით, მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 21 -ე მუხლის მე -3 პუნქტით, მე -13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41 -ე მუხლის მე -7 პუნქტით და მე -8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს ნორმატიული აქტებით მიღებულ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესი“; ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად ნორმატიული აქტის დასახელებისა და მუხლისა, სადაც იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პირობები; ი) უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; კ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს თითოეული ლოტისთვის მინიმუმ 1 საავტობუსო პარკი. უზრუნველყოს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული ავტობუსების არასამუშაო დროს საავტობუსო პარკში დგომა; ლ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები; მ) თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები; ნ) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა; ო) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება; პ) აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; ჟ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ელექტრონული ტაბლოებით), მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილას ავტობუსში განათავსოს ტაბლო მძღოლის სურათის, სახელისა და გვარის, ნებართვის მფლობელის დასახელების, ცხელი ხაზის ნომრის და მგზავრობის ღირებულების აღნიშვნით; რ) აწარმოოს ავტობუსების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება; ს) დაიცვას საწყის და საბოლოო გაჩერებებზე დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები; ტ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა; უ) არ დაუშვას  ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა; ფ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის (თუ მომსახურების გაწევა რეგულირებადი ეკონომიკური სფერო იქნება) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ მომსახურების გაწევა რეგულირებადი ეკონომიკური სფერო არ იქნება) შესაბამისად; ქ) მომსახურების განხორციელების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის შესახებ. შემდგომში მგზავრობის ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მინიმუმ 1 თვით ადრე აცნობებს ამის შესახებ ნებართვის გამცემს; ღ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და ახდენდეს მათ აღრიცხვას; ყ) ამ მუხლის 1 -ლი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით; შ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი; ჩ) ავტობუსზე რეკლამა საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად განათავსოს მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში; ც) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი და დარიცხული პირგასამტეხლო ამ აქტით დადგენილი წესით; ძ) ნებართვის მფლობლის მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ; წ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ნებართვის გამცემისთვის სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დადგენილ ოდენობაზე საბანკო გარანტიის წარდგენა; ჭ) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ 12 თვით ადრე; ხ) ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 1 -ლი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, არა უმეტეს 12 თვის ვადით ნებართვის გამცემს მისცეს უფლება და შესაძლებლობა მომსახურების განხორციელებისას მის მიერ გამოყენებული ავტობუსებით თვითონ განახორციელოს მომსახურების გაწევა; ჯ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა; ჰ) ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილი; ჰ​1) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში; ჰ​2) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად; ჰ​3) დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე ან მის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, ასევე საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; ჰ​4) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს: ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი; თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ; ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ; გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით. 3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი; ბ) ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტობუსის შეცვლის შემთხვევაში ნებართვის გამცემს წარუდგინოს იმ ავტობუსების ჩამონათვალი, მათი სარეგისტრაციო მონაცემების მითითებით, რომლითაც ის განახორციელებს მომსახურებას. 4. სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.     მუხლი 17🔗. ნებართვის გამცემის უფლება -მოვალეობები ნებართვის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ; დ) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ე) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე; ვ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას მოქმედებს წინამდებარე წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად; ზ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე; თ) ვალდებულია განსაზღვროს ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა.     მუხლი 18🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 20 წლის ვადით. 2. ნებართვა ძალაშია საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მის გაუქმებამდე. 3. ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისა და სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ. 4. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 5. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე წესით დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.     მუხლი 19🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მტკიცდება ქ. თბილისის მერის ბრძანებით.     მუხლი 20🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის ოდენობაა 10 ლარი. 5. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს. თავი V ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი     მუხლი 21🔗. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.     მუხლი 22🔗. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად მთლიანი ლოტისათვის განსაზღვრული მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე.     მუხლი 23🔗. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები 1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, წინამდებარე წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის თვის 10 რიცხვამდე. 2. მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შემცირებული ფასი გადაიხდება ცვლილების განხორციელების შემდეგი კალენდარული თვიდან.  3. მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში  ავტობუსების გაზრდილ რაოდენობაზე ფასი გადაიხდევინება ცვლილების განხორციელების თვეზეც სრულად, მიუხედავად ცვლილების განხორციელების კონკრეტული დღისა. ამასთან, სხვაობა გაზრდილ ფასსა და წინა ფასს შორის გადაიხდება შემდეგი თვის ფასთან ერთად. 4. ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.1 % -ის ოდენობით. 5. ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქ. თბილისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 6. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი. 7. ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება.     მუხლი 24🔗. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა 1. ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის გაცემის ფასი შეიძლება გაიზარდოს. თუ ინფლაციის საშუალო დონე ბოლო 3 -წლიანი დროის მონაკვეთში აღემატება 6 პროცენტს.     მუხლი 25🔗. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელის პასუხისმგებლობა ამ თავის შესაბამისად, ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.     მუხლი 26🔗. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი 1. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს ნებართვის გაცემის ფასის გადახდისაგან. თავი VI კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გაუქმება     მუხლი 27🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი საქართველოს ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.     მუხლი 28🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა; გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის; დ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს. 5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს. 6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის. 7. ამ მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებებისას ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს წარმოდგენილი საკონკურსო პირობების შესრულების ან სანებართვო პირობების შესრულების საბანკო გარანტია უკან არ უბრუნდება და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯარიმის სახით დარჩება ნებართვის გამცემს, რომელიც ამ მიზნით სრულად გამოიყენებს საბანკო გარანტიას. თავი VII უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა     მუხლი 29🔗. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი. 2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება: ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ფიზიკური პირისათვის - სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე; ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი; დ) ნებართვის სახე. 4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. თავი VIII პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის     მუხლი 30🔗. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების (M2 ან M3 კატეგორიის ავტობუსებით) განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. თავი IX დასკვნითი დებულება     მუხლი 31🔗. დასკვნითი დებულება წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.