ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №31.19.1451
სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 29/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 53.85pt 45.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის მთავრობ
ის
დადგენილება №31.19.1451
2010 წლიs 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების
საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა
და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „
ზ“ ქვეპუნქტის, „
საქართველოს დედაქალაქის –
თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „
ზ“ და „
კ“ ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 321 მუხლის, „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „
ე“ ქვეპუნქტის, ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის „
ე“ და „
ვ1“ ქვეპუნქტებ
ის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. განხორციელდეს ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაცების
საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია (გარდაქმნა) და გარდაქმნის საფუძველზე შეიქმნას ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო.
2. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანდართული წესდება (დებულება).
3. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების
საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს.
4. დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
ქ. თბილისის მერი გ.
უგულავა
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის
სააგენტოს წესდება (დებულება)
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის
სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა: „
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის
სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ
– საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის
სააგენტო“.
3
. სააგენტო
თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი
კანონმდებლობითა და
წინა
მდებარ
ე დებულებით.
4
. სააგენტო
ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5
. სააგენტო
საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში.
6
. სააგენტო
ს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა
, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;
ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.
2.
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;
ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;
გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;
ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;
ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, დადგენილი სპეციალური ფორმით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში;
ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენი, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;
ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;
მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით;
ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა;
ო) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;
პ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;
ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;
რ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა;
უ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას;
ფ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ქ) დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების ხარისხის კონტროლი;
ღ) სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;
ყ) მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით;
შ) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება;
ჩ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
ც) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.
3
. სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს:
ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს, მშენებლობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ე) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად;
ვ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ანდა ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ზ) კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის;
თ) ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს;
ი) დედაქალაქის ბიუჯეტის შედგენისას შეიმუშაოს სამსახურისა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთანუსხა და წარადგინოს ქალაქის მთავრობაში;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში;
ლ) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;
მ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში, ქალაქ თბილისის მასშტაბით;
ნ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით;
ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეკომენდაციებით, საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;
პ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს;
ჟ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება-
ჩაბარების აქტები;
რ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტო
ს ხელმძღვანელობს სააგენტო
ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.
2. სააგენტო
ს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე წერილობითი დავალებით ახო
რციელებს საგენტოს უფროსის
ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. სააგენტოს უფროსი
1. სააგენტოს უფროსი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწეს;
ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;
ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ო) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
პ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტ
ურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
რ) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ტ)წარმოადგენს სააგენტოსა და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 5🔗. სააგენტოს უფროსის მოადგილეები
1
. სააგენტო
ს უფროსს ჰ
ყავს მოადგილეები.
2
. სააგენტო
ს უფროსის თითოეული მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ სფეროს;
ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს;
გ) სააგენტოს უფროსის მიერ (ბრძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ
დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
მუხლი 6🔗 . სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო შედგება სამი
დეპარტამენტის, ოთხი განყოფილებისა და ექვსი რაიონული განყოფილებისაგან.
2. დეპარტამენტი
თავის მხრივ შედგება განყოფილებებისაგან.
3.
სააგენტო
ს დეპარტამენტები,
განყოფილებები და რაიონული განყოფილებები
ა:
ა) ადმინისტრაციული
დეპარტამენტი:
ა.ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ა.ბ) მონიტორინგის განყოფილება;
ბ) ზედამხედველობის
დეპარტამენტი:
ბ.ა) ზედამხედველობის სამოქალაქო უსაფრთხოების და საინფორმაციო–ანალიტიკური განყოფილება;
ბ.ბ) მატერიალურ
-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
;
გ) ოპერატიული მართვის
დეპარტამენტი:
გ.ა) სამაშველო განყოფილება;
გ.ბ) სასწავლო ცენტრი;
დ) საფინანსო განყოფილება;
ე) შესყიდვების განყოფილება;
ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილება;
ზ) დიდგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ო
რი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილით (ასეული);
თ
) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ხუთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული),
ერთი სამაშველო (ასეული) და ორი სამედიცინო
ნაწილით;
ი
) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული),
ერთი სამაშველო (ასეული) და ორი სამედიცინო
ნაწილით;
კ
) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული), ერთი კავშირგაბმულობის და ო
თხ
ი სამედიცინო ნაწილით;
ლ
) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული),
ერთი სამაშველო (ასეული) და სამი სამედიცინო
ნაწილით;
მ
) ძველი თბილისის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი სამი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული),
ერთი სამაშველო (ასეული) და ერთი სამედიცინო
ნაწილით (მვდ
-ის პოლიკლინიკა)
.
4
. ადმინისტრაციული დეპარტამენტის
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზება;
გ) ტექნიკის აღრიცხვა და მიზნობრივად ექსპლუატაციის კონტროლი;
დ
) ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება, ოპერატიული აღრიცხვის წარმოება;
ე
) სამსახურის დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია;
ვ
) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;
ზ) სააგენტოსათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა.
5.
ზედამხედველობის დეპარტამენტის
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის ზედამხედველობის განხორციელება, შემთხვევებისა და მათი შედეგების აღრიცხვა;
ბ) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციების წესებთან დაკავშირებით;
გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებების სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება ქალაქ თბილისის მასშტაბით.
6
. ოპერატიული მართვის დეპარტამენტის
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავება;
ბ) ოპერატიული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა;
გ)
საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო წარმოების ორგანიზება;
დ)
წყალში (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები) და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება.
7. საფინანსო განყოფილების
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება.
8. შესყიდვების განყოფილების
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
შესყიდვების განხორციელება.
9. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილების
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სახანძრო სამუშაოების წარმოების ორგანიზება.
10
. რაიონული განყოფილებების (რაზმები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკა;
ბ) ხანძრების ჩაქრობა;
გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება;
დ) მოსახლეობისათვის გადაუდებელი და აუცილებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტ
ის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტო
ს უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ვ) სააგენტო
ს უფროსს
წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) სააგენტო
ს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
2. დეპარტამენტის განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებზე
;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.
3.რაიონული განყოფილებას ყავს უფროსი და უფროსის მოადგილეები.
4. რაიონული განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს რაიონული
განყოფილების საქმიანობაზე
;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული
განყოფილების უფროსის მოადგილეებსა და
თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს რაიონული
განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ახდენს ვიზირებას რაიონულ
განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს
უფროსს წარუდგენს ანგარიშს რაიონული
განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) სააგენტოს
უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.
მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „
საქართველოს დედაქალაქის –თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 9🔗. სააგენტოს ფინანსები
სააგენტო
ს დაფინანსების წყაროებია:
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტო
ს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 10🔗. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში.
2. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ქალაქ თბილისის მერი.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 12🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
სააგენტო
ს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1.
სააგენტო ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ქ. თბილისის მერიის საგანგებიო სიტუაციების საქალაქო
სამსახურის მიერ გამოცხადებული ან/და ჩატარებული შესყიდვების
პროცედურების დასრულება.
2.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.